საქართველოს ჩემპიონატის ბოლო წლების პრინციპული მეტოქეების "ლელოსა" და "ლოკომოტივის" შეხვედრა, მოქმედი ჩემპიონის მოგებით 13:22 დასრულდა
"ლელო"-"ლოკომოტივი" 13:22

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, თოდუა, ანდღულაძე, ხუციშვილი, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე (გაბელია 54), ჭყონია (კვერნაძე 16), სუჯაშვილი, ხიპაშვილი (კოლელიშვილი 6), ი.დაუშვილი (ჯვარშეიშვილი 63, ჭეიშვილი 72), მძინარიშვილი, დ.დაუშვილი, აზალაძე.

ლ: ანდღულაძე. 2ს,გ; ყიასაშვილი

ლოკომოტივი (15-9) კავთიძე, ქავთარაძე, კობერიძე, ბერძენიშვილი, ჟამუტაშვილი (ჭურღულია 16), კვინიხიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი (კორკოტაძე 77), ზარიძე, ვეფხვაძე, გუნიავა, ნიშნიანიძე, გენებაშვილი, ჩიტიძე, ბერიშვილი.

ლ: ჭურღულია. 5ს,გ: კვინიხიძე.

მსაჯი: არნო ბალობდელი (საფრანგეთი)

საქართველოს ჩემპიონატის გასავარდნ ფინალში ბოლო წლების პრინციპული მეტოქეები "ლელო" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს გუნდები აქამდე ძირითადად ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ფინალში ხვდებოდნენ, ამჯერად კი ქვეყნის უპირველესი გუნდის ტიტულისთვის ბრძოლა ერთ-ერთი მათგანის, "ლელოს" გარეშე გაგრძელდება.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტვიმა", რომელიც რეგულარულ გათამაშებაში მისთვის უჩვეულო მე-4 ადგილს დასჯერდა, მეტოქე აბსოლუტურტად ყველა კომპონენტში დაჯაბნა, შედეგად 22:13 მოუგო და წინასწარ ფინალში გააღწია.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თუმცა რკინიგზელთა მორკინალები მეტოქეს იმენად ჯაბნიდნენ, რომ ლელოელები თავიანთი შერკინების მოგებასაც ვერ ახერხებდნენ. ეს უპირატესობა მეორე ნახევარში კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც "ლოკომოტივის" წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა.

მატჩის პირველი 15 წუთი უცნაურად ტრავმიანი აღმოჩნდა. უხეში, ბინძური თამაში არ ყოფილა, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით დაშავდნენ და მოედანი დატოვეს ბექა ხიპაშვილმა, ირაკლი ჭყონიამ (ორივე-"ლელო") და დავით ჟამუტაშვილმა. ხიპაშვილის ტრავმა სერიოზული გამოდგა და სავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველ ნახევარში "ლოკომოტივი" სულ სამჯერ მიუახლოვდა "ლელოს" 22-მეტრიან მოედანს და სამივეჯერ მეტოქეს წესების დარღვევა აიძულა. ეს რკინიგზელთა მგეზავმა ბობა კვინიხიძემ შესანიშნავად გამოიყენა - სამივე საჯარიმო ზუსტად დაარტყა და გუნდს 9 ქულა შესძინა. თუმცა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით 10:9 მაინც "ლელომ" მოიგო.

მე-9 წუთზე, როცა ლოკომოტიველები კვინხიძის ზუსტად დარტყმული საჯარიმოს წყალობით 3:0-ს იგებდნენ, "ლელომ" შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და ძალზედ ეფექტური ლელო გაიტანა.

ლელოლთა ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ მოედნის ცენტრში თავისუფალი დარტყმა იქვე გაათმაშა, შეტევაში მგეზავი ლაშა ხმალაძე ჩართო, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და ოციოდ მეტრი ირბინა, მას შუამარბი ალექანდრე თოდუა წამოეშველა, რომელმაც ბურთი მარცხნივ, მოკლე ფრთაზე მეორე შუამარბ ნონო ანდღულაძეს გაატანა. მისი შეჩერება ლოკომოტიველებმა ვერ მოახერხეს. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა - 7:3.

შვიდ წუთში კვინიხიძემ მეორე საჯარიმო მიითვალა. ტაიმის დასკვნით ათ წუთში კი მან და ყიასშვილმა კიდევ თითო-თითო საჯარიმო გაცვალეს.

მეორე ტაიმი "ლოკომოტივის" სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. "ლელოს", რაც დრო გადიოდა, მეტოქის შერკინებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო უჭირდა.

46-ე წუთზე "ლოკომოტივის" მორიგი იერიში ლელოთი დასრულდა. რკინიგზელები მეტოქის 22-მეტრიან ზონის მისადგომებთან მორკინალთა მოკლე დარტყმებით ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ, რამდენიმე ფაზის შემდეგ რაკში თამაშში ბევრი ლელოელი ჩაითრიეს, რის შედეგადაც მარცხენა, მოკლე ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს.

ეს დროულად შენიშნა რკინიგზელთა ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ, რომელმაც რაკიდან გამოსული ბურთი კვინიხიძეს გადააწოდა, ამან ფრთაზე შეცვლაზე შესულ გარემარბ დიმიტრი ჭურღულიას გაატანა, რომელიც მეტოქის ლელოში შეიჭრა. კვინხიძემ გარადასახა - 16:10.

'"ლოკომოტივმა" დიდი უპირატესობის მიუხედავად ანგარიშის გაზრდა მხოლოდ 15 წუთის შემდეგ შეძლო. კვინიხიძემ ისევ საჯარიმოდან გაიტანა - 19:10. "ლელომ" ათ წუთში სახიფათო კონტრიერიში წამოიწყო, რომელიც ლოკომოტიველებმა წესის დარღვევით შეაჩერეს, ყიასაშვილმა საჯარიმოდან ანგარიში ექვს ქულამდე შეამცირა - 13:19 და ლელოელებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ.

მათ იმედს "ცივი შხაპი" ისევ კვინიხეძემ გადაასხა. მან 78-ე წუთზე საჯარიმოდან კიდევ ერთხელ გაიტანა 22:13 და თავისი გუნდი წინასწარ ფინალში გაიყვანა.

რკინიგზელები დიდ ფინალში გასვლისთვის 29 ოქტომბერს ქუთაისში "აიას" დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა