ეროვნულ სტადიონზე სამუშაოები, ფაქტიურად, დასრულებულია - დაიგო საფარი და იცვლება განათების სისტემა
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე სამუშაოები, ფაქტიურად, დასრულებულია - დაიგო ბალახის საფარი და იცვლება განათების სისტემა. განახლება თვენახევრის წინ დაიწყო, როდესაც თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებმა არენა 49-წლიანი იჯარით აიღეს.

განათების ახალი სისტემის მონტაჟი მალე დასრულდება, მისი სიმძლავრე 1900 ლუქსი იქნება და უეფას ყველაზე მკაცრ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს - აქამდე "ეროვნულის" განათება 1200 ლუქსი იყო.

საფარის დაგება სექტემბრის ბოლომდე იგეგმებოდა, მაგრამ არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა ვადა გაახანგრძლივა. ასე რომ, თამაშების ჩატარება ოქტომბრის ბოლოს შესაძლებელი იქნება.

სავარაუდოდ, პირველი შეხვედრა 30 ოქტომბერს ჩატარდება - თბილისის "დინამო" "დინამო"-არენაზე" ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლებს. თუმცა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ფიქრობდნენ, რომ 11 ნოემბერს აქ ეროვნული ნაკრებიც ითამაშებდა მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩს, მაგრამ, ახლანდელი მონაცემებით, ეს შეხვედრა "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

სტადიონის დირექტორის, სანდრო შახოვის თქმით, უკრაინული საფარი მაღალხარისხიანია და მას მკვეთრი ფერიც გამოარჩევს, როგორც ამბობენ, არახელსაყრელ პირობეში ნაკლებად ხუნდება და აღდგენის უნარიც აქვს.

ასე რომ, მალე ეროვნულ სტადიონზე ბურთი კვლავ გაგორდება. ერთი შეხედვით, რა კავშირშია, მაგრამ აქვე ვიტყვით, რომ წლეულს ეროვნული ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს, ვიდრე წინა წლებში. ერთი მიზეზი ისაა, რომ, ადრინდელთან შედარებით, უმაღლეს ლიგაში შედარებით ნორმალურად დაფინანსებული კლუბები ასპარეზობენ (ცხადია, ყევლას არ ულხინს, მაგრამ ბოლო ორი წელია, გარკვეულ სტაბილურობას მიაღწიეს), რაც გუნდების საერთო კლასსა და ევროტურნირებში მათ გამოსვლებსაც დაეტყო.

ორი ქართული კლუბის ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლა მიღწევა არ არის, მაგრამ პირველ წრეში გამოვარდნას სჯობია. ჩემპიონატიც უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს და უკეთეს მატჩებსაც ვუყურებთ, ვიდრე წინა ჩემპიონატში. მიზეზი, ცხადია, რამდენიმე სტადიონზე საფრის შეცვლაც არის, მაგალითად, ქუთაისში, "მიხეილ მესხზე", ხალიჩა დაიგო "მცხეთა-პარკზე", მატჩები ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრის ჩინებულ მინდორზეც იმართება, ზესტაფონში ისედაც ხარისხიანი საფარი იყო, რუსთავის სტადიონის ხალიჩაზეც შეიძლება ბურთის გაგორება, ახლა მოედნებს გორსა და ფოთშიც აკეთებენ.

ჩვენი თორმეტგუნდა ჩემპიონტის ტურში სულ ექვსი მატჩი იმართება და ქართულ სტადიონებზე ხარისხიანი მოედნები ოდნავ უკეთესი ჩემპიონატის საფუძველი უნდა გახდეს, ნაკრებებიც აღარ ითამაშებენ "ყანებში". ვინც ამ პრობლემაში ერკვევა ან ფეხბურთი უთამაშია, ყველა დაგვეთანხმება, ფეხბურთისა და მოედნების ხარისხი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ გვახარებს ეროვნულის და ნებისმიერი სხვა სტადიონის განახლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა