26 წლის თავდამსხმელი „ჩელსის“ ერთგული მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება თუ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას მისცემენ
26 წლის თავდამსხმელმა სპილოს ძვლის ნაპირიდან, სალომონ კალუმ განაცხადა, რომ „ჩელსის“ ერთგული მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება თუ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას მისცემენ.

კალუს კონტრაქტს ვადა ამ სეზონის ბოლოს გაუდის და, ბუნებრივია, დღის წესრიგში ახალი ხელშეკრულების გაფორმება-არ გაფორმების საკითხი დადგა. თუ კალუს „ჩელსიში“ დარჩენიდან არაფერი გამოვა, მაშინ მან იანვარშივე უნდა იპოვნოს ახალი გუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ზაფხულზე თავისუფალი აგენტი გახდება და დასავლეთლონდონელები ვეღარ გაყიდიან - დიდძალ ფულს დაკარგავენ. კოტ დ’ივუარელი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაშიც თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა - „ლურჯებმა“ „გენკს“ 5:0 მოუგეს. კალუ მოედანზე 22 წუთით შევიდა და სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ფორვარდმა განაცხადა: „მეც ზუსტად ის მინდა, რაც ყველა დანარჩენ ფეხბურთელს - სათამაშო დრო. როგორ უნდა დახვეწო ოსტატობა, თუკი ყოველ ტურში სათადარიგოთა სკამზე იჯდები? ამიტომაც, თამაში, ოსტატობის ამაღლება და ახალი სიმაღლეების დაპყრობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამისათვის ვიბრძვი“.

„ჩელსიში“ ახალი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის მისვლის შემდეგ, პრემიერლიგაში, კალუმ პირველ და მეორე შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ ამ ორიდან სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ იყო.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმედი მაქვს, რომ კლუბი თავისთვისაც და ჩემთვისაც საუკეთესო ვარიანტს გამონახავს. ვფიქრობ, კარგ გამოსავალს მივაგნებთ. „ჩელსი“ უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. მეც ჯერ ახალგაზრდა ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ მომავალი მაქვს“ - თქვა კოტ დ’ივუარელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა