"დინამო"-"გაგრას" (3:0) დასრულების შემდეგ ორივე გუნდის თავკაცები ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ
"დინამო"-"გაგრას" (3:0) დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში, მონაწილე გუნდის თავკაცები ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

ალექს გარსია:"პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად გვეჭირა ბურთი და აქედან გამომდინარე სათამაშო უპირატესობას ვფლობდით. მეორე ნახევარში მეტოქემ გახსნილი თამაში შემოგვთავაზა, რამაც გოლების გატანის საშუალება მოგვცა. მინდა აღვნიშნო, რომ "გაგრა" ძლიერი გუნდია.

დღეს საფეხბურთო თვალსაზრისით "დინამომ" ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა, მეორე ტაიმი კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, სწორედ ამ მონაკვეთში მოვახერხეთ მეტოქის საბოლოოდ გატეხვა და სასურველი სამი ქულის მოპოვება. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ეს ყოველივე კი ანგარიშზეც აისახა.

რაც შეეხება ხოჭოლავას, პირველ რიგში მივულოცავ მას სადებიუტო შეხვედრის ჩატარება.ის კარგი ფეხბურთელია, მისი იმედი გვაქვს და მას მომავალში პირველი გუნდის ფეხბურთელად მოვიაზრებთ".

ზვიად ჯელაძე:"ვულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ასეთი ანგარიშით მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ჩვენ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი სწრაფად გავუშვით გოლი, რამაც ჩვენი სათამაშო სქემა ფაქტიურად არია.

გაშვებულმა ბურთმა ბიჭებზე დიდი ზეგავლენა იქონია და შეხვედრა დიდი ანგარიშით წავაგეთ. იმედი გვაქვს დარჩენილ შეხვედრებში უკეთესად ვიასპარეზებთ, "დინამოს" კი მინდა წარმატება ვუსურვო".

fcdinamo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა