საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები 25 ოქტობრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ
საქართველოს ჩვიდმეტ და ცხრამეტწლამდელთა ნაკრებები 25 ოქტობრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ცხრამეტწლამდელთა ტურნირში 2012 წლის მსოფლიოს ალაფის საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. აქ ჩვენს ნაკრებს პირველბას შეეციელბიან რუმინეთის, პორტუგალიის, ბელგიის, რუსეთის, ესპანეთის, შვეიცარიისა და ჰოლანდიის ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები, როგორც შარშანდელი შეჯიბრის გამარჯვებული პირველ ნომრადაა განთესილი და მეოთხედფინალში მერვე ნომრად განთესილ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთვევაში კი, ნახევარფინალში რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიელი მწვრთნელის იან სმიტის ხელმძღვანელობით ემზადება. მას ქართველი ასისტენტები ირაკლი ჭყონია და ლადო კილასონია ეხმარებიან.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წლეულს, ივნისში ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ტურნირი, "შავის ზღვის თასის" გათამაშება მოიგო, რომელშიც რუსეთის, რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებიც ასპარეზობდნენ.

ამჯერად ჩვენი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც ბუქარსტში ერთწრედ ჩატარდება. საქართველოს ნაკრებს მეტოქეობას ბელგიის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები გაუწევენ.

17-წლამდელთა ნაკრებს დავით ჩავლეიშვილი და მამუკა ტყეშელაშვილი წვრთნიან.

ევროპის ჩემპიონატი, U-19, მეოთხედფინალი

საქართველო-შვეიცარია, რუმინეთი-პორტუგალია, ბელგია-ჰოლანდია, რუსეთი-ესპანეთი

ევროპის ჩემპიონატი. U-17

29 ოქტომბერი

საქართველო-რუმინეთი, ბელგია-პორტუგალია

3 ნოემბერი

საქართველო-ბელგია, რუმინეთი-პორტუგალია

5 ნოემბერი

საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა