ლისაბონის “სპორტინგის” თავდამსხმელის აგენტმა უარყო ხმები, თითქოს მისი კლიენტი იანვარში “მანჩესტერ იუნაიტედში” აპირებს გადასვლას
ლისაბონის “სპორტინგის” ჰოლანდიელი თავდამსხმელის, 22 წლის რიკი ვან ვოლფსვინკელის აგენტმა ლუდოვიკ ლაროსმა უარყო ხმები, თითქოს მისი კლიენტი იანვარში “მანჩესტერ იუნაიტედში” აპირებს გადასვლას.

ჰოლანდიელი შემტევი “სპორტინგში” აგვისტოში გადავიდა და ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

“ალისფერი ეშმაკები” ფეხბურთელს უკვე რამდენიმე წელია აკვირდებიან. ინგლისელებს კრიშტიანო რონალდოსა და ლუიშ ნანის ტრანსფერების შემდეგ “სპორტინგთან” მჭიდრო კავშირები აქვთ. ჭორების საფუძველიც ალბათ ეს გარემოება გახდა. არა, ინგლისელთა ინტერესი თითიდან გამოწოვილი სულაც არ არის. მეტიც, სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე მაიკ ფელანი “სპორტინგის” მატჩს რამდენჯერმე სწორედ რიკიზე დასაკვირვებლად დაესწრო. სწორედ მან განაცხადა, არ არის გამორიცხული, ლისაბონელებს ტრანსფერზე იანვარშივე დაველაპარაკოთო.

“რიკი ძალიან კარგად შეეწყო “სპორტინგს”. მას ეს ქალაქიც შეუყვარდა და კლუბიც ძალიან მოსწონს. საქმეები კარგად მისდის. “იუნაიტედის” ინტერესზე მსმენია, მაგრამ ის, რომ ტრანსფერი იანვარშივე შედგება, მხოლოდ ხმებია და მეტი არაფერი. გარწმუნებთ, აღნიშნულ თემაზე ჯერ არავისთან მილაპარაკია. ნორმალურია, როცა ვოლფსვინკელის კალიბრის ფეხბურთელს ამა თუ იმ კლუბთან აკავშირებენ, რადგან პორტუგალიის ჩემპიონატს ბევრი ადევნებს თვალყურს, თანაც დიდი სიამოვნებით. სკაუტები ამ ქვეყანაში ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს პოულობენ,” - განაცხადა ლუდოვიკ ლაროსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო