"ვიტესი"-"ბრედას" ახალგაზრდების მატჩში არნემელებს 18 წლის ქართველი ნახევარმცველის გოლმა გაამარჯვებინა
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინფორმაცია იყო: "ვიტესი 2" "ბრედა 2"-ს ახალგაზრდებს შორის ჰოლანდიის თასის მატჩში შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. შინ მოთამაშე არნემელები გათამაშების შემდგომ ეტაპზე ვალერი ყაზაიშვილის გოლმა გაიყვანა.

ცხადია, დუბლშემადგენლობების თამაში უმაღლესი რანგის მეტოქეთა მატჩი არ იყო, მაგრამ ვინც მისი ფრაგმენტები ნახა, დამეთანხმება, რომ ყაზაიშვილი ძალზე ეფექტურიც იყო და სასარგებლოც - ორ, სამ და ოთხ მოწინააღმდეგესაც იოლად ატყუებდა, "ვიტესის" შეტევებს ამწვავებდა და მეტოქეს გამუდმებით პრობლემებს უქმნიდა.

მატჩის დასაწყისში 18 წლის ქართველმა მოედნის ცენტრში სწრაფი დრიბლინგით ორი მეტოქეე ჩამოიცილა და ჩინებული გადაცემით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ არნემელმა ფორვარდმა ვერ ივარგა.

მალე ვალერიმ მარჯვენა ფლანგზე ორი მცველი ეფექტური ფინტით ჩამოიშორა, საჯარიმოში შეიჭრა, იქ მესამეც მოატყუა და კარში დაარტყა - მეკარემ ამჯერადაც იმარჯვა.

არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო მეორე ტაიმის ეპიზოდი, როდესაც საჯარიმოსთან მცველს ბურთი ფეხებში გაუტარა, მეორეს გასცდა და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა - "ბრედა" ამჯერადაც მეკარემ გადაარჩინა.

84-ე წუთზე კი პატარა ქართველმა "ქინქლაძე" ჩაატარა: ამ დროს ანგარიში 1:1 იყო, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მცველს გვერდი აუარა და ცენტრისკენ დაიძრა, სადაც კიდევ ოთხ ბრედელს დაახვია თავბრუ, საჯარიმოში მეექვსე ახლოს არ გაიკარა და შორეულ კუთხეში დარტყმით "ვიტესი" 2:1 დააწინაურა. არნემელებმა სწორედ ყაზაიშვილის ამ ულამაზესი გოლით გაიმარჯვეს.

ქართველის შესრულებით ასეთი ეფექტური გოლი ბევრი არ გვახსენდება: 1990 წელს "შევარდენის" ნახევარმცველმა ლევან ყიფიანმა საჯარიმოს ხაზთან თბილისის "დინამოს" მცველებს მარადონას ფინტი გაუკეთა, ერთ მეტრში ოთხი მცველი მოატყუა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

1996 წელს "მანჩესტერ სიტის" პლეიმეიკერმა გიორგი ქინქლაძემ "საუთჰემპტონის" ოთხი მცველი და მეკარე გააპამპულა და ისეთი გოლი გაიტანა, დღემდე ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესოთა შორის მეექვსე ადგილზეა.

2005 წელს გოჩა ხოჯავამ თბილისში, ავლაბრის სტადიონზე ფოთის "კოლხეთის" ექვსი მცველი დრიბლინგით ჩამოიცილა, ზედ მეკარეც მიაყოლა და ისე შეაგდო.

2010 წელს კი დანიის პირველ ლიგაში დავით დევდარიანმა მოაწყო ტექნიკის დემონსტრირება: კუთხურის ხაზთან მოედნის მცირე მონაკვეთზე ოთხი მცველი მოატყუა და მეკარეს შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაუტანა.

ნახეთ ყაზაიშვილის ეს გოლი და აუცილებლად გაგახსენდებათ ქინქლაძის ბავშვობა. ძალიან მინდა, ვირწმუნო, რომ არნემულ კლუბში სწორედ ის მოთამაშე იზრდება, რომელიც ეროვნულ ნაკრებს გამოადგება - დრიბლიორი, სწრაფი, ტექნიკური, არაორდინარული გადაცემებით შეტევების გამამწვავებელი, რომელიც მეტოქეს გამუდმებით უჩენს თავსატეხს.

ისაც მაიმედებს, რომ ვაკო ყაზაიშვილი შრომისმოყვარე და თავმდაბალი ბიჭია, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია, იმედია, მალე ფიზიკურადაც მოღონიერდება, ტაქტიკურად და თეორიულად გაიზრდება და საქართველოს ნაკრებს გამოადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nukri
ვიდეო, მაღლა .სათაურის მარჯვნივ არის ვიდეოკამერის ხატულაას უნდა დაეწკაპუნოს
oto
გვანახეთ რა ეს გოლი
mumu
გოლი დაიდოს
bencho
სად შეიძლება ამ გოლის და მატჩის ფრაგმენტების ნახვა?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა