ანთალიის ტურნირის მეოთხედფინალში 23 წლის სოფიო ქვაცაბაიამ ეკა გორგოძეს იოლად მოუგო - 6:2, 6:0
ანთალიის საერთაშორისო ტურნირის (თურქეთი, 10 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში ქართული დუელი გაიმართა - უფრო გამოცდილმა, 23 წლის სოფიო ქვაცაბაიამ (440) ეკა გორგოძეს (417) ძალზე იოლად მოუგო - 6:2, 6:0.

არადა, გორგოძე მე-3 ნომრად იყო ტურნირზე განთესილი, ქვაცაბაია კი - მეხუთე ნომრად. ნახევარფინალში სოფიო პირველ ნომრად განთესილ რუმინელ დიანა ენაჩეს (381) ეთამაშება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში მე-2 ნომრად განთესილი რუმინელი ლაურა ანდრეი გერმანელ ანა ფრიედსამს შეხვდება.

ქვაცაბაიამ ერთი ტიტული უკვე მოიგო - წყვილთა ბადეში უკრაინელ მარინა ზანევსკასთან (451) ერთად იმარჯვა. ფინალში მე-3 ნომრად განთესილმა ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველ ნომრად განთესილი რუმინულ-ჰოლანდიური (ენაჩე, ჰარმსენი) დაამარცხა - 6:4, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა