ლიგა 1. XI ტური. გამოხმაურება: ლიგა 1-ის გუნდებს შორის ცალკე გამოსაყოფია "ბრესტი", გუნდი, რომელმაც ჩემპიონატის 11 მატჩიდან 9-ში ფრედ ითამაშა
ტურის მატჩი

ბუნებრივია, როცა ქვეყნის ჩემპიონი და მესამეადგილოსანი ხვდებიან, ის შეხვედრა უქმეების უმთავრეს დაპირისპირებად ინათლება ხოლმე. ასე იყო ლიგა 1-ის XI ტურშიც. ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის შუაწელს გახსნეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ.

შემდეგ ინიციატივა მასპინძლებმა იგდეს ხელთ და მათ ზეწოლას "ლომებმა" შესვენებამდეც ვერ გაუძლეს და საპასუხო გოლი მიიღეს კარში.

მეორე ტაიმში სათამაშოდ სულ სხვა "ლილი" გამოვიდა, რომელმაც მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვა. აი, რა განაცხადა მატჩის შემდეგ "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რემი გარდმა: "იმედგაცრუებული ვარ პრაქტიკულად ყველაფრით - თამაშით, შედეგით, ზოგადად გუნდის გარჯით. არადა თავიდან მშვენივრად გამოვიყურებოდით - ანგარიში გავხსენით, მერე მეორის გატანაც შეგვეძლო. ბაფეტიმბი გომისს თავი რომ გამოეჩინა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა.

სეზონის დაწყების წინ კლუბმა შეცვალა თავისი სტრატეგია, ის აქცენტს ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. ბუნებრივია, ეს აისახა გუნდზე - ჩვენ ახლა უფრო არასტაბილურები ვართ. ამის მიუხედავად, ჩვენს ამბიციებზე უარს არ ვამბობთ და ჩემპიონობისთვის ნამდვილად ვიბრძოლებთ".

განსხვავებულ ხასიათზე იყო "ლილის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია: "ლიონთან" შეხვედრაში დავრწმუნდით, რომ უმძიმეს ვარჯიშებს შედეგი ყოველთვის მოაქვს. აშკარა უპირატესობას ვფლობდით მეტოქესთან სტანდარტული მდგომარეობების გათამაშებისას და ეს გამოვიყენეთ კიდეც. ჩემმა ბიჭებმა თავიანთი უდრეკი ხასიათი ყველას უჩვენეს. კარგია, რომ უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოვიგეთ და ცხრილის იმ ნაწილს დავუბრუნდით, სადაც გვეკუთვნის კიდეც ყოფნა".

ტურის მოვლენები

XI ტურის შემდეგ "ლიონი" მე-5 ადგილზე დაეშვა. არადა, თუ გავიხსენებთ, მე-6 ტურში "მარსელის" დამარცხების (2:0) შემდეგ "ლომები" ლიგა 1-ის ცხრილს სათავეში უდგნენ. ბოლო 4 მატჩში კი (ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის ჩათვლით) გუნდმა 3 წააგო, რისი წყალობითაც რემი გარდის ბიჭები ფეხზე ისე მყარად ვეღარ დგანან.

გუნდის ახალგაზრდა დამრიგებელს სერიოზული საფიქრალი დაუგროვდა. გაუმკლავდება თუ არა ის კრიზისს, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთადერთი, რაც "ლიონის" გულშემატკივრებს იმედს ჩაუსახავდა, ეს მინდორზე იოან გურკუფის დაბრუნებაა, რომელმაც მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, მინდორზე 75 წუთი დაყო და სანამ თამაშის ტემპს უძლებდა, უმაღლეს დონეზე ითამაშა. "ლომებს" შორის ის საუკეთესო იყო.

ლიგა 1-ის გუნდებს შორის ცალკე გამოსაყოფია "ბრესტი", გუნდი, რომელმაც ჩემპიონატის 11 მატჩიდან 9-ში ფრედ ითამაშა. მსგავს მშვიდობისმოყვარე გუნდს ფრანგი ჟურნალისტები უბრალოდ ვერც იხსენებენ. თუმცა ის ასევე ერთადერთია, ვისაც მატჩში 3 ქულა ჯერ არ აუღია. როდემდე გაგრძელდება ალექს დიუპონის ორიგინალური გუნდის ეს სერია, უახლოეს ტურებში ვნახავთ.

ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ ტურის უმთავრესი იმედგაცრუება "ლორიანისა" და "ტულუზის" დაპირისპირება იყო.

სპეციალისტები ამ მატჩისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა შაბათის ცენტრალური მატჩში გულშემატკივარმა საზიზღარი სანახაობა იხილა. კარის მიმართულებით ორივე გუნდმა სულ 17-ჯერ დაარტყა და რეალური ხიფათიო რომ ვთქვათ, არც ერთზე არ ითქმის. გუნდებს კი, რომელთაც მინიმუმ ევროთასების ზონაში მოხვედრის პრეტენზია აქვთ, მეტი მოეთხოვებათ.

დაბოლოს, არ ვიქნებით მართლები, თუკი "მარსელის" მოგებას განსაკუთრებულად არ გამოვყოფთ. "ველოდრომზე" მსხვერპლის როლში "აიაჩო" გამოვიდა. მართლა გამგელებულმა პროვანსელებმა კორსიკელებს წირვა გამოუყვანეს. დიდიე დეშამის გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა. ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მიუხედავად წაგებისა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში "არსენალთანაც" კარგად ითამაშა, გამოდის, რომ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონები ნელ-ნელა გამოდიან კრიზისიდან.

თუკი "მარსელი" ნელ-ნელა სახეს იბრუნებს, შეუძლებელია ფრანგული ფეხბურთის გულშემატკივარს "ბორდოს" დაცემა არ აღელვებდეს.

ჟირონდელები ყოველ ტურში უფრო და უფრო უარესად გამოიყურებიან. X ტურში "ნიცასთან" წაგების შემდეგ ფრანსის ჟიიოს შეგირდები ცხრილში მე-18 ადგილზე დაეშვნენ, "ბრესტთან" ვერმოგების შემდეგ კი ისინი ამავე პოზიციაზე დარჩნენ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შესაძლოა, "მონაკოს" შემდეგ ლიგა 1-მა ზედიზედ მეორე ტრადიციული და ამბიციური გუნდი მოისაკლისოს. ჟირონდელები მთელი სისწრაფით უფსკრულისკენ მიიჩქარიან.

ლიდერი

ახლა კი თქვენი ნებართვით ორიოდე სიტყვით ლიგა1-ის ლიდერს შევეხებით. იქიდან გამომდინარე, რომ "დიჟონი" ლიგის დებიუტანტია, თანაც დაცვა მოისუსტებს, "პარი სენ-ჟერმენის" თავდასხმა კი უბრალოდ ბრწყინავს, მატჩის დაწყებამდე დედაქალაქელები ულაპარაკო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. თუმცა ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ამას ელოდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ ნენეს დუბლით მოპოვებულ სამ ქულას ფრანგმა ჟურნალისტებმა დაუმსახურებელი უწოდეს. გთავაზობთ დედაქალაქელთა კომენტარებს.

მამადუ სახო: "კარგი შედეგი იყო გუნდისთვის. ჩვენ სულ უფრო ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან. ნენეს კი შეუძლია საკუთარი თავით ამაყი იყოს. მიუხედავად მისი მაღალი ოსტატობისა, თანაგუნდელთა გარეშე დღეს ის ორ გოლს ვერ გაიტანდა".

ნენე: "ყოველ ჩვენგანს აქვს ჩვენი დადებითი თვისებები, მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ გუნდის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. დღეს მნიშვნელოვანი იყო, რომ გავიმარჯვეთ, რადგან ამის წყალობით ჩვენ კონკურენტებთან სხვაობა შევინარჩუნეთ. დუბლის წყალობით დღეს განუზომლად ამაყი ვარ და ჩემი გულიც სულ სხვანაირად ძგერს".

ანტუან კომბუარე: "მშვენიერი გამარჯვება იყო მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნამდვილად არ გამოგვდიოდა. წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს".

ტურის ნაკრები

გილერმე ოჩოა (აიაჩო) - მატიე დებიუში (ლილი), ჟან არმელ კანა-კანაბიიკი (რენი), მაპუ იანგამბივა (მონპელიე), ანრი ბედიმო (მონპელიე) - ფლორან ბალმონი (ლილი), იოან გურკუფი (ლიონი), იუნეს ბენჰანდა (მონპელიე) - ანდრე აიუ (მარსელი), ნენე (პარი სენ-ჟერმენი), მუსა სოვი (ლილი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
"ნიცას" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს