საქართველოს ნაკრების წევრმა "შარლერუას" შემადგენლობაში 14 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 9 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი წარმატებულ საკლუბო კარიერას აგრძელებს. ეგაა, მისი გუნდი, ბელგიური "შარლერუა" აგერ უკვე მეორე მატჩია, მარცხდება. გასულ ოთხშაბათს ევროლიგის პირველ ტურში "რეალთან" წაგების შემდეგ შარლერუელებმა ბელგიის ჩემპიონატის მორიგ, მეოთხე ტურშიც მარცხი იწვნიეს. შენგელიას გუნდმა "ოკაპი ოლსტარს" უმასპინძლა და შეხვედრა 68:76 დათმო.

ეს გახლდათ შარლერუელთა პირველი მარცხი ბელგიის ჩემპიონატში, თუმცა დაკარგული ქულების მიხედვით შენგელიას გუნდი ლიდერობას მაინც ინარჩუნებს. ქართველი ფორვარდი ტრადიციულად თავისი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ 14 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 9 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, 3 საჯარიმო სროლიდან კი ყველა ზუსტად შეასრულა.

"შარლერუა" დამაჯერებლად იგებდა მესამე მეოთხედის შემდეგ, თუმცა ბოლო ათწუთეულში ძალიან ცუდად ითამაშა, პერიოდი 7:23 დათმო და მასთან ერთად შეხვედრაც წააგო. გამარჯვებულებმა გუნდურად ითამაშეს - "ოკაპის" შემადგენლობაში ექვსმა კალათბურთელმა მიაღწია ათქულიან ზღვარს. შარლერუელთაგან კი ტრადიციულად დემონ მალემ გამოიჩინა თავი, რომელმაც 36 წუთში 21 ქულას მოუყარა თავი. საუკეთესო სარგებლიანობის ინდექსიც მას ჰქონდა საუკეთესო - 21. თორნიკე შენგელიას ამ მაჩვენებელმა კი 12 შეადგინა, რაც "შარლერუას" შემადგენლობაში მესამე შედეგია ხსენებული მალესა და კრისტოფ ბეგინის (19) შემდეგ.

მომდევნო მატჩს "შარლერუა" 29 ოქტომბერს "პეპინსტერის" წინააღმდეგ გამართავს. თორნიკე შენგელიას ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ მოუწევს თამაში - გასული სეზონი მან სწორედ "პეპინსტერში" გაატარა, სადაც "შარლერუადან" იჯარის წესით იყო გადასული.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა