კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველი კალათბურთელის "აპოლონმა" სტუმრად "კერავნოსთან" შეხვედრა ბოლოს 78:89 დათმო
გასულ უქმეებზე სტარტი აიღო კვიპროსის ჩემპიონატმა, რომელიც ამერიკელი კალათბურთელებითაა დახუნძლული. ოკეანის გაღმელებთან შედარებით ქართველთა რიცხვი უმნიშვნელოა, მაგრამ მთავარია, რომ ისინი თამაშობენ. პირველ ტურში ბესიკ ლეჟავას "აპოლონმა" სტუმრად "კერავნოსთან" ბოლოს დათმო.

- მართალია, პირველი პერიოდი წავაგეთ, მაგრამ მეორესა და მესამეში დამაჯერებლად ვითამაშეთ და სიტუაციასაც ვაკონტროლებდით. თუმცა ბოლო წუთებზე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, სროლა არ წაგვივიდა და 78:89 დავმარცხდით, - გვითხრა ლეჟავამ, რომელმაც კვიპროსის პირველობა 6 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით გახსნა.

- ამხანაგურ მატჩებშიც და ოფიციალურშიც ძირითადად მსროლელის პოზიციაზე მიწევს თამაში, ზოგჯერ მესამე ნომრადაც, რადგან ამ ამპლუის ამერიკელი კალათბურთელი ტრავმირებულია. მეორე ნომრად ერთმანეთს მე და კვიპროსელი პანტურისი ვცვლით.

"კერავნოსი" კვიპროსის ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. რადგან "აპოლონი" სტუმრად მის დამარცხებასთან ახლოს იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გუნდიც სერიოზულ მიზნებს ისახავს. ვარაუდი ბესიკ ლეჟავასთან გადავამოწმოთ:

- გასულ სეზონში "აპოლონი" მეოთხედფინალში დამარცხდა. მას მერე ხელმძღვანელობამ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა. თავად განსაჯეთ - გუნდში 10 ლეგიონერი ვართ. მიზნებიც გაიზარდა, კვიპროსის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. თუმცა ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან კუნძულზე ბევრი ძლიერი კლუბია.

მათ შორისაა "აპოელი", რომელთანაც ნიკა ჩხატარაშვილის "ენად"-მა სტუმრად 17-ქულიანი სხვაობით წააგო - 76:93. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 5 ქულით დაასრულა. სამწუხაროდ, კვიპროსში საკალათბურთო საიტები არცთუ გამართულად მუშაობენ და სრული სტატისტიკის მოპოვება ვერ ხერხდება.

მეორე ტურში (28 ოქტომბერს) "აპოლონი" ისვენებს, ხოლო ენადი ჩემპიონ ეთა-ს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა