ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოლიმპიურ ლიცენზიებში აშკარად ჩამოვრჩით

ოლიმპიურ ლიცენზიებში აშკარად ჩამოვრჩით

ძიუდოში საქართველოს ოლიმპიური გუნდის ყულაბაში უჩვეულოდ მწირი მონაგარია - მხოლოდ და მხოლოდ შვიდი საგზური
ჯერ მხოლოდ შვიდი

შემოდგომაც იწურება და წლევანდელი სალიცენზიო ტურნირებიც, თუმცა ქართული ოლიმპიური გუნდის ყულაბაში უჩვეულოდ მწირი მონაგარია - მხოლოდ და მხოლოდ 7 საგზური, როცა ადრე თამაშების წინა სეზონის ამ პერიოდში ლიცენზიების უმეტესობა უკვე ჯიბეში გვედო. ამ 7 საგზურიდან ერთი ტყვიის სროლაშია მოპოვებული - ის, ტრადიციულად, ყველაზე ადრე ამჯერადაც ნინო სალუქვაძემ დაიმსახურა, ერთიც მშვილდოსანთა მოპოვებული - ქრისტინე ესებუამ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალთან ერთად დაისაკუთრა, დანარჩენი 5 კი მოჭიდავეების მონაგარია.

მოჭიდავეთაგან 1 ბერძნულ-რომაულ ნაკრებზე მოდის - ასევე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მანუჩარ ცხადაიაზე (66), ხოლო 4 თავისუფალი სტილით მოასპარეზეებს ერგოთ - მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსნებს: დავით ხუციშვილს (74), დავით მარსაგიშვილს (84), დავით მოძმანაშვილს (120) და მეხუთეზე გასულ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მიხეილ ზარქუას (60).

სამწუხაროდ, მსოფლიოს პირველობაზე უსაგზუროდ დარჩნენ მოკრივეები, ძალოსნებს კი უახლოეს პერიოდში ელოდებათ ანალოგიური ტურნირი. სალიცენზიო სიაში ლომის წილი მოჭიდავეებზე კი მოდის, მაგრამ მათგან წლეულს მაინც ბევრად მეტს მოველოდით.

განსაკუთრებით - ბერძენ-რომაელთაგან. ამ შემოდგომაზე ხელმოცარულებს და აგრეთვე სხვა სახეობების წარმომადგენლებს (მძლეოსნობა, საწყლოსნო სახეობები, ჩოგბურთი...) შანსი გაისად ისევ მიეცემათ. იმედია, მას წლევანდელზე ბევრად უფრო შედეგიანად გამოიყენებენ.

ძიუდოს შანსები

როგორც ხედავთ, ჩამონათვალში არ არიან ძიუდოისტები, რადგან მათთან ოლიმპიადის მონაწილეთა გამოვლენა ცოტა სხვანაირად ხდება - ეს ორწელიწადნახევარზე გაწერილი მთელი პროცესია, რომელიც მრავალ შეჯიბრს მოიცავს. მათზე ნაჩვენები შედეგებით დგება საერთო რეიტინგი, სადაც 22 ქვეყანა და არა მონაწილე იღებს საგზურს - იმ შემთხვევაში, თუ 22 მოწინავეს შორის ერთი ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელი მოხვდება, მაშინ ოლიმპიურ რეიტინგში საუკეთესო შედეგის მქონე რჩება, სხვები კი უკონკურსოდ რჩებიან, თუმცა არა უშანსოდ - ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი მათაც რჩება, რადგან ამ შემთხვევაში მწვრთნელის გადასწტვეტია, ვის წაიყვანს თამაშებზე, ოღონდ აქ ერთი აუცილებელი პირობაა - ის შემცვლელიც უნდა შედიოდეს იმ 22 კაცში. ამ 22-ს რეგიონული კვოტებიც ემატება, სადაც ევროპას 14 ადგილი ეკუთვნის.

ამჟამად ლიცენზიების მხრივ ყველაზე კარგი ვითარება ძიუდოისტთა ნაკრებში გვაქვს, რადგან საგზურის მოპოვების შანსს შვიდივე წონაში ვინარჩუნებთ - ხუთში შევდივართ 22-კაციან სიაში, 2-ში კი რეგიონულ კვოტაში ვხვდებით. იმ ხუთიდან რამდენიმეს განაღდებული აქვს საგზური - სასწაული უნდა მოხდეს, ისინი უსაგზუროდ რომ დარჩნენ, მაგრამ რადგან სალიცენზიო ტურნირები ჯერ ისევ გრძელდება, კონკრეტულ გვარ-სახელებს გადაჭრით ვერ დავასახელებთ. მით უფრო, ოლიმპიადამდე წელიწადნახევრით ადრე ჩატარებულ შეჯიბრებში ქულები ნახევრდება ანუ 50%-იანი ხდება, ოლიმპიურ ჩათვლაში კი მათგანაც და 100%-იანთაგანაც 5-5 საუკეთესო შედეგი შედის.

...და პოზიციები

60 კილოგრამში ყველაზე მყარი პოზიცია გვაქვს - ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მეშვიდეა, ოლიმპიურში კი 708 ქულით - მეხუთე. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი 360-ით ოლიმპიურ სიაში მე-17 ადგილს იყოფს.

სალიცენზიო ზონაში 285 ქულით დავით ასუმბანიც შედის, რეიტინგს კი 2290 ქულით მყარად ლიდერობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, უზბეკი რიშოდ სობიროვი შესაშური მაჩვენებლით - ბოლო ორი მსოფლიოს გარდა, წლეულს მოიგო მასტერსი, პარიზისა და მოსკოვის "დიდი მუზარადები".

შარშანდელ ქულებს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამითაც კი გაინაღდებდა ლიცენზიას. მას კვალში უდგანან მსოფლიოს პირველობების ფინალში წლეულს და შარშან დამარცხებული ფალავნები, იაპონელი ჰიროაკი ჰიროაკა და ჩვენი უკრაინელი თანამემამულე გიორგი ზანთარაია. პაპინაშვილს ოლიმპიურ რეიტინგში რუსი ევროპის ჩემპიონი არსენ გალსტიანიც უსწრებს.

66კგ

66-ში შალვა ქარდავა მსოფლიოს რეიტინგში 200 ქულით მხოლოდ 42-ეა და სალიცენზიო 22-ში ვერ ხვდება იმის მიუხედავად, წინა 41 კაციდან ბევრი ერთი და იმავე ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ შედის ევროპის 14-კაციან კვოტაში - ამ სიაში სულაც მეორეა. სამწუხაროდ, ამ წონაში სხვა დამაიმედებელი არაფერია - რეიტინგში ქარდავას ისევ ასუმბანი მოსდევს, რომელიც 40 ქულით 107-ეა. იმედია, ქარდავა მალე მოიშუშებს ტრავმას, ვარჯიშსაც განაახლებს და რეიტინგში ქულათა მარაგსაც გაიხვავრიელებს.

73კგ

ევროპის კვოტით ხვდება რეიტინგში ნუგზარ ტატალაშვილიც 73-ში - მისი 228 ქულა მსოფლიოს რეიტინგში 38-ე შედეგია და ვერც 22 კაცში ხვდება, მაგრამ ევროპულ სიაში მეექვსეა. ამ კვოტაში 176-ქულიანი ამბაკო ავალიანიც შედის, თუმცა ტატალაშვილის დაწინაურების გამო ის უკონკურსოდ რჩება.

81კგ

ბოლო დროს ცოტა დავთმეთ პოზიციები 81-ში, სადაც ჩვენგან საუკეთესო ავთანდილ ჭრიკიშვილი 344 ქულით მსოფლიოს ჩამონათვალში 28-ეა, ოლიმპიურში - მე-19, 292-იანი ლევან წიკლაური კი, შესაბამისად, 35-ე და 21-ე. აღსანიშნავია, რომ ჭრიკიშვილი შარშან ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა და სალიცენზიო ტურნირებში არც უასპარეზია, მხოლოდ წლევანდელი შედეგები ეთვლება. მან 100-100 ქულა თბილისის და ბუქარესტის მსოფლიოს თასების მოგებისთვის მიიღო, 60-60 - მსოფლიოს პირველობაზე და ძიგორო კანოს მემორიალზე გამოსვლისთვის, 24 კი ბაქოს "დიდ პრიზზე" მოიპოვა.

ამ წონის რეიტინგს 1870 ქულით ასევე დამაჯერებლად ლიდერობს კორეელი ჯაე-ბუმ კიმი, რომელიც, სობიროვის მსგავსად, მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის გამარჯვებულია. წლეულს მსოფლიოს გარდა, მან აზიის პირველობა და პარიზის მეტად პრესტიჟული შეჯიბრიც მოიგო. მეორეა 73-დან ამონაცვლებული ბრაზილიელი ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი და მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს ბრაზილიელი მფლობელი ლეანდრო გილეირო 1520-ით, რომელიც 81-შიც ისეთივე წარმატებით ჭიდაობს, როგორც - ძველ წონაში, მესამე კი 1000-იანი იაპონელი ტაკაჰირო ნაკაიაა.

90კგ

90-შიც შეგვიძლია გულდამშვიდებით დაველოდოთ ლონდონის ოლიმპიადას - ვალერი ლიპარტელიანი 746 ქულით მსოფლიოს რეიტინგში მეცხრეა, ოლიმპიურში - მეშვიდე. ის ადრეც მოწინავეთა შორის შედიოდა, მაგრამ აბუ დაბის "დიდი პრიზის" მოგებისთვის მიღებულმა 200-მა ქულამ კიდევ უფრო დააწინაურა.

მსოფლიოს რეიტინგში 49-ეა ზვიად გოგოჭური, რომელსაც ჩამონათვალში სულ ოთხი შედეგი მოეძევება, ლომის წილი კი ბუქარესტის მსოფლიოს თასის მოგებით მიღებულ 100 ქულაზე მოდის. ცუდია, ხელის ტრავმის გამო ჭიდაობას რომ ვერ ახერხებს. ამ წონის რეიტინგს ჩვენი გაბერძნებული თანამემამულე ილიას ილიადისი ლიდერობს, 1626 ქულით, რომელიც ასევე მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის გამარჯვებულია.

ისიც მშვენიერ სეზონს ატარებს და ოლიმპიადას გამორჩეული ფავორიტის რანგში ხვდება - მსოფლიოს გარდა, წლეულს მოიგო ევროპის პირველობა და მოსკოვის "დიდი მუზარადი", მეორე იყო მასტერსზე. აქ მეორე ადგილის და ლიცენზიისთვის ცხარე ბრძოლა აქვთ გაჩაღებული იაპონელებს, მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი, 1506-იანი ტაკაში ონო ჯერჯერობით უსწრებს 1428-იან დაიკი ნიშიამას, ვისაც ილიადისმა მსოფლიოს ორივე ფინალი მოუგო. ოლიმპიურ რეიტინგში მესამეა აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ელხან მამადოვი, მაგრამ, შესაძლოა, მას კონკურენცია საკუთარ გუნდში შეექმნას.

მოგეხსენებათ, აბუ დაბიში ამ წონაში იჭიდავა და მესამეზეც გავიდა ელნურ მამადლი, რომელმაც კარიერა 73-დან დაიწყო. სწორედ იქ მოიპოვა მან ყველაზე დიდი წარმატებები - მსოფლიოს ვერცხლი 2007-ში და პეკინის ოლიმპიადის ოქრო 2008-ში (აღსანიშნავია, რომ ორივე ფინალში სამხრეთ კორეელ კი ჩუნ ვანგს შეხვდა). შარშან მან 81-ში გადაინაცვლა, სადაც ევროპის ჩემპიონიც გახდა, მოიგო ქაიროს მსოფლიოს თასი და ბაქოს მასტერსი, დიუსელდორფის "დიდ პრიზსა" და რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზე" კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

დაგვეთანმხებით, მშვენიერი შედეგებია, მაგრამ 81-ში გადმოსვლისთანავე გამოამჟღავნა 90-ში გადასვლის სურვილი, რასაც იქაური ნაკრების მწვრთნელი აგიარ ახუნდზადე არ მიესალმა. ამის მიუხედავად, მან აბუ დაბიში მაინც იჭიდავა ახალ წონაში, სადაც მედალიც მოიპოვა და მამადოვსაც გაუსწრო.

შინ დაბრუნებულმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში 90-ში საბოლოოდ გადასვლის შანსი არ გამორიცხა, მაგრამ აქ ოლიმპიური რეიტინგის ამბავი აუცილებლად ჩაერევა - ამ წონაში პირველად გამოვიდა სალიცენზიო ტურნირზე, 81-ში კი მეოთხე ადგილზეა და საგზური განაღდებული აქვს. იქნებ ქულები კიდევ დააგროვოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ერთ სპორტსმენს მხოლოდ ერთ წონაში შეუძლია ლიცენზიისთვის ბრძოლა. ამდენად, 90-ში რომც დააგროვოს, მაშინ 81-ში ვერ გამოვა. არადა, იქ აზერბაიჯანელებს სხვა რეალური კანდიდატი არ ჰყავთ და ისე გამოვა, ერთ საგზურს ნებაყოფლობით დაკარგავენ, ამაზე კი, არა მგონია, წავიდნენ.

100კგ

ოლიმპიურ რეიტინგში 100-შიც მყარი პოზიცია გვაქვს - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი 620 ქულით მე-12 ადგილზეა. 22-კაცში შედის ირაკლი ცირეკიძეც - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი 454 ქულით მსოფლიოს მასშტაბით წონაში 23-ეა, ოლიმპიურში კი მე-17 ადგილს იყოფს. საინტერესოა, რომ მან წლეულს მხოლოდ სამ ტურნირში იჭიდავა - ევროპაზე და მსოფლიოზე მესამე იყო, ამათ გარდა კი გერმანიის "დიდ მუზარადზეც" იჭიდავა. ჟორჟოლიანს ბევრად მეტი სტარტი ჰქონდა, თუმცა ამათში ლონდონის წამსვლელის გამოსავლენად მთელი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.

მძიმე წონა

მძიმე წონაში მსოფლიოს რეიტინგში ზვიად ხანჯალიაშვილი 23-ეა 370 ქულით, მაგრამ წინმყოფთაგან რამდენიმე ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენელია. ამიტომ ჩვენებური ოლიმპიურ სიაში მე-19 ადგილზეა. მსოფლიოს ჩამონათვალში 34-მდე დაქვეითდა 260-იანი ადამ ოქრუაშვილი, თუმცა ჯერჯერობით ისევ შედის იმ 22-ში, მაგრამ ხანჯალიაშვილს უკვე ძალიან ჩამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!