წლის შესაჯამებელ ტურნირში არ თამაშობს ბელგიელი კიმ კლაისტერსი, თუმცა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება
წლის შესაჯამებელ ტურნირში არ თამაშობს ბელგიელი კიმ კლაისტერსი, თუმცა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა უკვე დაიწყო მზადება ახალი სეზონისთვის.

შეგახსენებთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა თითქმის ნახევარი სეზონი გამოტოვა ტრავმების გამო და ახლა, კორტზე დაბრუნებას ამა წლის დეკემბერში გეგმავს.

"მარჯვენა ფეხი და მუცლის კუნთები, რომლებთან დაკავშირებითაც ბოლო დროს პრობლემები მქონდა, კარგად პასუხობენ დატვირთვებს.

იოლად ვუმკლავდები ვარჯიშებს, რომელსაც ფიზიკური ფორმის აღდგენისთვის ვატარებ", - დაწერა თავის ვებგვერდზე კლაისტერსმა.

8 დეკემბერს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში კლაისტერსი საჩვენებელი მატჩის გამართვას აპირებს მსოფლიოს მოქმედ პირველ ჩოგანთან კაროლინ ვოზნიაცკისთან.

"ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ჩემი ამტანობის გასაუმჯობესებლად და ბევრს დროს ვუთმობთ ძალისმიერ მომზადებას. გარდა ამისა, კვირაში სამჯერ-ოთხჯერ კორტზე გავდივარ სავარჯიშოდ, - წერს კლაისტერსი. - საგამოფენო მატჩი - პირველი ნაბიჯია დაბრუნებისკენ. ნამდვილი მუშაობა მომდევნო რამდენიმე კვირაში გაჩაღდება. თანდათან გავზრდი დატვირთვებს კორტზე. ვგრძნობ, რომ შევძლებ ახალი სეზონისთვის კარგად მომზადებას".

კიმისთვის 2012 წელს ავსტრალიის ბრისბენი იქნება პირველი ოფიციალური ტურნირი: "2012 წლის პირველ იანვარს ბრისბენში ჩემთვის ოფიციალურად დაიწყება ახალი სეზონი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა