ვანკუვერის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა მარია რიშმა გამოაცხადა, რომ კარიერას 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დაასრულებს
ვანკუვერის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა მარია რიშმა გამოაცხადა, რომ კარიერას 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დაასრულებს. იმ მომენტისთვის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხილამურე 29 წლის იქნება.

"მსოფლიოს თასის ეტაპებზე უკვე 10 წელია გამოვდივარ და ვფიქრობ, გარკვეული კვალი დავტოვე სამთო-სათხილამურო სპორტში. საკუთარ ორგანიზმს ვუსმენ და ვაპირებ დიდ სპორტში 2014 წლამდე დავრჩე", - ამბობს რიში.

გერმანელს მსოფლიოს თასის 20 ეტაპი აქვს მოგებული. გასულ სეზონში მან თასის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვა - ამერიკელ ლინდსი ვონს 3 ქულით გაუსწრო.

მამაკაცებს შორის მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი ივიცა კოსტელიჩი წლის საუკეთესო სამთო მოთხილამურედ დაასახელეს. ეს გაირკვა სპორტის ამ სახეობაში მომუშავე ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად.

31 წლის ხორვატმა ხმების საერთო რაოდენობის მესამედი მიიღო. სიაში მეორე იყო მარია რიში, მესამე - სუპერგიგანტში მსოფლიოს ჩემპიონი კრისტოფ ინერჰოფერი.

შეგახსენებთ, შარშან ანალოგიური პრიზის მფლობელი გახდა შვეიცარიელი კარლო იანკა, შარშანწინ - ლინდსი ვონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა