ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რევოლუციონერის ცხოვრება

რევოლუციონერის ცხოვრება

რუსულმა "სოვეტსკი სპორტმა" ჟან-მარკ ბოსმანთან ინტერვიუ ჩაწერა
რუსულმა "სოვეტსკი სპორტმა" ჟან-მარკ ბოსმანთან ინტერვიუ ჩაწერა. ვფიქრობთ, სტაჟიან გულშემატკივარს არ უნდა სჭირდებოდეს იმის შეხსენება, თუ ვინაა ეს ადამიანი.

ახალ თაობას კი მოკლედ ვეტყვით, რომ გასული საუკუნის 90-იანებში სწორედ მისმა დაუდგრომელმა ხასიათმა მოუტანა ფეხბურთს უზარმაზარი ცვლილებები - ისეთი, როგორიც არის ე.წ. თავისუფალი აგენტის სტატუსი, ლიმიტის გაუქმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფეხბურთელებზე და ასე შემდეგ. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ამ დროს მისი სახელი ისევე ხშირად ისმოდა, როგორც პელესი და მარადონასი თავის დროზე. მასთან ინტერვიუ რედაქციას 500 ევრო დაუჯდა. მიზეზი? ჟან-მარკი ამჟამად უმუშევარია და ხელმომჭირნედ ცხოვრობს. მასალას მკითხველს შემოკლებით ვთავაზობთ.

- ჟან მარკ, სასამართლოში თქვენ იბრძოდით "ლიეჟის", ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის, უეფასა და ფიფას წინააღმდეგ. თავად გადაწყვიტეთ მძიმეწონოსნებს შებმოდით, თუ ვინმემ გირჩიათ?

- კლუბმა მაიძულა, რომ ამ ზომებისთვის მიმემართა. "ლიეჟთან" კონტრაქტი დამიმთავრდა, ჩემით საფრანგეთში დაინტერესდნენ. მათ კი საოცარი თანხა მოითხოვეს... ჩემში "ლიეჟმა" 60 ათასი გადაიხადა და 300 ათასად მოისურვა გაყიდვა. მერე "დიუნკერკს" ერთწლიან იჯარაზეც არ დათანხმდა. კლუბმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ორჯერ გაუარესებული პირობებით, რაზეც უარი ვთქვი, საბოლოო ჯამში უგუნდოდ და უხელფასოდ დავრჩი. აღარაფერი დამრჩენოდა, თუ არა მომენახა კარგი ადვოკატი. იმჟამად ცოლი და ერთი შვილი მყავდა, ფეხის ფეხზე გადასადებად არ მეცალა. ჩემს ქალაქში მოვნახე დამწყები იურისტი ჟან-ლუი დიუპონი, ვინც დაინტერესდა ჩემი იდეით. ჩვენ შევიტანეთ საჩივარი ჯერ "ლიეჟის", შემდეგ ფედერაციის წინააღმდეგ. ბოლოს კი ამ ყოველივემ მოიტანა ის, რომ სასამართლო ფიფასა და უეფასაც შეეხო. ვერ ვიფიქრებდი, რომ პროცესი 5 წელი გაგრძელდებოდა.

- თქვენთვის ეს დაკარგული დროა?

- რა თქმა უნდა. შედეგად ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია ჩემზე ძალიან გაბრაზდა და ყველა კლუბს ურჩევდა, ჩემთან კონტრაქტი არ გაეფორმებინა. ეს რომ არა, საფეხბურთო კარიერას ნამდვილად გავაგრძელებდი. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ყველამ ზურგი მაქცია. ის ფეხბურთელებიც კი, ვინც ჩემი შემართებით აღფრთოვანებულები იყვნენ, სახალხოდ ამაზე ლაპარაკს გაურბოდნენ. ბელგიაში ნამდვილი დევნილი გავხდი. მეუღლემაც კი მიმატოვა და შვილი წამართვა.

- ამბობენ, რომ ერთი პერიოდი სვამდით კიდეც, რადგან სამუშაოს ვერ პოულობდით და ოჯახს ვერ არჩენდით.

- ვსვამდი ღვინოს, მაგრამ ასე თუ ისე ყველაფერი ნორმაში იყო. მიუხედავად ამისა, კარიერის განახლების იმედს ვიტოვებდი. ვთამაშობდი მოყვარულთა ლიგებში, დღევანდელ ფულზე თუ გადავთვლით, თვეში სადღაც 750 ევროს ვიღებდი ხელფასს, რაც ძალიან ცოტა იყო. ვთამაშობდი იმიტომ, რომ სხვა პრობლემებზე ნაკლებად მეფიქრა.

- ჟან-მარკ, სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ რაღატომ დაიწყეთ სმა?

- იმიტომ, რომ ვხვდებოდი, რომ მთელი ეს პერიოდი მატყუებდნენ. ყველა ცდილობდა ჩემს გამოყენებას. მერე წერდნენ, რომ სასამართლოს წყალობით დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო მოვიგე, მაგრამ ის თანხა, რაც ხარჯების გასტუმრების შემდეგ ხელში შემრჩა, ძალიან ცოტა იყო. ასეთი ფიქრების გამო ნელ-ნელა დეპრესიაში ჩავვარდი, "შევჯექი" ღვინოსა და ლუდზე, თითქმის 2 წელი არ გამოვფხიზლებულვარ. მერე მივხვდი, რომ ეს იყო გზა არსაით. ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე ვიმარჯვე. ეს ჩემს ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვება მგონია, ვიდრე ის, რაც ყველამ იცის ჩემზე. საშინელება იყო, როცა დათრობის მეორე დღეს გამოფხიზლებული გადაუხდელ ქვითრებს ვუყურებდი. სახლისა და ჩემი "პორშეს" გაყიდვა მომიხდა, რათა ვალები გადამეხადა.

- ხშირად "გაგდებდნენ"?

- დიახ. მაგალითად ჩემი ადვოკატი მუდმივად ჩამჩიჩინებდა, შენ პრესასთან კომენტარი არ გააკეთო, ყველაფერს მე მოვუვლიო. თავად სახელი გაიკეთა, ყველგან იმას უსვამდა ხაზს, თითქოს ეს თავად იყო სისტემის წინააღმდეგ წასვლის ინიციატორი. შედეგად თანხები წამგლიჯა და ახლა მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს, მათ შორის "რეალთან". ასევე მომექცა ფრანგული "კანალ პლუსი", რომელმაც ჩემი მხარდამჭერი მატჩი მოაწყო, გაყიდა დისკები ამ თამაშის ჩანაწერით, ჩემთვის კი არაფერი გადმოურიცხავს. იქით ჩემი ფული დამეხარჯა რაღაც-რაღაცებში.

- დავუბრუნდეთ გახმაურებულ საქმეს. იყო თუ არა ფულის შემოთავაზების მცდელობა, რათა გაჩუმებულიყავით?

- პროცესის შუაში 25 ათასი ევრო შემომთავაზეს. ეს მას მერე მოხდა, რაც პრაქტიკულად გარკვეული იყო, რომ სასამართლოს მოვიგებდი. ფინიშისკენ კი 350 ათასს შემპირდნენ. შემეძლო მეტიც მომეთხოვა, მაგრამ მერე იტყოდნენ ბოსმანი ამ ყველაფერზე ფულის გამო წავიდაო. ეს კი ასე არ ყოფილა. მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა მსურდა.

- იყო მუქარაც?

- იყო ასეთი მინიშნებები ადვოკატებთან ლაპარაკისას, მაგრამ კონკრეტულ საფრთხემდე საქმე არ მისულა, რადგან მსოფლიო პრესა ყურადღებას მაქცევდა. ესმოდათ, თმაც რომ ჩამომვარდნოდა, მასმედია საშინელ სკანდალს ააგორებდა.

- ახლა არავინ გეხმარებათ?

- ვინ დამეხმარება? მოკითხვითაც არავინ მკითხულობს. თუმცა იყო გამონაკლისი, მარკ ვან ბომელმა 6 ათასი ევრო მაჩუქა, დამეხმარა მარკ დეგრისიც. ახალი თაობა კი მე არ მიცნობს. ასეა საქმეები. ვარსებობ უმუშევრის სოციალური დახმარების წყალობით, ვიღებ თვეში 715 ევროს და ამითი უნდა ვარჩინო ორი ბიჭი და მეუღლე.

- სამსახურს რატომ არ ეძებთ?

- ვინ აიყვანს სამსახურში 46 წლის უდიპლომო ადამიანს, ვინც ანტიდეპრესანტებზე ზის? ხანდახან მეჩვენება, რომ გვარი მიშლის ხელს. თუმცა სამსახურს ნამდვილად ვეძებ. ერთხელ "სტანდარდმა" შემომთავაზა თვეში ათასი ევრო ბავშვებთან მუშაობის სანაცვლოდ, მაგრამ მაშინ ბევრს ვსვამდი. შეუმდგარი და ლოთი მწვრთნელის სახელს შევიძენდი. მე კი მერჩივნა ვყოფილიყავი ღარიბი, მაგრამ ამაყი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის