ლა ლიგა. IX ტური: ზედიზედ 7 მოგებით ხუან იგნასიო მარტინესის "ლევანტე" 9 ტურის შემდეგაც ერთპიროვნული ლიდერია
ზედიზედ 7 მოგება - ასეთია ხუან იგნასიო მარტინესის "ლევანტეს" მიღწევა და 9 ტურის შემდეგაც ვალენსიური კლუბი ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. მოკლედ, აღმოსავლური სასწაული გრძელდება. წუხელ "ლევანტემ" ბოლო წუთებზე გამოგლიჯა გამარჯვება "რეალ სოსიედადს", რუბენ სუარესის გადამწყვეტი დარტყმის წყალობით ბასკებს 3:2 მოუგო. რუბენმა გოლი 90-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

"რეალმა" კი იოლად მიაღწია საწადელს, "სამეფო კლუბი" უკვე 30-ე წუთისთვის დიდი ანგარიშით უგებდა "ვილიარეალს", თამაში ეგრევე დასრულდა - 3:0.

"გრანადა"-"ბარსელონა" კი ისეთი დუნე თამაში იყო, რომ არა ჩავის ვირტუოზული საჯარიმო დარტყმა, შეიძლება არაფერიც მომხდარიყო - უფრო ზუსტად კი, ბევრი სალაპარაკო გვექნებოდა, ჩემპიონი ხომ ქულებს ერთ-ერთ აუტსაიდერთან და ობიექტურად ერთ-ერთ ყველაზე სუსტ კლუბთან დაკარგავდა.

მაგრამ, რაც არ მოხდა, იმაზე ლაპარაკი არ ღირს - "ბარსამ" კი უმთავრეს მიზანს მიაღწია, ანდალუსიიდან შინ 3 ქულით გაემგზავრა, ვიქტორ ვალდესმა კი უგოლო "მშრალი" სერია კიდევ 90 წუთით გაზარდა.

ახლა, რაც შეეხება ჩავის - 31 წლის ფეხბურთელს ნელ-ნელა მეორე პლანზე გადასვლა უწინასწარმეტყველეს. იქ სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი, ტიაგო ალკანტარას დაწინაურება, მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი და... ჩავის კარიერაში ყველაზე შედეგიანი ტურნირი აქვს კარიერაში! ჩავი "გრანადასთან" 392-ედ თამაშობდა "ბარსას" მაისურით (მიგელის რეკორდი მოხსნა). ნახევარმცველი მასპინძელთა საჯარიმოსთან წააქციეს და ანდალუსიელები თავად დაზარალებულმა დასაჯა, ოსტატურად შემოატარა ბურთი კედელს და მეკარე რობერტოს გუნდის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 1:0.

პეპ გვარდიოლამ სასტარტო შემადგენლობაში ისააკ კვენკა დააყენა, ეს ალბათ გამაფრთხილებელი მესიჯი იყო დავიდ ვილიასთვის, რომელიც ბოლო დროს ვერ თამაშობს პროდუქტიულად. კვენკამ შეტევის მარცხენა ფლანგზე ერთი-ორჯერ დაგვანახა, რომ ნიჭიერია, მაგრამ მეორე ტაიმში ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან, როცა მეკარე რობერტოსთან პირისპირ გავიდა.

"ბარსამ" ვერ ითამაშა ჩვეულად, რაც დიდწილად ლეო მესის სუსტი გამოსვლის ბრალია, ორი კარგი შანსი არგენტინელს მაინც ჰქონდა (ერთხელ მისი დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანეს). მოკლედ, ჯერჯერობით მესი კუბალას მიღწევას (194 გოლი) ვერ ასცდა.

ჩემპიონს სამი ქულა ძვირი დაუჯდა - მეორე ტაიმში კოჭი დაიზიანა პედრო როდრიგესმა და ის გუნდს საკმაო ხანს დააკლდება. კლუბის ექიმთა ცნობით, ახალგაზრდა ფორვარდი 10-დან 15-დღემდე დაისვენებს. მანამდე მწყობრში ვერც ალექსის სანჩესი ჩადგება და, მით უმეტეს, ვერც იბრაჰიმ აფელაი. ასე რომ, პეპს შეტევაში პრობლემები აქვს და წინ სესკის ან ინიესტას წაწევა მოუწევს.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ჩვეულზე ნაკლები სისწრაფით ვუტევდით, თუმცა ბურთის გაკონტროლებას მაინც ვახერხებდით. რას ვიზამთ, როცა სეზონში ამდენი მატჩის თამაში გიწევს, ყოველთვის მაღალ ტემპში ვერ ითამაშებ. როცა მხოლოდ 1:0-ს იგებ, 10 კაცის წინააღმდეგ თამაშობ და გოლი ვერ გაგაქვს, სახიფათოა - ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ - უბრალოდ, ეს არ იყო ჩვეული "ბარსა".

შაბათს "ბარსა" "კამპ ნოუზე" ხოაკინ კაპაროსის "მალიორკას" უმასპინძლებს.

"სევილიას" ჩვევად ექცა, ქულის მისაღწევად რომელიმე ფეხბურთელის გმირობაა საჭირო - წინა ტურში ეს იყო მეკარე ხავი ვარასი, ახლა "რასინგთან" - ფორვარდი მანუ დელ მორალი - "ხეტაფეს" ყოფილმა კაპიტანმა "სევილიას" მაისურით პირველი დუბლი შეასრულა, გადამწყვეტი კი მისი მეორე გოლი გამოდგა 92-ე წუთზე, რომლის წყალობითაც "რასინგის" ყოფილი თავკაცი მარსელინო კვლავ დაუმარცხებელი დარჩა, ხოლო ახლანდელი, ექტორ კუპერი - მოუგებელი - 2:2.

დელ მორალი მადრიდის "ატლეტიკოს" აღზრდილია, 27 წლისაა და წლეულს ესპანეთის ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა. მოკლედ, მოკრძალებული "ხეტაფეს" შემდეგ დიდი ასპარეზი მიეცა. სასტარტოში კი დიდწილად კანუტეს დისკვალიფიკაციისა და ნეგრედოს ტრავმის (ის მეორე ტაიმში გამოჩნდა) წყალობით მოხვდა.

37-ე წუთზე დელ მორალმა საჯარიმოდან ჩამოწოდებულს თავი დაუხვედრა, უფრო ზუსტად ნახტომში დაჰკრა და ანგარიში გახსნა. კუპერის გუნდი არ გამოდგა ჯაბანი - მეორე ტაიმში კონტრშეტევებზე არგენტინელმა არიელ ნაუელპანმა და 18 წლის ხაირო სამპერიომ ივარგეს. ბოლოს კი ისევ მანუს თავური იყო, რომელმაც მხარეები ზავით გაჰყარა.

მარსელინო (სევილია): "მეტოქე ვერ გვჯობდა, მაგრამ შეტევაში უფრო ყოჩაღობდა. ორი სერიოზული პოზიციური შეცდომა ორ გოლად დაგვიჯდა. მომავალში ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. კიდევ კარგი, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ასეთი თამაშით კი მოგება შეუძლებელია".

ლა ლიგა. IX ტური

ლევანტე-რეალ სოსიედადი 3:2

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ხავი ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი (73. დელ ორნო) - ფარინოსი (66. ხ. ტორესი), იბორა - ვალდო, ბარკერო (83. რ. სუარესი), ხუანლუ - კონე.

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, დემიდოვი (61. მ. გონსალესი), ი. მარტინესი, დე ლა ბელა - მარიგა, არანბურუ (76. ჩაბი პრიეტო) - ესტრადა (66. ხ. ლორენტე), ზურუტუზა, გრიზმანი - კარლოს ველა.

გოლები: 0:1 ესტრადა (3), 1:1 ნანო (56), 2:1 ვალდო (61), 2:2 ი. მარტინესი (87), 3:2 სუარესი (94)

გაფრთხილება: ვალდო, კონე - დე ლა ბელა

გაძევება: ხუანფრანი (95 სათ. სკამიდან)

კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-19 (4-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 12 400

ხეტაფე-ოსასუნა 2:2

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, ლოპო, მ. ტორესი - რ. პერესი (71. მიჩელი), ლასენი (71. სარაბია) - პ. რიოსი (53. გუისა), აბდელი, დ. კასტრო - მიკუ.

ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, ლოლო, სერხიო, რაიტალა (46. კალეხა) - პუნიალი, ნეკუნამი, რ. გარსია (83. ტიმორი) - სეხუდო (26. დამია), ნინო, იბრაჰიმა.

გოლები: 0:1 იბრაჰიმა (7), 1:1 გუისა (62), 1:2 იბრაჰიმა (66), 2:2 გუისა (76)

გაფრთხილება: ტორესი, პერესი - ფერნანდესი, ნეკუნამი, გარსია, დამია

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-6 (4-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 8 000

რაიო ვალეკანო-მალაგა 2:0

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, არიბასი, ხორდი, ბოტელიო - მოვილია, ფუეგო - ლ. ბანგურა (47. დანი პაჩეკო), მიჩუ, პიტი (65. ტრაშორასი) - ტამუდო (77. კოკე).

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, ს. სანჩესი, დემიკელისი, ელიზეუ - ტულალანი (72. აპონიOო), დუდა (42. მონრეალი) - ხოაკინი, სება ფერნანდესი, კასორლა (72. მარესკა) - ვან ნისტელროი.

გოლები: 1:0 ბოტელიო (7), 2:0 ტამუდო (70)

გაფრთხილება: ხორდი, ტიტო - ტულალანი, ხოაკინი

გაძევება: ელიზეუ (36)

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 15-5 (6-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 10 000

სარაგოსა-ვალენსია 0:1

სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, მატეოსი, დ. სილვა, პარედესი - პონსიო, მეირა - ბარერა (61. ხუან კარლოსი), რუბენ მიკაელი (56. ლაფიტა), ლუის გარსია - პოშტიგა (75. ორტი).

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო, დეალბერტი, რუისი, ხორდი ალბა - ბანეგა, მ. თოპალი - პიატი (60. ჟონასი), პარეხო (46. მატიო), ფეგული - სოლდადო (82. ადურისი).

გოლი: 0:1 ხორდი ალბა (82)

გაფრთხილება: მატეოსი, პარედესი, მეირა - გუაიტა, რუისი, თოპალი, ფეგული

კუთხური: 0-9; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 7-15 (0-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 28 000

მალიორკა-სპორტინგი 1:2

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ჟოაო ვიქტორი, რამისი, ბიგასი - ტისონე (68. ტეხერა), პინა - პერეირა (60. ვიქტორი), ნსუე (77. ალფარო), გ. კასტრო - ჰემედი.

სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა (79. დ. სუარესი), ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა, ნაჩო კასესი - ტრეხო, ანდრე კაშტრო, დე ლას კუევასი (83. ეგურენი) - ბარალი (46. ბილიჩი).

გოლები: 1:0 კასტრო (16), 1:1 ბილიჩი (49), 1:2 ჟოაო ვიქტორი (65 ს.კ.)

გაფრთხილება: რამისი, ტეხერა, სენდროსი, პინა - დე ლას კუევასი, ერნანდესი, კასტრო

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-10 (7-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 13 000

რეალი-ვილიარეალი 3:0

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო (80. ფაბიო კოენტრაო), ხედირა - დი მარია (70. იოზილი), კაკა, რონალდო - ბენზემა (75. იგუაინი).

ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - საპატა, გონსალო, მუსაჩიო, კატალა - კანი, ბორხა ვალერო, ბრუნო, დე გუზმანი (52. კამუნიასი) - მარკო რუბენი (76. სენა), როსი (61. გასპარი).

გოლები: 1:0 ბენზემა (4), 2:0 კაკა (10), 3:0 დი მარია (30)

გაფრთხილება: ჩაბი ალონსო, კაკა - გონსალო, კატალა, რუბენი

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 10-6 (6-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 60 000

ესპანიოლი-ბეტისი დღეს

ბილბაო-ატლეტიკო დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლევანტე 9 7 2 0 17-5 23

2. რეალი 9 7 1 1 31-6 22

3. ბარსელონა 9 6 3 0 27-4 21

4. ვალენსია 9 5 3 1 12-8 18

5. სევილია 9 4 5 0 10-6 17

6. მალაგა 9 4 1 4 10-13 13

7. ბეტისი 8 4 0 4 10-13 12

8. ვალეკანო 9 3 3 3 10-11 12

9. ესპანიოლი 8 4 0 4 7-11 12

10. ოსასუნა 9 2 5 2 11-17 11

11. ატლეტიკო 8 2 4 2 9-7 10

12. ბილბაო 8 2 3 3 11-11 9

13. მალიორკა 9 2 3 4 8-11 9

14. სარაგოსა 9 2 3 4 9-17 9

15. სოსიედადი 9 2 2 5 9-13 8

16. ხეტაფე 9 1 4 4 8-12 7

17. სპორტინგი 9 2 1 6 7-13 7

18. ვილიარეალი 9 1 4 4 7-17 7

19. რასინგი 9 0 5 4 6-15 5

20. გრანადა 9 1 2 6 2-11 5

ბომბარდირები:

10 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - გონსალო იგუაინი (რეალი); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 5 - ხუანლუ გომესი (ლევანტე); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), სანტი კასორლა (მალაგა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), მიკუ (ხეტაფე), რაულ გარსია (ოსასუნა), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ქარიმ ბენზემა (რეალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა