გერმანელმა რალფ შუმახერმა კომპანია "მერსედესთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა
გერმანელმა რალფ შუმახერმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი კომპანია "მერსედესთან" და 2012 წელს მეხუთე სეზონს გაატარებს DTM-ის გერმანულ სერიაში.

რალფი ამ ჩემპიონატში თავდაპირველად ვერ ბრწყინავდა და პირველ სამ სეზონში მხოლოდ რამდენიმეჯერ შეძლო ქულების მოპოვება, მაგრამ წელს სიტუაცია გამოსწორდა - უმცროსმა შუმახერმა მესამე ადგილი დაიკავა ჰიოკენჰაიმში და მეორე იყო "რედ ბულ-რინგის" ტრასაზე.

"მომავალ წელს ძალაში შედის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, ხოლო სერიის ორ მონაწილეს - "მერსედესს" და "აუდის" დაემატება BMW. ასე რომ, DTM-ის ბრწყინვალე მომავალი აქვს, - დარწმუნებულია 36 წლის შუმახერი. - ამიტომაც ვამაყობ იმით, რომ ვაგრძელებ ამ სერიაში კარიერას, თანაც გაისად Mercedes C-Coupe-ის განახლებული მოდელი მეყოლება".

ცნობილი ფრანგი ავტომრბოლი ჟან ალეზი აცხადებს, რომ არ აპირებს თავისი გეგმების შეცვლას და ისევ აქვს განზრახული "ინდი 500"-ის ლეგენდარულ რბოლაში გამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ინდიკარის სერიაში დაიღუპა ბრიტანელი დენ უელდონი.

ცოტა ხნის წინ, 47 წლის ფრანგმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ შეეცდება მომავალი წლის რბოლამდე კვალიფიკაციის გავლას, არადა, აქამდე ალეზი არასოდეს გამოსულა ოვალურ ავტოდრომებზე.

"რატომ უნდა ვთქვა უარი საკუთარ გეგმებზე? ის, რაც ლას ვეგასში მოხდა, "ინდი 500"-ზე გამორიცხულია, რადგან უფრო იოლი ტრასაა. რაც მთავარია, "ინდიში" სრული ძალით არავინ დაქრის. ასეთი რამ მხოლოდ საკვალიფიკაციო რბოლებში ხდება, - ამბობს ალეზი "გაძეტა დელო სპორტთან" კომენტარში. - მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ჯანპაოლო დალარას ვესაუბრე და მან დამიდასტურა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები".

სხვათა შორის იტალიელმა სარბოლო კონსტრუქტორმა განაცხადა, რომ დენ უელდონი ეხმარებოდა მის კომპანიას 2012 წლის ინდიკარის სერიისთვის განკუთვნილი მანქანის დახვეწაში, ამიტომაც ამ ბოლიდმა ასეთი ინდექსი მიიღო - DW01.

"დენი განსაკუთრებული ადამიანი იყო, კარგი პილოტი, შესანიშნავი პიროვნება, რომელიც ყველას უყვარდა, - განაცხადა დალარამ. - 2012 წელს ჩვენს მანქანას DW01 ერქმევა. ამით დენი ჩვენს გვერდით იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა