"არმიის" ახალწვეულმა, გუშინდელი პრესკონფერენციისას ჟურნალისტებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა
"არმიის" ახალწვეულმა, სანდიეტა გეინსმა გუშინდელი პრესკონფერენციისას ჟურნალისტებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ფიზიკურადაც ღონიერი ჩანს, სათამაშო კლასზე ხომ საუბარიც არ ღირს და ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ NBA-დან ჩამოსული ახალგაზრდა (25 წლისაა) საქმეს სერიოზულად ეკიდება.

ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ მის ინტერვიუს წაიკითხავთ.

- საქართველოში ჩამოსვლამდე ამ ქვეყნის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. ახლა, როცა გუნდიც გავიცანი და ქვეყანაც, მხოლოდ დადებითი კუთხით შემიძილა დავახასიათო. "არმიას" მენეჯმენტიც კარგი აქვს და გუნდიც ძლიერია სერიოზულია. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- საქართველოს ჩემპიონატსა და ევროჩელენჯზე რას უნდა ევლოდოთ გუნდისგან?

- "არმია" შარშან საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამის მერე კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდა. შესაბამისად ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ საქართველოში იგივე შედეგის გამეორებას ვისახავთ მიზნად. რაც შეეხება ევროჩელენჯზე გამოსვლას, იქ სერიოზული მეტოქეები გვყავს, თუმცა არც ევროსარბიელზე ვიქნებით უიმედოდ. თამაშის ხარისხს დღითი-დღე ვაუმჯობესებთ და ევროჩელენჯისთვის მატჩებისთვის კარგ ფორმაში უნადა ვიყოთ.

- ამერიკის ლიგას გაფიცვის დასრულებისთანავე დაუბრუნდები. რამდენად რთულია ასეთ პირობებში სხვა გუნდში თამაში?

- NBA-ში "ნიუ ჯერსის" წევრი ვარ, თუმცა არაერთი სხვა კალათბურთელის მსგავსად კარიერის დროებით ევროპაში გაგრძელება გადავწყვიტე. ამიტომ, ამერიკასა და ლოკაუტზე ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგან დღეს ჩემი გუნდი "არმიაა" და ძალიან მინდა სათანადოდ დავეხმარო როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევროსარბიელზე.

- საქართველოში ჩამოსულს ადაპტაცია ხომ არ გაგჭირვებია?

- თავიდან მართლაც რთული იყო, რადგან ახალ გარემოსთან მიწევდა შეგუება. ახლა პრობლემა აღარ მაქვს, ქართულ სამზარეულოსაც გავეცანი, არაერთი გემრიელი კერძი გაქვთ.

- იოლი მისახვერდია, რა მოგეწონა. საინტერესოა, რა არ მოგეწონა?

- ყველი (გუდისა). ჩემს გემოვნებაში ვერც ბევრი სუნელი და ცხარე საჭმელები ჯდება...

- ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ არაერთხელ გითამაშია. მის შესახებ რისი თქმა შეგიძლია?

- ზაზა სერიოზული კალათბურთელია, "ატლანტა ჰოქსისთვის" მნიშვნელოვანი ძალაა, დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. ამიტომაცაა, ატლანტაში დიდ პატივს რომ სცემენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა