"ვოლაბებმა" ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში უელსს 21:18 სძლიეს
2011 წლის მსოფლიო თასი. მატჩი III ადგილისთვის. 21 ოქტომბერი. ოკლენდი. "იდენ პარკი".

ავსტრალია-უელსი 21:18

ლელო: 2-2

ჯარიმა: 2-2

გარდასახვა: 1-1

არეკნი: 0-1

ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში, მესამე ადგილისთვის მატჩში, ქალაქ ოქლენდის "იდენ პარკზე" ერთმანეთს უელსისა და ავსტარლიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ავსტრალიელებმა დაძაბულ თამაშში მეტოქე 21:18 დაამარცხეს.

შეხვედრაში დაწინაურება თავიდანვე "ვოლაბებმა" შეძლეს. მე-8 წუთზე თავი ბერიკ ბარნსმა გამოიჩინა, ჯეიმს ო’კონორმა კი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა. ჯეიმს ჰუკმა ანგარიშში სხვაობის შემცირება საჯარიმოთი მალევე შეძლო, ტაიმის ბოლომდე კი გუნდებმა დაძაბულ ბრძოლაში ქულის მოპოვება ვეღარ მოახერხეს.

მეორე ნახევრის დასაწყისში "დრაკონების" დაწინაურება შეინ უილიამსმა ლელოთი შეძლო (უელსელებმა რეალიზაცია ვერ გამოიყენეს), თუმცა ავსტალიელებმა ანგარიშში უპირატესობა ო’კონორის ზედიზედ ორი ზუსტი საჯარიმოთი და ბარნსის არეკნით კვლავ მოიპოვეს (16-8).

შეხვედრის 69-ე წუთზე რაიან ჯონსმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და უელსელებს მცირე იმედი ჩაუსახა (16-11), თუმცა "ვოლაბებმა" კვლავ იყოჩაღეს და ხუთიოდ წუთში  ბენ მაკკელმანმა ლელოს დადება შეძლო, რითაც ავსტალიის ნაკრებს ათქულიანი უპირატესობა მოუტანა.

"დრაკონებმა" ფარხმალი არ დაყარეს, ბევრს ეცადნენ და მატჩის ბოლო წუთებზე ლეიგ ჰალფპენის ლელოსა და ჯონსის ზუსტ გარდასახვასაც გამორჩნენ, მაგრამ შეხვედრის ბედის შემობრუნებისთვის ეს არ ეყოთ - საბოლოო ანგარიში 21:18 ავსტრალიელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა