არჩილ გეგენავამ ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე სადღეისო ვითარებაზე ისაუბრა
გუშინ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში "თბილისი-2015" საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც გენერალური დირექტორი არჩილ გეგენავა უძღვებოდა.

მასთან ერთად შეხვედრას სახელოვანი ვეტერანი სპორტსმენები, "თბილისი-2015" გენერალური კოორდინატორი რევაზ ჩომახიძე და სპორტული კოორდინატორი შოთა ხაბარელიც ესწრებოდნენ. სხდომაზე კიდევ ერთი კოორდინატორი წარმოგვიდგინეს - გიორგი ხაჩიძე, რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში შემავალი არასპორტული (კულტურულ-ისტორიულ-შემეცნებითი), ორგანიზაციული (ტრანსპორტი, სასტუმროები) და სხვა სახის პროექტების მენეჯერი იქნება.

არჩილ გეგენავამ ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით სადღეისო ვითარება გაგვაცნო. წინასწარი ვარაუდით, მოელიან, რომ ფესტივალში მონაწილეობას 4 500 მხოლოდ სპორტსმენი მიიღებს, რასაც მწვრთნელები, მსაჯები, გუნდების მომსახურე პერსონალი, ოფიციალური სტუმრები თუ სხვებიც უნდა დავუმატოთ.

ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სხვას რომ თავი დავანებოთ, ფესტივალის მომსახურეობისთვის 500 მოხალისეა საჭირო, რომლებსაც სათანადო მომზადება-გადამზადება სჭირდებათ. თუმცა სადღეისოდ ყველაზე დიდი, ყველაზე მასშტაბური პრობლემა სპორტული ობიექტებისა და ოლიმპიური სოფლის აშენებაა.

ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვაზე აშენდება სარეკრეაციო ზონითაა გამოწვეული, რაც ღონისძიების დამთავრების შემდეგ იქ აშენებული საცხოვრებელი კორპუსების ტურისტული დანიშნულებით გამოიყენებას ითვალისწინებს. ეს ადგილი ასევე ჯდება დედაქალაქის განვითარების გეგმაში - რკინიგზის სადგური, ზოოპარკი და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი სწორედ ზღვაზე გადადის. შესაბამისად, იქაურობა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილი იქნება, რასაც ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურა დასასვენებელ-გასართობ დანიშნულებასაც შემატებს.

პოსტფესტივალური დანიშნულების გათვალისწინებით იგეგმება სპორტული ობიექტების აშენებაც. ეს ძალზე საჭირბოროტო საკითხია, რადგან ყველაფერი, პრაქტიკულად, თავიდანაა ასაშენებელი. ოლიმპიური სოფელის მშენებლობა ბევრად მარტივია, ვიდრე - ბაზებისა, რადგან აქ ერთ ჭერქვეშ, შეიძლება, რამდენიმე სახეობა მოექცეს, ამ ყველაფრის გათვლა კი გაცილებით რთულია.

საკითხის აქამდე მოუგვარებლობის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მას შემდეგ, რაც ბაზების მშენებლობაზე საორგანიზაციო კომიტეტის ბოლო სხდომას დავესწარით, ამ მხრივ ბევრი რამე შეცვლილა. უპირველესად, ის სია, ფესტივალის პროგრამაში შეტანილი 9 სახეობიდან თუ რომელი სად გაიმართება. ახალი ჩამონათვალი ბევრად მკაცრადაა გაწერილი, თუმცა არაა გამორიცხული, კიდევ შეიცვალოს რამე.

ფესტივალის პროგრამაში კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, მძლეოსნობა, ტანვარჯიში და ველოსპორტი შედის. კალათბურთის ტურნირს გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლე და მიხეილ კეკელიძის სახელობის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებენ, ფრენბურთელთა შეჯიბრება გლდანის ხელბურთის სკოლასა და სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტში ჩატარდება, ხელბურთი - "ქარიშხალასა" და სკა-ზე.

ძიუდოისტები მშობლიურ აკადემიაში იასპარეზებენ დიღომში, მოცურავეები - "ოლიმპიკში", მძლეოსნები - ეროვნულ სტადიონზე, ველოსიპედისტები კი ქალაქის ქუჩებში გამოავლენენ რჩეულებს. ამ ბაზებიდან ასაშენებელი მხოლოდ ორია - ტანვარჯიშისა და ჩოგბურთისთვის. ტანმოვარჯიშისთვის რამდენიმე ადგილის ალტერნატივა განიხილება.

თუმცა ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი, რა ტიპის ბაზა აიგება. უფრო კომპლექსური ვარიანტისკენ იხრებიან ანუ ისეთზე, რომელიც სხვა სახეობებსაც გამოადგებათ. ძველი გეგმით, ჩოგბურთელებს იან ჰომერის კორტებზე უნდა ეთამაშათ, მაგრამ მას ანგრევენ (ჩვენი ინფორმაციით, იქაურობა გაიყიდა), ახალ კორტებს კი "ოლიმპიკის" საწყლოსნო კომპლექსის ახლოს აშენებენ. არადა, ჰომერის კორტები იყო ერთადერთი ბაზა, რომელიც ფესტივალისთვის სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

სამწუხაროდ, სხვებზე სადღეისოდ ამას ვერ ვიტყვით, ისინი სერიოზულ რემონტს საჭიროებენ - ზოგან ტრიბუნებია დასამატებელი (მინიმუმ 1000 კაცს მაინც უნდა იტევდეს), ზოგან - სიმაღლე არაა საკმარისი, ზოგან - სათადარიგო არენები და ასე შემდეგ. კონკრეტულად როდის დაიწყება ოლიმპიური სოფლის ან ამ ბაზების მშენებლობა, პრესკონფერენციაზე გადაჭრით ვერ გვითხრეს. სავარაუდოდ დასახელდა 2012 წლის მეორე ნახევარი, მანამდე კი სამშენებლო პროექტებზე კონკურსი გამოცხადდება. ბაზების უზრუნველყოფისა თუ ფესტივალისთვის უკეთ მზადების მიზნით საორგანიზაციო კომიტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს კონკრეტულ სპორტულ ფედერაციებთან - შედგება ნუსხა, რა სჭირდება ამა თუ იმ ფედერაციას და სამომავლო გეგმებიც ამის შემდეგ დაზუსტდება.

მალე კონკურსი გამოცხადდება ფესტივალის ჰიმნზე, ლოგოზე, სიმბოლოზე და სხვა ატრიბუტიკაზე... ალბათ, გახსოვთ, ფესტივალს სიმღერა დუეტმა "ჯორჯიამაც" მიუძღვნა, თუმცა ის აპლიკანტის საპრეზენტაციო პორგრამისთვის იყო განკუთვნილი, მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა ბელგრადში გამართული არჩევნებისას ბრწყინვალედაც შეასრულეს, რაც ჩეხურ ბრნოზე თბილისის კანდიდატურის გამარჯვებას დიდად წაადგა. მაგრამ ფესტივალის ჰიმნს სხვა დატვირთვა აქვს. თუმცა, შესაძლოა, ახალი ჰიმნის გამოვლენამდე იმ სიმღერის გადმოქართულება და ალბათ, სარეკლამოდ გარკვეული პერიოდი ქართულ ტელეარხებზეც იტრიალებს.

"თბილისი-2015" საორგანიზაციო კომიტეტთან შეხვედრა პერიოდულად კიდევ მოგვიწევს. სხვა თუ არაფერი, ყოველ ექვს თვეში ორგკომიტეტსა და ევროპის ეოკ-ს შორის საორგანიზაციო საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა სავალდებულოა. გეგენავამ მიმდინარე სამუშაოების გაშუქებაში მედიას დახმარება გვთხოვა, რისთვისაც ნებისმიერ წუთს მზად ვართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...