ბაქოს "ინტერის" ქართველმა თავკაცმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა
კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა. ბაქოს "ინტერის" ქართველმა თავკაცმა ამ საიუბილეო მაჩვენებელს ამჟამინდელი კლუბისა და ბაქოს "სტანდარდის" მთავარი მწვრთნელობით უწია.

აღსანიშნავია, რომ ცხადაძე მეორე უცხოელი მწვრთნელია, რომელმაც აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში ასმატჩიან ნიშნულს მიაღწია - 108 პრემიერლიგური შეხვედრაა უკრაინელი რომან პოკორას ანგარიშზე.

ცხადაძე ამ ნიშნულს "გაბალასთან" საშინაო მატჩით შეხვდა, რომელიც ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ინტერისთვის" არცთუ ხელსაყრელი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სამი ქართველი სომხეთის ჩემპიონი გახდა - გიორგი კრასოვსკის, შოთა ჯიქიასა და თენგიზ უგრეხელიძის "ულისმა" შინ "შირაქთან" 2:2 ითამაშა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მდევართათვის მიუწვდომელი შეიქნა.

გასულ უქმეებზე სულ ოთხმა ჩვენებურმა გაიტანა - ოთარ მარცვალაძის, გიორგი მერებაშვილის, ივანე კანდელაკისა და ზაქარია ბეგლარიშვილის გოლების შესახებ გუშინ გამცნეთ და შედარებით მაღალი დონის ლიგებში მოასპარეზე ქართველების თამაშზეც მოგაწოდეთ ინფორმაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა