ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოთარ მარცვალაძე: მადლობა "ვოლგას" გულშემატკივრებს

ოთარ მარცვალაძე: მადლობა "ვოლგას" გულშემატკივრებს

"კრასნოდარის" ქართველმა ლეგიონერმა თავისი ყოფილი კლუბის საიტს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში "კრასნოდარი" ნიჟნი ნოვგოროდს ესტუმრა და იქაური "ვოლგა" 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში პირველი გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა, რომელიც "კრასნოდარამდე" სწორედ ნიჟნინოვგოროდული კლუბის ღირსებას იცავდა.

"ვოლგას" ოფიციალურმა საიტმა კლუბის ყოფილ ფეხბურთელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჯერ კიდევ თამაშამდე ჩაწერა. ქართველმა ფორვარდმა თავის ძველ და ახალ გუნდებზე ისაუბრა.

- ოთარ, საიდუმლო არაა, რომ შენი "ვოლგადან" წასვლა კლუბის გულშემატკივრებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს. თავად თუ გენატრებოდა ისინი- გუნდი და ქალაქი?

- დღემდე მენატრებით. თავად არ წამიკითხავს, მაგრამ ხმები მომივიდა გულშემატკივართა რეაქციებზე. ვსარგებლობ შემთხვევით, მადლობას ვუხდი მათ, ვინც გაგებით მოეკიდა ჩემს წასვლას. ასევე მადლიერი ვარ ჩემი მისამართით გამოთქმული თბილის სიტყვების და სურვილებისთვის.

- რას ნიშნავს "ვოლგა" შენს საფეხბურთო კარიერაში?

- ყველაფერს! აქ სულ წელიწადნახევარი გავატარე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში საუკეთესო დრო იყო, რომლის დავიწყება შეუძლებელია.

- ყოფილი გუნდის თამაშებს თუ ადევნებდი თვალს?

- რა თქმა უნდა! "ვოლგას" ყველა მატჩს თვალყურს ვადევნებდი. ძალიან გამახარა "ტერეკთან" გამარჯვებამ. ეს ხომ დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება იყო, მათ შორის ჩემთვისაც. ყოფილ თანაგუნდელებთან ყოველი მატჩის შემდეგ სატელეფონი კონტაქტი მაქვს.

- ოთარ, რამდენიმე სიტყვით თქვენი ახალი გუნდი დაახასიათეთ.

- "კრასნოდარი" - ძალზე ძლიერი გუნდია. არავის გამოვარჩევ, ყველა მოთამაშე ნამდვილი პროფესიონალია. რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, "კრასნოდარის" თამაში ბრწყინვალედაა აწყობილი და ამ პოზიციაზე მაღალი კლასის მოთამაშეები გვყავს.

მაგალითად, მიმაჩნია, რომ იური მოვსისიანი - არამხოლოდ რუსეთისა და სომხეთის საუკეთესო თავდამსხმელი,არამედ ევროპული დონის მოთამაშეა.

- ახლა თქვენი გუნდი მეცხრე ადგილზეა. მეორე რვა გუნდს შორის მოხვედრის შემთხვევაში, "შავ-მწვანეები" ამ ჯგუფის ერთერთი ლიდერები იქნებიან. შემდგომ წრეში "კრასნოდარისთვის" ეს უპირატესობა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების გარანტი იქნება?

- ვფიქრობ, მეორე რვა გუნდში თამაში ყველას გაუჭირდება. მართლაც, თუკი დღეს შევხედავთ სატურნირო ცხრილს, მეორე რვა გუნდში ლიდერები ჩვენ ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ეს ფეხბურთია და წინასწარ დარწმუნებული არაფერში ხარ. თითოეული გუნდი ყოველ მატჩში სამი ქულისთვის იბრძვის და მათ შორის ჩვენც.

- როგორ ფიქრობთ, "კრასნოდარს" რომელ გუნდებთან გაუჭირდება ყველაზე მეტად?

- ალბათ, "როსტოვთან". ასევე "ტერეკთან" და "ამკართან".

- ამ სეზონში "ვოლგასთან" კიდევ ორჯერ მოგიწევს თამაში...

- "ვოლგასთან" თუნდაც ასჯერ სათამაშოდ მზად ვარ. ყოველთვის მიხარია იმ გუნდთან შეხვედრა, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- ბევრისთვის თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში პრინციპულია. შენთვის?

- ისე არ წავსულვარ ამ კლუბიდან, რომ "ვოლგას" მოედანზე ნეგატიური განწყობით ვითამაშო და რაღაცის დამტკიცებას შევეცადო. დიახ, ახლა "კრასნოდარის" მოთამაშე ვარ და დღეს ისაა ჩემი გუნდი, მაგრამ ასეთია ჩვენი პროფესია - დღეს ერთ კლუბში ვართ, ხვალ - სხვაში ვიქნებით. და რა თქმა უნდა, "ვოლგას" წინააღმდეგ თამაშშიც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვაში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემმა ამჟამინდელმა გუნდმა მოიგოს.

ეს თამაში ჩემთვის პრინციპული ნამდვილად არ იქნება. ჩვეულებრივი თამაშია, რომელშიც გუნდს სარგებლობა უნდა მოვუტანო. სხვა საქმეა, რომ "ვოლგა" მიყვარს და ბედნიერი ვარ ნიჟნი ნოვგოროდში სტუმრობით.

- ოთარ, რა გრძნობით მოდიოდი ნიჟნი ნოვგოროდში?

- ამის გადმოცემა ძნელია. როდესაც ქალაქში ჩამოვფრინდით, აეროპორტიდან სასტუმრომდე ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს შინ 10-20 წელი არ ვყოფილვარ და ახლა ვბრუნდებოდი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ველოდი ამ დღეს.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა