ქართველი მოციგურავე ონტარიაში მიმდინარე ასპარეზობაში 10 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზეა
წუხელ გვიან ღამით ელენე გედევანიშვილი ISU-ს გრან პრის მეორე ეტაპზე (ქართველი სპორტსმენისთვის პირველი) "სკეიტ ამერიკაზე" ასპარეზობას დაასრულებდა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ პირველი დღის მოკლე პროგრამის შედეგები მოგახსენოთ: სასიხარულო არაფერია - ელენე ონტარიოში 10 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზეა.

21 წლის ქართველს ახალი მწვრთნელი ჯერჯერობით ვერ გამოადგა - კანადელი ბრაიან ორსერი, 1984 და 1988 წლების ოლიმპიადების ვერცხლის პრიზიორი, 1987 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ორსერმა რობინ ვაგნერი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გედევანიშვილმა საქართველოსთვის ისტორიული მედალი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა.

ონტარიოში ჩვენებურმა მხოლოდ 42,51 ქულა დააგროვა, რაც თითქმის 20 ქულით ჩამორჩება მის საუკეთესო შედეგს. პირველი დღის შემდეგ "სკეიტ ამერიკაზე" ამერიკელი ალისა შჩისნი ლიდერობს - 64,20 ქულით, მეორეა კაროლინა კოსტნერი (იტალია) - 60,23. მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მესამეადგილოსანი კაროლინ ჟანგი (აშშ) - 55,05 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა