მალაიზიაში მიმდინარე მოტოგრანპრიში, მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ რბოლაში ამ სერიის ერთ-ერთი უძლიერესი მოტომრბოლი მარკო სიმონჩელი დაიღუპა
მეორე კვირაა ავტომოტოსამყაროში საშინელი ტრაგედიები ხდება. ერთი კვირის წინ ლას ვეგასის ოვალზე დონ უელდონის დაღუპვით გამოწვეული ექო არ ჩამცხრალა და ახლა, მორიგი ტრაგედია მოხდა. გუშინ, მალაიზიაში მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ რბოლაში დაიღუპა ამ სერიის ერთ-ერთი უძლიერესი მოტომრბოლი მარკო სიმონჩელი.

მალაიზიის ეტაპი მეორე წრეზე შეწყდა მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყვნენ მარკო სიმონჩელი, კოლინ ედვარდსი და ვალენტინო როსი.

სიმონჩელი მეორე წრეზე ძალიან სწრაფად შევიდა ერთ-ერთ მოსახვევში, მოტოციკლზე კონტროლი დაკარგა და შეეცადა გარე რადიუსზე გასულიყო. სწორედ ამ დროს შეეჯახნენ მას ედვარსი და როსი. ავარიის შედეგად სიმონჩელის ჩაფხუტი მოძვრა და ტრასაზე უგონოდ დაეცა.

ედვარდსი დამოუკიდებლად გადმოდგა ტრასიდან, როსი საერთოდ არ ჩამოვარდნილა მოტოციკლიდან და ბოქსებამდე მიაღწია. ამ ინციდენტის შემდეგ რბოლა შეწყდა, მოგვიანებით კი ორგანიზატორებმა საერთოდ გააუქმეს ეტაპი.

როგორც შემდეგ გაირკვა, სიმონჩელი საავადმყოფოში გონს მოეგო, მაგრამ მისი მდგომარეობა კრიტიკული გახლდათ და მარკოს გადარჩენა ვერ მოახერხეს. იტალიელი 24 წლის იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე