ტურნირის დებიუტანტმა "ბილბაომ" საკუთარ მოედანზე ბერძნული გრანდი და ევროლიგის ერთ-ერთი ფავორიტი "ოლიმპიაკოსი" გაანადგურა
სენსაციით დასრულდა ევროლიგის პირველი ტური. ბოლო მატჩში ტურნირის დებიუტანტმა "ბილბაომ" საკუთარ მოედანზე გაანადგურა ბერძნული გრანდი და ევროლიგის ერთ-ერთი ფავორიტი "ოლიმპიაკოსი".

სტუმართა გუნდმა აშკარად სუსტი შთაბეჭდილება დატოვა. თვალშისაცემი იყო შეუთამაშებლობა ახალ მოთამაშეებს შორის, ეს კი იმ მიზეზით არის გამოწვეული, რომ საბერძნეთში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და კალათბურთლებს პრაქტიკა აკლიათ. თუმცა ეს სულაც არ ამცირებს ბასკური კლუბის დამსახურებას. როგორც ჩანს, ამართლებს ის ცვლილებები, რომელიც "ბილბაოში" ამ ზაფხულს მოხდა.

გუნდმა "რეალიდან" შეიძინა დ'ორ ფიშერი, "ბარსელონადან" - გრიმაუ, "ხიმკიდან" - რაულ ლოპესი. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ მადრიდული კლუბის ღირსებას იცავდა მუმბრუ. ასე რომ, ნაწილობრივ "ბილბაო" იმ კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელიც ბალასტი აღმოჩნდა "ევროპული ელიტისთვის".

შესანიშნავად გამოიყურებოდა ბილბაოელთა დაცვა. ამ გუნდის "მაღლებმა" ცუდ დღეში ჩააგდეს მაკედონიელი პერო ანტიჩი. შესანიშნავად უძღვებოდა თამაშს აარონ ჯექსონი, ხოლო მარკო ბანიჩმა და დ'ორ ფიშერმა ბრწყინვალე სნაიპერული თვისებები გამოავლინეს - ამ დუეტის ანგარიშზე 38 ქულა მოდის, თანაც ჯამში ბანიჩმა და ფიშერმა თამაშიდან მხოლოდ ოთხჯერ (!) ააცილეს.

ბილბაო-ოლიმპიაკოსი 76:61

18:11, 19:20, 23:18, 16:12

ბ: ბანიჩი (22), ფიშერი (16+8 მოხსნა), ჯექსონი (11+5 პასი).

ო: გეჩევიჩუსი (15), ჰაინსი (14), სპანულისი (9).

პირველი ტურის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იტალიელი ვეტერანის ჯანლუკა ბაზილეს იუბილე. "ბარსას" ყოფილმა მცველმა ევროლიგაზე მე-200 მატჩი ჩაატარა.

ტიტულოვანი იტალიელი, რომელსაც მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი, ევროლიგა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალი, პენსიაში გასვლას არ აპირებს და შეუძლია სარგებლობა მოუტანოს თავის ახალ კლუბს "კანტუს". პირველ ტურში ბაზილემ 9 ქულა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა, "კანტუმ" კი მოიგო გახსნის მატჩი.

ევროლიგამ პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი ანდრეი კირილენკო დაასახელა. რუსმა "ჟალგირისთან" მატჩში 32 წუთი დაჰყო მოედანზე და 17 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. გარდა ამისა, კირილენკომ 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.

ტურის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდნენ რუსეთის უნიქსის მცველი ჰენრი დომერკანტი (30 ქულა "მონტეპასკის" წინააღმდეგ) და "მილანის" ფორვარდი მალიკ ჰეირსტონი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა თელ-ავივის "მაკაბისთან" მატჩში.

პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

პაბლო პრიჯიონი ("კახა ლაბორალი") - 5 ქულა, 7 პასი, 6 ჩაჭრა, 3 მოხსნა

მარსელინიო უერტასი ("ბარსელონა") - 17 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა

მალიკ ჰეირსტონი ("მილანი") - 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება

ანდრეი კირილენკო (ცსკა) - 17 ქულა, 15 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება

დ’ორ ფიშერი ("ბილბაო") - 16 ქულა, 8 მოხსნა, პასი, ჩაჭრა, დაფარება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე