"ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები ამავე სეზონში მოახერხებენ მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას
მიუხედავად იმისა, რომ "ვოლფსბურგმა" ეს სეზონი მძიმედ დაიწყო და ამ კლუბის ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველი ამ ეტაპზე აშკარად არ გააჩნიათ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები ამავე სეზონში მოახერხებენ მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას.

ზოგადად კი, "დესპოტ ფელიქსს" ყველაზე გვიან 2014 წელს სურს იმ სენსაციური მიღწევის გამეორება, რითაც 2009 წელს საფეხბურთო ევროპა გააოცა - გერმანიის ჩემპიონობას ვგულისხმობთ.

"ვოლფსბურგში" ამ სენსაციური წარმატების მისაღწევად მაშინ ორი წელი მეყო, ახლა კი ვიცი, რომ იმავე წარმატების გამეორება გაცილებით ძნელი იქნება, რადგან ზოგადად ტრიუმფის გამეორება უფრო ძნელია, ვიდრე მისი მიღწევა," - აცხადებს მაგათი.

თუმცა ფელიქსი ამითაც არ კმაყოფილდება: 58 წლის სპეციალისტს ევროსარბიელზე არც მეტი, არც ნაკლები, "ვოლფსბურგის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა სურს: "დღესდღეობით ჩვენი მიზანი ის არის, რომ ცხრილში ნელ-ნელა ზემოთ ავიწიოთ და საუკეთესო ექვსეულში დავმკვიდრდეთ.

მჯერა, რომ მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ წელსვე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც შევძლოთ. რაკი ბუნდესლიგიდან ჩემპიონთა ლიგაში უკვე ოთხი გუნდი გადის, ეს საკმაოდ რეალურია. ყოველ შემთხვევაში, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წელს თუ არა, ლიგაზე გაისად მაინც მოვხვდებით. აი, მერე ნახავთ, რა შეუძლია ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგს" - ჩემი მიზანი არა მარტო გერმანიის ჩემპიონობა, არამედ "ვოლფსბურგთან" ერთად ახლა უკვე გაცილებით დიდი სენსაციის მოხდენაა. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის მოგება..."

შესაძლოა, ბევრს აღარც ახსოვს და აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომ გასულ სეზონში "შალკეს" წარმატება ჩემპიონთა ლიგაში სწორედ მაგათის დამსახურება გახლდათ - რალფ რანგნიკი გელზენკირხენულ კლუბს სეზონის ბოლოსღა ჩაუდგა. ფელიქსმა ლევან ყენიას გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა, "პროფესორ რალფის" ხელში კი "ხუმარებმა" მხოლოდ ერთი ეტაპიღა გაიარეს. მაგათის აზრით, ზაფხულში "შალკეს" ხელმძღვანელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს, მანუელ ნოიერი "ბაიერნს" რომ მიჰყიდეს - მაგათი ამბობს, მანუსთან ერთად "შალკე" გერმანიის ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იქნებოდა.

"გელზენკირხენელებს ნოიერი რომ ჰყავდეთ, ახლა გაცილებით მეტი ქულა ექნებოდათ მოპოვებული და "ბაიერნი" ასე ვერ იპარპაშებდა," - დარწმუნებულია მაგათი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა