მარნეულის ახალაშენებულმა სპორტულმა კომპლექსმა ძიუდოში თენგიზ ნავერიანის ხსოვნის პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
შაბათს მარნეულის ახალაშენებულმა სპორტულმა კომპლექსმა რეგიონში ძიუდოს დიდი ქომაგისა და რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელ თენგიზ ნავერიანის ხსოვნის პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ძიუდოში.

უცხოელთაგან მასში აზერბაიჯანელები გამოდიოდნენ, სომხები კი, წინასწარი დაპირების მიუხედავად, ვერ ჩამოვიდნენ, რის გამოც ორგანიზატორებს მოუბოდიშეს.

შეჯიბრება გუნდური პრინციპით ჩატარდა 1996-97 წლებში დაბადებულთა შორის. მასში 12 ნაკრები მონაწილეობდა - თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ქუთაისი, შიდა ქართლი, ქვემო-ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი, აფხაზეთი, სამცხე-ჯავახეთი და აზერბაიჯანი. გუნდები ორ ჯგუფად გაიყვნენ და ბრმა წილისყრით შეხვდნენ ერთმანეთს.

ნახევარფინალში ბრძოლის უფლება თბილისი - შიდა ქართლმა და კახეთი - მცხეთა-მთიანეთის გუნდებმა მოიპოვეს. ამ შეხვედრებში თბილისელებმა და კახელებმა იმარჯვეს, რითაც მთავარი პრიზისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს. ფინალური შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა - დედაქალაქელებმა 5:3 იმარჯვეს და დიპლომთან ერთად ჩემპიონისთვის განკუთვნილი 3-ათასლარიანი ჯილდოც ირგუნეს.

კახელებს 2 000 ერგოთ, ბრინჯაოს მედლები და 500-500 ლარი კი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის გუნდებს გადაეცათ. ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მონაწილედ თბილისელი გიორგი გველესიანი დაასახელეს, ყველაზე ლამაზი გდებისთვის დაწესებული პრიზი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდის წევრ ბექა ფალიანს გადაეცა, სიმონ მამარდაშვილმა (კახეთი) კი ყველაზე სწრაფი გამარჯვებით დაამახსოვრა ყველას თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა