ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე დაძაბული გრაფიკის მქონე "პიტსბურგმა" მე-11 თამაშის ჩატარება მოასწრო და "ნიუ იორკ აილენდერსი" 3:0 დაამარცხა

ჩემპიონატის სტარტზე ყველაზე დაძაბული გრაფიკის მქონე "პიტსბურგმა" მე-11 თამაშის ჩატარება მოასწრო და "ნიუ იორკ აილენდერსი" დაამარცხა - 3:0. "პინგვინები" თითო პერიოდში თითო შაიბას იტანდნენ, ხოლო მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა "პიტსბურგის" მეკარე მარკ-ანდრე ფლერი, რომელმაც 33-დან 33 დარტყმა მოიგერია და სეზონში პირველი "შათაუტი" შეასრულა. ამ მოგებით "პიტსბურგმა" ოთხამდე გაზარდა თავისი მოგებათა სერია, "აილენდერსმა" კი კარგი სტარტის შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.

როგორც იქნა! სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა "კოლამბუსმა". ამ გუნდმა საკუთარ კედლებში "დეტროიტს" 4:1 მოუგო. პირველად ამ სეზონში მასპინძელთა რიგებში გამოჩნდა ჯეიმს ვიშნევსკი, რომელიც რვამატჩიან დისკვალიფიკაციას იხდიდა. თუმცა მას ამ მატჩში ქულა არ დაუგროვებია. "კოლამბუსის" რიგებში საუკეთესონი იყვნენ რაიან იოჰანსონი (1+1) და გრანტ კლიტსომი (0+3). "დეტროიტმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, თანაც 11 შაიბა გაუშვა და მხოლოდ ორი გაიტანა.

არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ თამაშს მოუმატა "ტამპა ბეიმ". ამ გუნდმა სამმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო "ბაფალოს" დამარცხების შემდეგ - 4:3. შესანიშნავ ფორმაში შევიდა მეკარე მეტიუ გარონი, რომელმაც სამი დღის წინ "შათაუტი" შეასრულა, ამჯერად კი 36 დარტყმის მოგერიება შეძლო. ასევე სუსტი სტარტის შემდეგ სულ უფრო ხშირად ახარებს თავის გულშემატკივრებს "სან ხოსე".

კალიფორნიელებმა "ნეშვილს" 3:1 მოუგეს და ასევე სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა პაველსკი-ტორნტონი-მარლოს სამეულმა. თითოეულმა ჰოკეიტსმა ორ-ორი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ბულიტების სერიით დასრულდა "ჩიკაგოსა" და "ანაჰაიმის" დაპირისპირება. ამ მატჩს შეიძლება ვუწოდოთ ორი ვარსკვლავის დაპირისპირება. ერთის მხრივ, ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ტეემუ სელიანემ, რომელმაც გოლით, შედეგიანი პასითა და ბულიტით დაგვამახსოვრა თავი. მეორეს მხრივ, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა პატრიკ კეინი. მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია, აგრეთვე გადამწყვეტი ბულიტი. ამ მოგებით (და "დეტროიტის" ჩავარდნით) "ჩიკაგომ" ხელთ იგდო ცენტრალური დივიზიონის ლიდერობა. რაც შეეხება "ანაჰაიმს", მისთვის ეს წაგება ზედიზედ მესამე იყო.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გასულ წელს "ედმონტონს" წარმატებისთვის მხოლოდ რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი არ ჰყოფნიდა. გასულ სათამაშო დღეს ჰოლი-ებერლე-ნიუჯენტის ტრიო ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო - სამ კაცზე ხუთი ქულა დააგროვეს. გარდამტეხი ეპიზოდი გახდა მეორე პერიოდის პირველი ხუთი წუთი, რომლის დროსაც "ედმონტონმა" სამი შაიბის გატანა მოასწრო. ეს მოგება ზედიზედ მეორეა "ოილერზისთვის", რისი წყალობითაც "მენავთობეები" პლეი ოფის ზონაში შევიდნენ.

აილენდერსი-პიტსბურგი 0:3

0:1, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 დუპუი-3 (ორპიკი-1), 0:2 პარკი-2 (ეშემი-2), 0:3 ჯ. სტაალი-6 (დუპუი-5).

კაროლინა-ოტავა 2:3 (ბ)

0:0, 0:2, 2:0, 0:0

გოლები: 0:1 კონოპკა-1 (გონჩარი-5, ვინჩესტერი-1), 0:2 სპეცაა-5 (გრინიგი-3, გონჩარი-6), 1:2 ტ. რუუტუ-3 (ჰარისონი-2), 2:2 სკინერი-4 (მაკბეინი-3, ე. სტაალი-2).

ბულიტები გაიტანეს: სპეცა (ოტავა).

კოლამბუსი-დეტროიტი 4:1

2:1, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 უმბერგერი-1 (ვერმეტი-3, რ. იოჰანსენი-2), 1:1 ჰელმი-1 (აბდელკადერი-1, ბერტუცი-2), 2:1 რ. იოჰანსენი-1 (კლიტსომი-3, რასელი-1), 3:1 ჯ. მური-1 (ბასი-1, კლიტსომი-4), 4:1 მაკენზი-1 (უმბერგერი-2, კლიტსომი-5).

ბაფალო-ტამპა ბეი 3:4

გოლები: 1:0 ვანეკი-7 (პომინვილი-8, ლ. ადამი-4), 2:0 ბოიესი-1 (მაკორმიკი-1, ელისი-1), 2:1 ლეკავალიე-4 (სან ლუი-5), 2:2 ტომპსონი-2 (პიატი-1, დ. მური-3), 2:3 სტემკოსი-4 (გილროი-3, მ-ა. ბერჟერონი-8), 2:4 მელოუნი-3 (ბ. კლარკი-2), 3: 4 გერბე- 2 (ბოიესი-2, გოსტადი-1).

ნეშვილი-სან ხოსე 1:3

0:1, 0:0, 1:2

გოლები: 0:1 კუტური-2 (ჰავლატი-3), 1:1 კ. სმიტი-3 (შ. უებერი-3, ფიშერი-1), 1:2 პაველსკი-5 (მარლო-3, ჯ. ტორნტონი-4), 1:3 პაველსკი-6 (მარლო-4, ჯ. ტორნტონი-5).

ჩიკაგო-ანაჰაიმი 3:2 (ბ)

0:0, 1:2, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 გეტცლაფი-3 (პერი-2, სელიანე-3), 1:1 მარიან ჰოსა-5 (პ. კეინი-5, ო'დონელი-3), 1:2 სელიანე-3 (კოლიანო-1), 2:2 შარპი-3 (პ. კეინი-6).

ბულიტები გაიტანეს: ტეუვზი (ჩიკაგო), სელიანე (ანაჰაიმი), პ. კეინი (ჩიკაგო).

ედმონტონი-ვანკუვერი 3:2

0:0, 3:1, 0:1

გოლები: 1:0 ებერლე-1 (ტ. ჰოლი-5, პოტერი-3), 2:0 ჰორკოფი-1 (რ. სმიტი-3), 3:0 ტ. ჰოლი-2 (ებერლე-6, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-3), 3:1 ჰოჯსონი-2 (ედლერი-6, მალორტა-3), 3:2 ბაროუზი-3 (ჰ. სედინი-8, სალო-4).

ფინიქსი-დალასი 2:3

1:1, 0:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 ტორესი-1 (კორპიკოსკი-2, ეკმან-ლარსონი-1), 1:1 სურეი-2 (ბენი-6, ოტი-5), 2:1 დოუნი-4 (რეი უიტნი-4, ლენგკოუ-4), 2:2 ბარიში-2 (რიბეირო-6, მოროუ-3).

ბულიტები გაიტანეს: ო'სალივანი (ფინიქსი), რაიდერი (დალასი), დელეი (დალასი).

ლოს ანჯელესი-ნიუ ჯერსი 0:3

0:0, 0:3, 0:0

გოლები: 0:1 ზუბრუსი-1 (ე. გრინი-3, ელიაში-3), 0:2 ელიაში-4 (სიკორა-3, ე. გრინი-4), 0:3 ზუბრუსი-2 (სიკორა-4, ფეინი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება