წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია
გაირკვა წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილე. ბოლო, მერვე საგზური პოლონელმა ჩოგბურთელმა აგნიეშკა რადვანსკამ მოიპოვა, რომელსაც აშკარად გაუმართლა მოსკოვის ტურნირის მსვლელობისას.

საქმე ისაა, რომ აგნიეშკა კრემლის თასზე საწყის წრეში დამარცხდა და შანსი მისცა ფრანგ მარიონ ბარტოლის. რუსეთის დედაქალაქში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, სწორედ ეს უკანასკნელი მოიპოვებდა სეზონის დასკვნით ტურნირში მონაწილეობის უფლებას.

მოსკოვში სასტარტო შეხვედრამ დაადასტურა ბარტოლის სერიოზული განწყობა, მაგრამ რუსი ქსენია პერვაკის განადგურების შემდეგ, გუშინ, მარიონმა უარი თქვა ელენა ვესნინას წინააღმდეგ კორტზე გასვლაზე - ფრანგმა ავადმყოფობა მოიმიზეზა, რომელიც ვირუსული ინფექციით იყო გამოწვეული.

ასე რომ, მარიონ ბარტოლი ვეღარ მოახერხებს საჩემპიონო რბოლაში მერვე ადგილზე ასვლას, ამიტომაც სტამბოლში მხოლოდ სათადარიგოს რანგში გაემგზავრება, ისევე როგორც, გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი, რომელიც შესაბამის რეიტინგში მეათე ადგილზეა.

გთავაზობთ WTA Championships-ის მონაწილეთა სრულ სიას:

1. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია)

2. მარია შარაპოვა (რუსეთი)

3. პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)

4. ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი)

5. ნა ლი (ჩინეთი)

6. ვერა ზვონარევა (რუსეთი)

7. სამანტა სტოსური (ავსტრალია)

8. აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი)

სათადარიგოები

მარინო ბარტოლი (საფრანგეთი)

ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია)

შვედი რობინ სიოდერლინგი ჯერჯერობით ვერ ახერხებს პროფესიულ ტურში დაბრუნებას. სკანდინავიელი ჩოგბურთელი ვირუსული ინფექციის გამო ვერ შეძლება პარიზის მასტერსში მონაწილეობას. სიოდერლინგს მონონუკლეოზი აქვს, რომლის დროსაც ავადმყოფს ურჩევენ შეზღუდოს ფიზიკური დატვირთვები.

პარიზის მასტერსის გამოტოვების გამო, რობინი, შესაძლოა, ვერ მოხვდეს ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, სადაც რეიტინგის რვა საუკეთესო გამოვა. სიოდერლინგი ამჟამად მეექვსე ადგილზეა რეიტინგში, მაგრამ შეიძლება გამოვარდეს TOP-8-დან. ჯერჯერობით კიდევ სამი საგზურია ვაკანტური.

პარიზში შვედს ბრაზილიელი ტომაშ ბელუჩი შეცვლის. ტურნირი 7 ნოემბერს აიღებს სტარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე