"მარსელის" 21 წლის განელი თავდამსხმელის ანდრე აიუს განცხადებით, ის მოხარულია, რომ მისმა თამაშმა "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერიც კი მოხიბლა
"მარსელის" 21 წლის განელი თავდამსხმელის ანდრე აიუს განცხადებით, ის მოხარულია, რომ მისმა თამაშმა "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერიც კი მოხიბლა. შეგახსენებთ, რომ ჯერ ერთი კვირაც არაა გასული მას შემდეგ, რაც ფრანგმა სპეციალისტმა პრესასთან ანდრეს მიმართ ქება-დიდება არ დაიშურა.

მუსიე ვენგერმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შეტევაში კარგად დაკომპლექტებული რომ არ იყოს, აუცილებლად იფიქრებდა ამ ფეხბურთელის გადაბირებაზე. "მოგატყუებდით, რომ მეთქვა, ისეთი ცნობილი მწვრთნელის მხრიდან ქება, როგორიც ვენგერია, არ მსიამოვნებს-თქო. ის დიდი მწვრთნელია, ვინც "არსენალთან" ერთად ბევრ რამეს მიაღწია. მისი ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქრო, რომ ევროპული კლუბების თვალთახედვის არეში შეიძლება ვიყო. ეს კი მოტივაცია მაძლევს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ვიშრომო და პროგრესი განვაგრძო. ხომ ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, ასე რომ, დასახვეწი და მოსამატებელი უამრავ კომპონენტში მაქვს".

გუშინწინ "მარსელმა" საფრანგეთის თასზე "ლანსი" 4:0 გაანადგურა. ეს დიდიე დეშამის ბიჭების ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გუნდმა კრიზისს თავი დააღწია და ამიერიდან შეძლებს ცხრილში მისთვის უფრო შესაფერისი ადგილებისკენ ნელ-ნელა სვლას. "ლანსთან" თამაშის ხარისხით და ანგარიშით აღფრთოვანებული დარჩა პროვანსელთა საყრდენი ნახევარმცველი შარლ კაბორე: "კარგია, რომ გავიმარჯვეთ. თანაც მაგრად ვიდექით დაცვაში და ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით შეტევაში.

ამ მატჩის დამთავრების შემდეგ როგორც იქნა გავიღიმეთ. ყველაფერი "აიაჩოსთან" გამარჯვებით დაიწყო და ამ შეხვედრაში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდისთვის პრიორიტეტი ლიგა 1-ში კარგი თამაშია, ლიგის თასზეც ვეცდებით წარმატების მიღწევას, რადგან ესეც მნიშვნელოვანი ტურნირია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ 4-4-2-ზე დაბრუნების შემდეგ უფრო მეტად შევძლებთ შეტევების ორგანიზებას და გოლების გატანას. ამას გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს."

აქვე გეტყვით, რომ "მარსელის" ხელმძღვანელობა "სევილიიდან" 24 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველის ფედერიკო ფასიოს შეძენას გეგმავს. სამხრეთამერიკელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება. ლა ლიგის თამაში ძირითადში მან სულ ორჯერ დაიწყო და ერთხელაც შეცვლაზე შევიდა. ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რაღაც 3 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა