ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელი გრემ ჰენრი და მისი ასისტენტი სტივენ ჰანსენი "ბარბაროსებს" უხელმძღვანელებენ
მსოფლიოს თასის გამარჯვებულის ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრემ ჰენრი და მისი ასისტენტი სტივენ ჰანსენი 26 ნოემბერს "ბარბაროსებს" უხელმძღვანელებენ, რომელიც ლონდონში, "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, რომ "ბარბაროსთა" შემადგენლობაში "ოლ ბლექსის" ბევრი მორაგბე ითამაშებს, მათ შორის სონი ბილ ვილიამსი, კევინ მეალამუ და ჯერომ კაინო.

"უდიდესი პატივია, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ახლახან გამარჯვებული მორაგბეები, "ბარბაროსები" კვართს მოირგებენ. მათი დამრიგებლები კი ავსტრალისათან მატჩში ჩვენი გუნდის მწვრთნელები იქნებიან.

წინასწარი მონაცემებით, მატჩზე დასასწრები უკვე 40 ათასი ბილეთია გაყიდული. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ "თვიქნემზე" ანშლაგი იქნება" - თქვა "ბარბაროსების" პრეზიდენტმა ჯონ სპენსერმა.

მოსალოდნელია, რომ ავსტრალიელთა წინააღმდეგ მსოფლიოს ვარსკვლავთა ნაკრებში ითამაშონ, ლი ჰალფენიმ, ჯიმი რობერტსმა, სტივენ ჯოუნზმა, ადამ ჯოუნზმა (ოთხივე-უელსი), დენი სიპრიანიმ (ინგლისი), სტირლინგ მორთლოქმა (ავსტრალია) და ჯეისონ ვაითმა (შოტლანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა