2015 წელს ინგლისში გასამართ რაგბიში მსოფლიოს თასის გათამაშებასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო პოლემიკა
ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშება ახლახან დასრულდა, მაგრამ უკვე დაიწყო პოლემიკა მომავალ, 2015 წელს ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებასთან დაკავშირებით.

სადავო თემა უელსის რაგბის კავშირმა წამოჭრა, რომლის ნაკრებმაც ახალ ზელანდიაში შესანიშნავად იასპარეზა და მეოთხე ადგილზე გავიდა. IRB-იმ მსოფლიოს თასის გამართვის უფლება ინგლისს მისცა, მაგრამ უელსელები ითხოვენ, რომ მათმა ნაკრებმა ჯგუფური ტურნირის მატჩები კარდიფში, "მილენიუმზე" გამართოს.

ამის წინააღმდეგი არიან სამხრეთნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნები. მათი არგუმენტი სავსებით ლოგიკურია. თუ ინგლისის და უელსის ნაკრებები ჯგუფში ერთად მოხვდებიან, მათ თანაჯგუფელებს ორჯერ მოუწევთ მასპინძელ გუნდთან, ანუ სტუმრად თამაში, რაც სხვა გუნდებთან შედარებით არათანაბარ პირობებში ყოფნას ნიშნავს.

IRB-ს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე უელსელებს გარანტიას ვერ აძლევს, რომ 2015 წელს მსოფლიოს თასზე შინ ითამაშებენ.

"ჩვენ ორი მიზანი გვაქვს, პირველი უზრუნველვყოთ მაქიმალური ფინანსური მოგება და მეორე, რაგბის ზეიმი იყოს საყოველთაო, ისე როგორც ეს ახალ ზელანდიაში მოხდა. აქ მსოფლიოს თასის მატჩები 12 ქალაქში გაიმართა, რითაც ამ ქვეყნის სახელობის უმრავლესობა უშუალოდ გახდა ზეიმის მონაწილე. ასევე გვინდა მოხდეს ინგლისშიც, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ამ ქვეყნის რომელი ქალაქები უმასპინძლებენ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმს" - თქვა ბერნარ ლაპასემ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა IRB-ს წარუდგინა "თვიქნემი" და "უემბლი" ლონდონში, "ვილფორდ როუდი" ლესტერში, "კინგსჰოლმი" გლოსტერში, "ელანდ როუდი" ლიდსში. ასევე საფეხბურთო სტადიონები "ოლდ ტრაფორდი" მანჩესტერში, "ენფილდი" ლივერპულში, "სენტ ჯეიმზი" ნიუკასლში და "ემირეიტსი" ლონდონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა