ფიფას წესების კომისიამ გადაწყვიტა, რომ თამაშების მიმდინარეობისას მწვრთნელებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალოს
ფიფას წესების კომისიამ გადაწყვიტა, რომ თამაშების მიმდინარეობისას მწვრთნელებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალოს. კონკრეტულად ლაპარაკია "აიპოდსა" და "აიფოუნზე".

ასოციაციაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ტექნიკის დახმარებით მწვრთნელებს შეუძლიათ განმეორებით მომენტების ნახვა, თანაც შენელებული კადრით, რაც ხშირად მსაჯებისადმი მათი უკმაყოფილების დამატებითი საფუძველი ხდება. ტექნიკის დახმარებით შესაძლებელი ხდება ისეთ პირებთან მუდმივი კონტაქტიც, რომელთაც სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არ აქვთ. ჯგუფს სათავეში ფრანც ბეკენბაუერი უდგას. "შეუძლებელია ფიფამ დაუშვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მატჩების დროს. ასეთ მოვლენებთან ბრძოლაა საჭირო," - აცხადებს ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი.

პირველი რეაქცია აღნიშნულ ინიციატივაზე საკმაოდ მშვიდი იყო. "რა თქმა უნდა სიამოვნებით გამოვიყენებ ნებისმიერ თანამედროვე ტექნიკას, რომელიც საქმეს გამიადვილებს, მაგრამ თუკი ფიფაში სურთ, რომ ისინი აიკრძალოს, ჩემი მხრიდან პრობლემა არ იქნება. ისედაც ტექნიკას მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში ვიყენებ. ამიერიდან კი ვარჯიშებზე თუღა ვისარგებლებ," - განაცხადა "რომას" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.

უნდა აღინიშნოს, რომ "აიპედით" სარგებლობის პიონერი თანამედროვე ფეხბურთში "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო. რას იტყვის "განსაკუთრებული კაცი", შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ.

იმავე ჯგუფმა საინტერესო იდეა წამოაყენა საჯარიმო მოედანში ე.წ. "ბოლო იმედის ჯარიმასთან" დაკავშირებით. ამჟამად მოქმედი წესებით მსაჯს შეუძლია წესის დამრღვევი გუნდი პრაქტიკულად სამმაგად დასაჯოს - უჩვენოს ფეხბურთელს პირდაპირ წითელი ბარათი, რაც შემდგომში მის ავტომატურ დისკვალიფიკაციას გამოიწვევს და დანიშნოს პენალტი.

კომისიას მიაჩნია, რომ ასეთ ეპიზოდებში ყვითელი ბარათი და თერთმეტმეტრიანი სავსებით საკმარისი უნდა იყოს. წითელის ჩვენების უფლება კი არბიტრს წესის დამრღვევის მხრიდან განსაკუთრებული უხეშობის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს. კომისიამ განიხილა კონკრეტული შემთხვევა, როცა მსაჯის გადაწყვეტილებამ მატჩის ბედზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაი-სამხრეთი აფრიკის შეხვედრის 76-ე წუთზე მეკარე იტუმელენგ ხუნემ ლუის სუარესთან ბრძოლაში წესები უმნიშვნელოდ დაარღვია, თუმცა მსაჯმა მასიმო ბუზაკამ გოლკიპერს პირდაპირ წითელი აუფრიალა. შედეგად კი ის მოხდა, რომ სამხრეთამერიკელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და პენალტის გარდა მატჩის ბოლო წამებზე მასპინძლებს კიდევ ერთი გოლი გაუტანეს.

"პენალტი საკმარისი სასჯელია ისეთი უმნიშვნელო დარღვევის გამო, რაც ბურთისთვის ბრძოლას მოჰყვება ხოლმე. განხილულ შემთხევვაში უხეშობა ზღვარს გადასული რომ ყოფილიყო, ბუზაკას გადაწყვეტილება გამართლებული იქნებოდა. ზედმეტი უხეშობის გამო კი ფეხბურთელს მინდვრიდან აძევებენ, სადაც არ უნდა ჩაიდინოს მან მსგავსი საქციელი," - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ფრანც ბეკენბაუერმა. გარდა ამისა, "კაიზერმა" მოუწოდა არბიტრებს თავი შეიკავონ ბარათების ზედმეტად ფრიალისგან.

მისი აზრით, აუცილებლად უნდა ჩაიდოს წესებში, რომ საჯარიმოში პენალტი დაინიშნოს მხოლოდ გამიზნულად ხელით თამაშისთვის და არა ბურთის ხელზე ყოველი შეხების გამო. კომისია ამზადებს ცვლილებას ასევე თამაშგარე მდგომარეობის დეფინიციის გასამარტივებლად. საფეხბურთო წესებში შესატანი ცვლილებების პროექტს კომისია ფიფას აღმასრულებელ კომიტეტს 2012 წლის მარტში წარუდგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koba
ძალიან კარგი იქნება თუ ეს იდეა რეალიზებული იქნება,გაუმარჯოს ბეკენბაუერს,ისევ ეგ თუ გამოაცოცხლებს დღევანდელ ფეხბურთს.
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის