არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მამაკაცთა ჩოგბურთის თანავარსკვლავედი შეიკრიბება: ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი
ახალი სეზონის წინ, აბუ დაბიში ტრადიციული საჩვენებელი ტურნირი გაიმართება. ამჯერად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მამაკაცთა ჩოგბურთის თანავარსკვლავედი შეიკრიბება: ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, გაელ მონფილსი, ჟო-ვილფრიდ ცონგა და დავიდ ფერერი.

მსოფლიოს პირველი ჩოგანისთვის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს იქნება დებიუტი აბუ დაბის საჩოგბურთო ცენტრის კორტებზე.

"აბუ დაბის შესახებ ბევრი მსმენია. მინდოდა ცოცხლად მენახა ეს ადგილი და იქაურ კორტებზე რომელიმე ვარსკვლავთან მეთამაშა. ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან კარიერაში საუკეთესო ჩოგბურთს ვაჩვენებდი. მაგრამ უკვე ვიწყებ ფიქრს ახალ სეზონზე და მინდა მაღალ დონეზე თამაში სწორედ აბუ დაბიდან დავიწყო. ეს ტურნირი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეამოწმო და სეზონში კარგად შეხვიდე", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონია რაფაელ ნადალი, რომელმაც შარშან ფინალურ შეხვედრაში როჯერ ფედერერი დაამარცხა - 7:6(4), 7:6(3).

"გადავხედე მონაწილეთა შემადგენლობას და უკვე დავიწყე ამ ტურნირისთვის მომზადებაზე ფიქრი. მინდა ტიტულის შენარჩუნება. ვიცი, რომ ამისთვის საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება მომიწევს და ეს სწორედ ის არის, რაც ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებისას მჭირდება", - ამბობს ესპანელი ჩოგბურთელი.

"დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ბოლოს სამი წლის განმავლობაში აბუ დაბის ტურნირის ორგანიზატორებისგან მაყურებელთა სიმპატიის პრიზს იღებდა. შვეიცარიელმა აღიარა, რომ ყოველთვის სიხარულით ჩადის აბუ-დაბიში: "დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ტურნირი ყოველწლიურად სულ უფრო უკეთესი ხდება, ხოლო აბუ დაბი უმსხვილეს საჩოგბურთო ცენტრად ყალიბდება. ქალაქი ძალიან ბევრს აკეთებს ჩოგბურთის განვითარებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ჩოგბურთის ამ ზეიმში მონაწილეობა. აქ ყოველთვის კარგად ვატარებდი დროს და სიხარულით ვბრუნდები აბუ დაბიში".

ტურნირი 29-31 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვებული ჩოგბურთელი 250 ათას დოლარს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა