ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კორსიკელთა მეორე ბასტიონი

კორსიკელთა მეორე ბასტიონი

ლიგა 1. XI ტურის წინ
“აიაჩოს” ზედიზედ მეორე ტურია რთული გამომცდელი ჰყავს. ლიგა 1-ის უმთავრეს ფავორიტ “პარი სენ-ჟერმენთან” კორსიკელებმა თამაში ულაპარაკოდ ჩააგდეს. ახლა მათ “ველოდრომზე” ცუდ ფორმაში მყოფ, მაგრამ გამგელებულ “მარსელთან” ელით დაპირისპირება.

მასპინძლებს მოგება ახლა იმაზე მეტად უნდათ, ვიდრე ოდესმე, რადგან დიდიე დეშამის გუნდს 10 ტურში ერთადერთი მოგება აქვს და ჩემპიონატის ლიდერს უკვე 14 ქულით ჩამორჩება, რაც მათ საჩემპიონო ამბიციებს მსუყე კითხვის ნიშანს უსვამს. პროვანსელებს წინა ტურში პრინციპში ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ “ტულუზს” ქულის მეტს მაინც ვერაფერს გამორჩნენ. თუმცა ვინ იცის, რომ არა შარლ კაბორეს გაძევება, იქნება მოსაგებადაც კი ებრძოლა. ვიცე-ჩემპიონებივით 6 ფრე აქვს ჩემპიონატში “ოსერს”, მათზე მეტი კი მხოლოდ “ბრესტს” - 8.

“იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ 32 წუთი კაცნაკლულები ვთამაშობდით, მე-10 ტურში აღებული ქულა ნორმალური იყო. მინდოდა, ცოტა მეტი ფანტაზია გამოგვეჩინა, მაგრამ არა უშავს. ფეხბურთელები ერთმანეთს გვერდში კარგად უდგნენ. ჩემს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რაც დავამტკიცეთ, მაგრამ რიგი ფაქტორების გამო ვერ გამოვიყენეთ და საბოლოო შედეგიც ვერ მივიღეთ,” - აცხადებს დეშამი.

“ტულუზთან” მატჩმა ის ტენდენციები გამოკვეთა, რაც რაც დღეს “მარსელს” ყველაზე მეტად აწუხებს. გუნდის დაცვას კიდევ არა უშავს. აი, თავდასხმა კიდევ მართლა საშინელებაა. მხოლოდ “ბრესტმა” (8) და “ნანსიმ” (7) გაიტანეს უფრო ცოტა გოლი ჩემპიონატში, ვიდრე “მარსელმა”, რაც შეუძლებელია, გუნდის სამწვრთნელო შტაბს არ აღელვებდეს. არადა სეზონი პირიქით იწყებოდა, “ლილთან” სუპერთასის შეხვედრაში თავდასხმა ბრწყინავდა - 5 გოლი გაიტანა, დაცვა კი მოიკოჭლებდა - 4 ბურთი გაუშვა. დეშამს აქვს იმედი, რომ “აიაჩოსთან” გუნდს საუკეთესო ფეხბურთელი მატიე ვალბუენა დაუბრუნდება. ტანმორჩილმა ნახევარმცველმა მცირე ტრავმის გამო “ტულუზთან” შეხვედრა გამოტოვა.

მასპინძლებს გამარჯვების იმედს ისიც აძლევს, რომ “აიაჩომ” “ველოდრომზე” 8 ვიზიტიდან ხუთჯერ წააგო, გამარჯვებით კი მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

კორსიკაზე შესრულებული ჰეთთრიკის შემდეგ, როგორც კევინ გამეირო ამბობს, სერიოზულად იწყებს ბრძოლას ბომბარდირთა დავაში გასამარჯვებლად, სადაც ის აქამდე ორჯერ ჩაერთო და ორჯერვე დამარცხდა. 2010-ში ტიტული მამადუ ნიანგთან წააგო, 2011-ში - მუსა სოვთან. 11-ე ტურში მას მშვენიერი შანსი აქვს, კიდევ უფრო დაწინაურდეს, რადგან “დიჟონი” ის გუნდი არ არის, ვინც მყარი დაცვით გამოირჩევა, მით უფრო გასვლით შეხვედრებში, სადაც 5 მატჩში 12 ბურთი აქვს გაშვებული.

“სასიამოვნო იყო საფრანგეთის ნაკრების წარმატების შემდეგ კლუბში დაბრუნება და უმალ ჰეთთრიკის შესრულება. გოლები ფილიპო ინძაგის სტილში გავიტანე. თანაც სამივე ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ძალიან მიყვარს დაცვის ზურგს უკან ბურთის მიღება და თავის ასე გამოჩენა. გპირდებით, რომ სეზონის განმავლობაში ასეთ გოლებს კიდევ ნახავთ”. შეგირდს აქებს ანტუან კომბუარეც: “გამეირო მენტალურად ძალიან ძლიერია, რადგან საკუთარ ძალებში ეჭვი არასოდეს ეპარება. კევინი მრისხანე თავდამსხმელია, რომელიც სიტუაციას ზედმიწევნით გრძნობს”.

ზემოთაც ვთქვით, “დიჟონი” ძლიერი დაცვით არ გამოირჩევა-თქო. ამის დასტური იყო თუნდაც წინა ტურში “მონპელიესთან” მატჩი, სადაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ და საბოლოოდ 5:3 დამარცხდნენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პატრის კარტერონის შეგირდები 90 წუთში 5 ბურთს უშვებენ. 1-ელ ტურში მათ ანალოგიური რამ შეემთხვათ შინ “რენთან” (1:5).

“მთელი კვირა ვაანალიზებდი “მონპელიესთან” გაშვებულ ბურთებს. ისეთ შეცდომებს, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, მე-8 ლიგის გუნდი თუ უშვებს. დიახ, ეს ძალიან მტკივნეული იყო. ვფიქრობ, ამ დროში სათანადოდ ვიმუშავეთ, რომ მეტად ასეთი რამე აღარ გავიმეოროთ. აღნიშნულ შეხვედრაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. ახლა მოქმედების დროა, ჩვენს ნაბიჯებში კი ჩვენ რადიკალურები უნდა ვიყოთ,” - ამბობს პატრის კარტერონი.

დაბოლოს, კვირას ჩვენი დროით 23:00-ზე ტურის უმთავრესი დაპირისპირება გაიმართება. ჩემპიონი “ლილი” მესამეადგილოსან “ლიონს” უმასპინძლებს. ჩემპიონობის პრეტენდენტთა დაპირისპირება ბუნებრივ ინტერესს იწვევს. თანაც ჩემპიონთა ლიგაში ორივე გუნდმა წააგო და გულშემატკივართა წინაშე მათ რეაბილიტაცია მართებთ.

ლიგა 1. XI ტური

დღეს:

ბორდო-ბრესტი 21:00

კანი-მონპელიე 21:00

მარსელი-აიაჩო 21:00

ნანსი-ნიცა 21:00

სტ. ეტიენი-ვალანსიენი 21:00

სოშო-ევიანი 21:00

ლორიანი-ტულუზი 23:00

ხვალ:

ოსერი-რენი 19:00

პარი სენ-ჟერმენი-დიჟონი 19:00

ლილი-ლიონი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 10 7 2 1 19-8 23

2. მონპელიე 10 6 2 2 22-14 20

3. ლიონი 10 6 2 2 17-10 20

4. ლილი 10 5 4 1 18-11 19

5. რენი 10 5 3 2 20-14 18

6. ტულუზი 10 5 3 2 12-10 18

7. ლორიანი 10 4 4 2 12-9 16

8. კანი 10 4 3 3 14-12 15

9. სტ. ეტიენი 10 3 4 3 10-13 13

10. ოსერი 10 2 6 2 16-14 12

11. სოშო 10 3 3 4 16-22 12

12. დიჟონი 10 3 2 5 11-20 11

13. ნიცა 10 2 4 4 11-10 10

14. ვალანსიენი 10 2 3 5 12-12 9

15. მარსელი 10 1 6 3 10-12 9

16. ბრესტი 10 0 8 2 8-10 8

17. ევიანი 10 1 5 4 10-15 8

18. ბორდო 10 1 5 4 11-17 8

19. აიაჩო 10 1 4 5 10-20 7

20. ნანსი 10 0 5 5 7-13 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა