სერია A. VIII ტურის წინ: "ჯენოას" მცველი კახა კალაძე დისკვალიფიცირებულია და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს
სერია A-ს VIII ტურში ერთი და მით უმეტეს, რამდენიმე შეხვედრის გამორჩევა გაგვიჭირდება, რადგან დიდი გუნდების დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ. ვერც დერბის ვნახავთ და ვერც პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტური უინტერესო გამოვა...

დღევანდელი შეხვედრებიდან "იუვენტუსი-"ჯენოას" ჯახი უნდა გამოვარჩიოთ. გენუელებმა კარგად დაიწყეს სეზონი და ერთი ხანობა სათავეშიც კი მოექცნენ ცხრილს, თუმცა შემდეგ აშკარად მოუკლეს და მეთორმეტე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. ამის გამო, ენრიკო პრეციოზიმ მთავარი მწვრთნელი, ალბერტო მალეზანიც კი გააკრიტიკა, რომელიც იქამდე ქებით ცაში აყავდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კახა კალაძეა დისკვალიფიცირებული და "იუვეს" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. ეგ კი არა, ქართველ მცველს კიდევ სამი ტურის გამოტოვება მოუწევს. სხვა მხრივ, მალეზანის განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს და მრისხანე მეტოქეს ოპტიმალური შემადგენლობით შეერკინება.

მართალია, "იუვენტუსის" ლაზარეთს სავსეს ვერ ვუწოდებთ, რადგან იქ მხოლოდ ორი ადამიანია, მაგრამ მათ შორის ერთი ისეთი გახლავთ, განსაკუთრებულ აღნიშვნას რომ იმსახურებს - ტრავმა თვით ჯანლუიჯი ბუფონმა მიიღო და "ჯენოასთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს. მეორე ტრავმირებული ემანუელე ჯაკერინი გახლავთ, რომელიც მინიმუმ ათ დღეს იუქმებს.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ანტონიო კონტე კვლავ ორი ფორვარდით და ორი გარემარბით შეუტევს, წინა ხაზზე მირკო ვუჩინიჩი და ალესანდრო მატრი გაირჯებიან, ფრთებიდან კი მათ სიმონე პეპე და მარსელო ალეხანდრო ესტიგარიბია ბალმორი დაეხმარებიან. ეს უკანასკნელი, რომელიც ჯობია უბრალოდ ესკიგარიბიას სახელით მოვიხსენიოთ, პარაგველი გარემარბი გახლავთ, "იუვეში" პირველ სეზონს ატარებს და ძირითად შემადგენლობაში აქამდე არ უასპარეზია. ბარემ ვთქვათ, რომ 24 წლის გახლავთ და აქამდე სამხრეთამერიკულ კლუბებში ასპარეზობდა. ვნახოთ, რას იზამს პარაგვაელი და მთლიანად "იუვენტუსი"...

კვირის პირველ შეხვედრას "მილანი" გამართავს, რომელსაც "ლეჩესთან" უწევს გასვლითი პაექრობა. ჩვენი თქმა არ სჭირდება იმას, რომ ლომბარდიელთა ერთადერთი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. სავარაუდოდ, მასიმილიანო ალეგრი სამი გამოკვეთილი შემტევით ითამაშებს: ანტონიო კასანოს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკნიდან რობინიო მიეხმარება. ძირითად შემადგენლობაში იქნებიან ანტონიო ნოჩერინო, მარკ ვან ბომელი და ალბერტო აკვილანი, ანუ ისინი, ვისაც ალეგრი ყველაზე ხშირად ენდობა. ტრავმირებულებიდან კლარენს ზეედორფი და ალეშანდრე პატო უნდა გამოვარჩიოთ, რომლებიც ასევე იმსახურებენ მწვრთნელის ნდობას. ამბობენ, "როსონერიმ" კრიზისი დაძლიაო და ვნახოთ, რამდენად გამყარდება ეს მოსაზრება.

თითქმის გასავარდნ ზონაში მყოფი "ინტერი" "კიევოს" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ცოტა მაინც დაშორდეს მისთვის ასე უჩვეულო ადგილს. "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გულშემატკივრებს სამი ქულის მოპოვებას ჰპირდება - მოვუსმინოთ კლაუდიო რანიერის:

"ქულების კარგვის უფლება აღარ გვაქვს და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. "კიევო" საკუთარ ნახევარზე გამაგრდება და შეეცდება კონტრშეტევებზე იხეიროს. ჩვენი მიზანია დიდი ძალებით შევუტიოთ, მაგრამ არც საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაგვავიწყდეს. ჩემპიონთა ლიგაზე "ლილთან" გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბიჭებმა ისევ ირწმუნეს საკუთარი ძალების, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს".

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრებული "უდინეზე" "ნოვარას" მიიღებს, რაც ძალიან კარგი შანსია საიმისოდ, რომ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცოს. თანაც, ფრიულელები შესანიშნავ ფორმაში არიან, რაც ევროპის ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" პაექრობაშიც დაამტკიცეს. რომაულ დერბიში გამარჯვებული "ლაციო" "ბოლონიას" სტუმრობს და წესით კარგი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. რაც მთავარია, დედაქალაქელებს მიროსლავ კლოზე ჰყავთ მწყობრში, რომელსაც ტრადიციულად ჯიბრილ სისე შეუწყვილდება.

ერთი კარგი ვეტერანი ფორვარდი "ბოლონიელთა" რიგებშიც გვეგულება, მაგრამ ვაი, რომ მარკო დი ვაიო მიმდინარე სეზონში ჩირადაც არ ღირს. ფავორიტი "ბიანკოჩელესტეა", დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

"რომა" "პალერმოს" მიიღებს და ამ შეხვედრაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. დერბიში მარცხის შემდეგ, ლუის ენრიკე კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს, ესპანელი წნეხშია მოქცეული და გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ენრიკე 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე პაბლო ოსვალდოს გაამწესებს. ფლანგებზე ბოიან კრკიჩი და ერიკ ლამელა გარჯებიან - განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ამ უკანასკნელის გამოჩენა იქნება, რომელსაც მისთვის უჩვეულო ადგილზე მოუწევს ასპარეზობა. დიახ, ლამელა არგენტინაში კლასიკური პლეიმეიქერი გახლდათ და რამდენად კარგად გაართმევს თავს გარემარბის მოვალეობებს, რთული სათქმელია.

"პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი, დავიდე მანჯა გააკრიტიკა, ეს კი სახუმარო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. წესით, მანჯა როგორც მინიმუმ შეშფოთებული უნდა იყოს და ბიჭებს გამარჯვებაზე თუ არა, ქულაზე მაინც გეშავდეს - ამბობენ, რომ ფაბრიციო მიკოლი დარჩება სათადარიგოთა სკამზე, შემტევ ტრიოს კი ილიჩიჩი, პინილია და ერნანდესი შედგენენ.

სერია A. VIII ტური

დღეს:

ფიორენტინა-კატანია 20.00

ტრავმა: ჯილარდინომ კროლდრუპი - ლედესმა, კაპუანო, პოტენცა, ალვარესი, ლიამა, სუაზო.

იუვენტუსი-ჯენოა 22.45

დისკვალიფიკაცია: კალაძე (ჯენოა).

ტრავმა: ბუფონი, ჯაკერინი - ზე ედუარდო.

ხვალ:

ლეჩე-მილანი 14.30

ტრავმა: დი მიკელე, დიამუტენე, ფერარიო - გატუზო, პატო, კისნლი, ფლამინი, ზეედორფი.

რომა-პალერმო 17.00

დისკვალიფიკაცია: კიაერი (რომა).

ტრავმა: ტოტი, სისინიო, როზი, ლობონტი, ოკაკა - დი მატეო.

კალიარი-ნაპოლი 17.00

ტრავმა: ერიკსოპნი - დონადელი, ბრიტოსი, პანდევი.

ინტერი-კიევო 17.00

ტრავმა: პოლი, რანოკია, კოუტინიო, ფორლანი, ვივიანი, სამუელი - სარდო, მორლეო.

პარმა-ატალანტა 17.00

ტრავმა: ბრაზი - ფერეირა, მანფრედინი.

სიენა-ჩეზენა 17.00

დისკვალიფიკაცია: მუტუ (ჩეზენა).

ტრავმა: ჩიკა, კომოტო, მარტინესი, მარტინიო, კოლუჩი (ჩეზენა).

უდინეზე-ნოვარა 17.00

დისკვალიფიკაცია: პინცი (უდინეზე).

ტრავმა: ბარეტო, პასკუალე - ლიზუძო, ჯორჯი, ლუდი, უიკანი.

ბოლონია-ლაციო 22.45

ტრავმა: ანტონსონი, დიამანტი, კრუზი - მაური.

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 6 3 3 0 9-3 12

2. უდინეზე 6 3 3 0 7-1 12

3. კალიარი 6 3 2 1 8-5 11

4. ლაციო 6 3 2 1 9-7 11

5. ნაპოლი 6 3 1 2 10-5 10

6. პალერმო 6 3 1 2 9-9 10

7. კიევო 6 2 3 1 6-5 9

8. კატანია 6 2 3 1 7-8 9

9. პარმა 6 3 0 3 8-11 9

10. ფიორენტინა 6 2 2 2 6-4 8

11. რომა 6 2 2 2 7-6 8

12. ჯენოა 6 2 2 2 9-8 8

13. მილანი 6 2 2 2 8-8 8

14. სიენა 6 1 3 2 4-4 6

15. ატალანტა 6 3 2 1 8-7 5

16. ნოვარა 6 1 2 3 10-12 5

17. ინტერი 6 1 1 4 8-13 4

18. ბოლონია 6 1 1 4 4-10 4

19. ლეჩე 6 1 1 4 3-9 4

20. ჩეზენა 6 0 2 4 2-7 2

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები:

5 - პალასიო (ჯენოა), ჯოვინკო (პარმა); 4 - დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე); 3 - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა), რიგონი (ნოვარა), ჩერჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა