ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი დათუნაიშვილი: "ვიტ ჯორჯიაში" გატარებული 5 წელი ახლა არაფერს ნიშნავს!

გიორგი დათუნაიშვილი: "ვიტ ჯორჯიაში" გატარებული 5 წელი ახლა არაფერს ნიშნავს!

"ტორპედოს" მალე ისეთი გუნდი ეყოლება, როგორსაც ქუთაისელი გულშემატკივარი იმსახურებს
გიორგი დათუნაიშვილი ქუთაისის "ტორპედოში" გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ყველა იმ ცვლილების მომსწრეა, რაც გუნდში "ვისოლის" მისვლის დღიდან განხორციელდა.

"მცხეთა-პარკზე" დათუნაიშვილი და მისი თანაგუნდელები "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრებიან, გიორგი კი სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ქუთაისში და მისი "ვეტერინარული" კარიერა 5 წელს ითვლის.

ემზადება თუ არა განსაკუთრებულად ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და რატომ არ ენდობოდა "ტორპედოს" ყოფილი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე?

ამ და სხვა საკითხებზე "ლელო" გიორგი დათუნაიშვილს ესაუბრა.

- ახალი სეზონი შენთვის არცთუ კარგად დაიწყო, კიკნაძე-ზამთარაძის ტანდემი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად გაყენებდა, სამაგიეროდ, შენს პოზიციაზე სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელებს სინჯავდნენ. რა იყო ამის მიზეზი?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეს მწვრთნელებს უნდა ჰკითხოთ. ალბათ, მათ სათამაშო სქემაში არ ვჯდებოდი, ბოლოსკენ კი მათამაშეს, დავამტკიცე, რომ ამის ღირსი ვიყავი, მაგრამ მალევე წავიდნენ გუნდიდან.

- იმსახურებდი თამაშს?

- ჩემი აზრით, ვიმსახურებდი, იმიტომ, რომ საქმით ვამტკიცებდი ამას. თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს და ფეხბურთელი ამასთან ვერაფერს გახდება.

- "ტორპედო" "ვიტ ჯორჯიას" უპირისპირდება. გასულ სეზონში "ვეტერინარებს" ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ქულას გამორჩით, არის თუ არა "ვიტ ჯორჯია" თქვენთვის არასასურველი მეტოქე?

- ვიდრე ქუთაისში გადავიდოდი, მანამდეც უხერხული მეტოქე იყო "ვიტ ჯორჯია" "ტორპედოსთვის", ჩემპიონობის წლებშიც გაუმწარებია და ამაზე ლაპარაკი თბილისშიც ხშირად მსმენია და ქუთაისშიც. გასულ სეზონშიც შინ მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით და ისიც "ვიტ ჯორჯიასთან", დანარჩენებს ყველას მოვუგეთ.

ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ და მოვიგოთ, მით უმეტეს, როცა სატურნირო მდგომარეობა ასეთი დაძაბულია, სამეულისთვის ბრძოლაში სამი ქულა ძალიან გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ "ვიტ ჯორჯიაში" ხუთი წელი ვითამაშე, ახლა ეს არაფერს ნიშნავს, "ტორპედოს" მაისურა მაცვია და ვეცდები, ჩემს გუნდს წარმატება მოვუტანო.

- იმათგან, ვინც შენ დროს თამაშობდა "ვიტ ჯორჯიაში", ახლა გუნდში აღარავინაა, ესეც ხომ არ განაპირობებს ამას?

- არა, ასე ვერ ვიტყვი, ამ ბიჭების ძირითადი ბირთვი ჩვენს დროს იწყებდა თამაშს, ჯანელიძე, ვასაძე, გურეშიძეები ჩვენს შემცვლელებად მოიაზრებოდნენ და ღირსეულად შეგვცვალეს კიდეც.

- გასულ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ თამაშისას ყვითელი ბარათიც მიიღე, გოლიც არ ჩაგითვალეს და საკმაოდ ემოციურიც იყავი. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ განსაკუთრებულად ემზადები?

- არა, ასე არ არის, თუმცა "ვიტ ჯორჯიასთან" შარშან ორი გოლი არ ჩამითვალეს, ერთი შინ, ერთი - სტუმრად, ქუთაისში ნამდვილად თამაშგარე იყო, გასვლაზე კი ვერ გეტყვით, რატომ არ ჩაითვალა. ყველა თამაშზე ჟინით გავდივარ, ემოციური ხასიათი მაქვს, თუმცა ვცდილობ, თავი მოვთოკო.

- "ტორპედოში" "ვისოლის" მისვლის დღიდან ხარ, რომ გადაავლო ამ ერთ წელს თვალი, რა შეიცვალა გუნდში?

- მოგეხსენებათ, როცა ახალი გუნდი კეთდება, შენების პროცესი ძალიან რთულია და ბევრი ხარვეზიც ახლავს. თანდათან გადავიტანეთ ბევრი უსიამოვნება, ლანძღვა-გინება, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, გუნდი უფრო ჩამოყალიბებული და გაზრდილია. გია გეგუჩაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მერე ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. მალე "ტორპედო" ისეთი გუნდი იქნება, როგორიც ეს ქუთაისელ გულშემატკივარს ეკადრება.

- კლუბის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ გუნდის მიზანი მინიმუმ სამეულში მოხვედრაა, მაგრამ ახლა სამეულის შორიახლოს ხართ, ლიდერები კი უკვე გამოიკვეთნენ. რა შანსები გაქვთ?

- სამეულისთვის ბრძოლა კვლავაც ჩვენი მიზანია და არ შეცვლილა. არც ისე შორს ვართ ამისგან, ლიდერებს მხოლოდ ორი ქულა გვაშორებს, ასე რომ, ყველანაირად ვეცდებით, ჩვენი შანსი გამოვიყენოთ, მით უმეტეს, ჩემპიონატის სისტემა შეიცვალა, ვინ მოხვდება რვა გუნდში და ვის რამდენი ქულა გადაჰყვება, არავინ იცის. მოკლედ, დაკარგული ჯერ არაფერია და იმედი მაქვს, მინიმუმ სამეულში მოვხვდებით!

- ქუთაისელ გულშემატკივარს განსაკუთრებულად უყვარხარ მიუხედავად იმისა, რომ "ჩასულებს" ნაკლებად სწყალობენ. როგორ მოახერხე მათთვის თავის შეყვარება?

- "ტორპედოს" მართლაც განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავს და, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოც საქართველოში. მიხარია, მათი პატივისცემა რომ დავიმსახურე როგორც ჩემი თამაშით, ასევე ხასიათით, მარტო თამაში არ არის მთავარი, გულშემატკივარს უნდა უყვარდე როგორც ადამიანი. ალბათ, ბოლომდე რომ ვიხარჯები გუნდის წარმატებისთვის, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივარს ვუყვარვარ და მეც მიყვარს ისინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• beqa

დათუნა მაგარი კაცი ხარ

• kutaiseli

დათუნა მაგარი კაცი ხარ მაგრად გვიყვარხარ. მართალი ხარ აქ გულშემატკივარი მარტო თამასით არ შეგიყვარებს. შენ პიროვნულადაც დაიმსახურე ჩვენი სიყვარული. მიაწექი ბოლომდე ჩვენ შენსგვერდით ვართ

• გივი

დათუნა ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე, ამიტომაც ის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და დაფასებული ფეხბურთელია ჩვენს, ქუთაისის ტორპედოს ფანებს შორის. ძალიან მესიამოვნება, თუ გიორგი თავის კარიერას ტორპედოში გააგრძელებს და დაასრულებს. ქუთაისელი ფანებიც და ისიც ნამდვილად ვიმსახურებთ ამას!!!

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა