"ლა მასიას" კიდევ ერთი აღზრდილის დებიუტი პეპის ხელში
ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჩეხურ "პლზენთან" ხოსეპ გვარდიოლამ ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელი ისააკ კუენსა გამოიყვანა. გაგაცნობთ "ბარსას" დებიუტანტს...

ჟოან ისააკ კუენსა ლოპესი 20 წლის გარემარბია, ის კატალონიელია და ამ პროვინციის ქალაქ რეუსის მკვიდრია. ამ სეზონში კუენსა სეგუნდადივიზიონში "ბარსას" სარეზერვო გუნდში თამაშობს მარჯვენა ფლანგელად. 11 წლის კუენსა "ბარსას" სკოლა "ლა მასიაში" შეიყვანეს, თუმცა სამი წლის სწავლების შემდეგ ის ისევ მშობლიურ ქალაქში "რეუს დეპორტიუს" საბავშვო გუნდში ჩაირიცხა, სადაც სამი წელი იყო.

2009 წელს კუენსა "ლა მასიას" დაუბრუნდა, შარშან ის "საბადელში" გაანათხოვრეს, სადაც დადებითი კუთხით წარმოაჩინა თავი, 32 თამაშში 4 გოლი გაიტანა და კლუბს 18-წლიანი განშორების შემდეგ სეგუნდას საგზური მოაპოვებინა. "ბარსა ბ-ში" მისი ოფიციალური დებიუტი ახლახან, 4 სექტემბერს შედგა და აი, ის უკვე ძირითად გუნდშია - "პლზენთან" მატჩის ბოლო წუთებზე დავიდ ვილია შეცვალა.

რაც პეპი "ბარსას" თავკაცობს, მე-18 შემთხვევაა, როცა "ლა მასიას" აღზრდილს ძირითად გუნდში აქვს დებიუტი. ამათგან კი ყველაზე წარმატებულები ჯერჯერობით სერხიო ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა და ალბერტ ფონტასი არიან. პირველი სწორედ ბუსკეტსი იყო, მას 2008/09 წლების სეზონის მეორე ტურში ჰქონდა დებიუტი. ბუსკეტსა და კუენსას შორის კი 16 ფეხბურთელი იყო, ზოგი უკვე პირველ გუნდში დამკვიდრდა, ზოგი ისევ სარეზერვოა, ზოგიც სხვა კლუბში თამაშობს.

პირველი გუნდის წევრები უკვე ჩამოვთვალეთ: ბუსკეტსი, ალკანტარა და ფონტასი. მუნიესა, დოს სანტოსი, ბარტრა, სორიანო, სერხი რობერტო, მონტოია, მინიო და სერხი გომესი ჯერაც ბ გუნდის წევრებად ითვლებიან. 6 ფეხბურთელი კი აღარ არის კატალონიურ გრანდში, ესენია: ბოტია (სპორტინგი), აბრაჰამი (ალკორკონი), ხავი ტორესი (ლევანტე), გაი ასულინი (მანჩესტერ სიტი), ნოლიტო (ბენფიკა) და ორიოლ რომეუ (ჩელსი). სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ორიოლ რომეუსაც სამშაბათს ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი - "ჩელსი"-"გენკის" (5:0) მატჩში.

ისააკ კუენსა ერთი რამით გამოირჩევა სხვა დებიუტანტებისგან, ის ერთადერთია, რომლის დებიუტიც ჩემპიონთა ლიგაზე შედგა, ცხრამ "ბარსას" მაისურით პირველად ლა ლიგაში ითამაშა, 5-მა - სამეფო თასზე, სამმაც - ესპანეთის სუპერთასზე. კუენსა ძირითად გუნდში 39-ნომრიანი მაისურით თამაშობს (სარეზერვოში 22 ნომერია).

"ეს იყო ფანტასტიკური 6 წუთი. ნამდვილად არ ველოდი, რომ დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე მექნებოდა. პეპმა მითხრა, რომ ჩემი ფეხბურთი მეთამაშა, შემეწუხებინა მეტოქის მცველები და გუნდურ თამაშს არ ჩამოვრჩენილიყავი. თამაშის შემდეგ ყველა მილოცავდა. ამ მაისურს ჩემს ოთახში ჩამოვკიდებ და ის იქნება ყველაზე შეუფასებელი ნივთი", - განაცხადა ისააკ კუენსამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა