საქართველოს 2011-12 წლების სუპერლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი უცხოელი და ორი ქართველი კალათბურთელია
ჯერაც ვერ მოვეშვი სამი წლის წინანდელი და ამჟამინდელი ჩემპიონატების შედარებას: მაშინ სუპერლიგაში ორად ორი ლეგიონერი თამაშობდა, თუმცა მათაც იმდენი დრო ჰქონდათ გატარებული ჩვენს ქვეყანაში, რომ ქართულ პასპორტს ელოდნენ (ტუჯანი და როდუმტა).

მას მერე სიტუაცია პოზიტიურად შეიცვალა, თუმცა ჩვენს ჩემპიონატში ისეთი უცხოელი არ გამოჩენილა, ქართველებზე უკეთესი ყოფილიყოს. ამიტომაც "ლელოს" ყოველკვირეული სიმბოლური ხუთეულიბი მაინც ქართველებით ივსებოდა.

დღეს კი 2011-12 წლების სუპერლიგის I ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი უცხოელი და ორი ქართველია. მეტსაც გეტყვით, მეორე ტურიდან პირველობაში "არმია" ჩაერთვება და მერე ნახეთ სიმბოლურის "გაიმპორტულება".

ვიდრე ხუთეულსა და პირველ ტურს შევეხებოდეთ, ზოგად მოსაზრებას მოგახსენებთ: მერედა კარგია გუნდების უცხოელებით შევსება? ეს კითხვა უკრაინაშიც მძაფრად დაისვა, შარშანწინ გუნდები ბანაკებად დაიყო და ორი პარალელური ჩემპიონატი ჩატარდა... მაშინ იმ ჯგუფს ვემხრობოდი, რომლებიც ლეგიონერთა ლიმიტის შეზღუდვას არ უჭერდა მხარს.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატს ლეგიონერები მხოლოდ გაალამაზებენ და ინტერესს შემატებენ. დებულების მიხედვით ხომ თითო გუნდს მაქსიმუმ ხუთი უცხოელის დამატების უფლება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ განაცხადში 7 ქართველი იქნება. მივყვეთ ლოგიკას: თუ კლუბს ხუთი უცხოელის ჩამოყვანის საშუალება აქვს, გამორიცხულია ადგილობრივებზე სუსტები დაიმატოს. ხოლო, ძლიერ ლეგიონერებთან ვარჯიში და თამაში რა სარგებლობას იძლევა, ამას ანატოლი ბოისა გვეტყვის:

- ყველას კარგად მოეხსენება, რომ "არმიის" ხუთივე უცხოელი მაღალი დონისაა. სხვა კალათბურთს თამაშობს. ამიტომ, ჩვენ, ქართველებიც ერთი-ორად ვინდომებთ, ვცდილობთ ტოლი არ დავუდოთ, რაც ვარჯიშების ხარისხზე დადებითად მოქმედებს.

პირველ ტურში "არმიას" არ უთამაშია, ამიტომ გასული შაბათ-კვირის მატჩებში ყველაზე მაღალი კლასის კალათბურთელი ბრენდონ გაი იყო. მან ეს ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო მატჩებშიც დაამტკიცა. თბილისში, "მინსკთან" მართალია 26 წუთში 10 ქულა ჩააგდო, მაგრამ ძირითადად შავი სამუშაოს შესრულებით იყო დაკავებული და თანაგუნდელებს ეხმარებოდა. თუმცა სროლის სიზუსტეს ვერ დავუწუნებდით: 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო. მეორე მატჩში ბრენდონი ერთადერთი იყო სოხუმელთაგან, ვინც 10-ქულიანი ბარიერი გადალახა - 18 ქულა ჩააგდო.

გასაკვირი სულაც არ არის, რომ გაიმ საქართველოს ჩემპიონატი რეკორდით დაიწყო - 31 ქულა ჩააგდო და ქართული მასმედიისგან ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარება დაიმსახურა. საინტერესოა ისიც, რომ ბრენდონი მოედნის მიღმაც საინტერესო პიროვნებაა, ხშირად ნახავთ წიგნებით, თავმდაბალი და განათლებულია.

ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა თსუ-სა და ახლად შექმნილ "ოლიმპს" შორის გაიმართა. ვინ გაიმარჯვა, ამავე გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, აქ კი მთავარზე გავამახვილებთ ყურადღებას - ოლიმპელებს კარგი ლეგიონერები შეურჩევიათ. პირველივე ტურში გუნდში რამდენიმე დღის ჩამოსულმა ილიცა მილუტინოვიჩმა 16 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - მის ანგარიშზე 6 დაფარებაა.

ვფიქრობთ, სიმბოლურ ნაკრებში ცენტრად სერბი კალათბურთელის დაყენება ლოგიკურია. მას თსუ-სთან მატჩისას ფორვარდის პოზიციიდან მიხეილ ბერიშვილი ეხმარებოდა, რომელმაც 19 ქულას მოუყარა თავი. ეს ორი თანაგუნდელი ერთმანეთს სიმბოლურშიც დაეხმარებიან.

ჩვენს ხუთეულში მესამე ნომრის პოზიციაზე ბრენდონ გაი დავაყენეთ, ხოლო მსროლელად მისი თანაგუნდელი ლაშა ფარღალავა, რომელსაც შარშან სამმაგ დუბლამდე ხან ერთი მოხსნა დააკლდა, ხან - პასი. წლევანდელი ჩემპიონატიც ასე დაიწყო - ორით მეტი რომ მოეხსნა, "ტრიპლ-დაბლს" გაიფორმებდა. დაველოდოთ მომდევნო ტურებს...

ჩვენს ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე შსს-ს ამერიკელი ლეგიონერი რობო კრეპსი გავამწესეთ. ბექა წივწივაძის არყოფნაში (შეუძლოდ იყო) პირველი ნომრის ფუნქციაც კარგად შეასრულა და პირველობაც ითავა. რობოს ორმაგი დუბლიც ეფექტური გამოუვიდა - 22 ქულა, 10 პასი.

I ტური

შსს-ბათუმი 101:77

სამედიცინო-სტუ 75:104

სოხუმი-რუსთავი 108:62

თსუ-ოლიმპი 68:69

ქუთაისი-დინამო 108:73

რეკორდები

ქულა

31 - ბრენდონ გაი (სოხუმი)

2-ქულ 4/6; 3-ქულ 6/12; საჯ 5/6

15.10.11 სოხუმი-რუსთავი

მოხსნა

16 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

(მეტოქ: 5; საკუთ: 11)

15.10.11 თსუ - ოლიმპი

პასი

10 - რობერტ კრეპსი (შსს)

15.10.11 შსს-ბათუმი

10 - ლაშა ფარღალავა (სოხუმი)

15.10.11 სოხუმი-რუსთავი

ჩაჭრა

5 - დუდა სანაძე (დინამო)

16.10.11 ქუთაისი-დინამო

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

15.10.11 თსუ-ოლიმპი

სიმბოლური ხუთეული "ლელოს" ვერსიით

მიხეილ ბერიშვილი (ოლიმპი), ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი), ლაშა ფარღალავა (სოხუმი), ბრენდონ გაი (სოხუმი), რობო კრეპსი (შსს).

მწვრთნელი: ზურაბ რომარაძე (სტუ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა