თავისუფალ პროგრამაში ქართველზე უკეთ მხოლოდ ალისა შჩისნიმ და კაროლინა კოსტნერმა ისრიალეს
21 წლის ელენე გედევანიშვილმა ISU-ს გრან პრის მეორე ეტაპზე იასპარეზა. ქართველისთვის პირველი სერიოზული სტარტი სეზონში წარმატებული ვერ გამოდგა - ონტარიოში, "სკეიტ ამერიკაზე" ელენემ 10 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. არადა, რომ არა მოკლე პროგრამაში ჩავარდნა, მას მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლო.

პირველი დღის შემდეგ ქართველი მოციგურავე უკანასკნელ ადგილზე იყო, ლიდერებს გვარიანად ჩამორჩებოდა და წინსვლის პერსპექტივაც არ ჰქონდა, თუმცა თავისუფალი პროგრამა ჩვენებურმა ჩინებულად შეასრულა - 97,61 ქულა დაიმსახურა. ეს მესამე შედეგი იყო დისციპლინაში, მასზე უკეთ მხოლოდ ამერიკელმა ალისა შჩისნიმ და იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა ისრიალეს.

საბოლოოდ, "სკეიტ ამერიკა" შჩისნიმ მოიგო 177,48 ქულით, კოსტნერი მეორე ადგილზე გავიდა (177,35 ქულა). პოდიუმს შესწვდა შვედი ვიქტორია ჰელგესონიც (145,75).

ქართველმა სპორტსმენმა 140,12 ქულა მოაგროვა. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, გედევანიშვილს იაპონელმა ჰარუკა იმაიმ, რუსმა ქსენია მაკაროვამ და ამერიკელმა კაროლინ ჟანგმა გაუსწრეს. ქართველმა მხოლოდ ამერიკელი ჟოელ ფორტე, იტალიელი ვალენტინა მარკეი და შვედი იოში ჰელგესონი ჩამოიტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა