კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი ტეოფილო გუტიერესი იანვარში შეიძლება "პორტუში" აღმოჩნდეს
კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი ტეოფილო გუტიერესი იანვარში შეიძლება "პორტუში" აღმოჩნდეს.

"დრაკონებს" ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დიდი ხანია ჰქონდათ, მაგრამ ზაფხულში თავდასხმა მხოლოდ ბრაზილიელი კლებერით გააძლიერეს. მათ მოგვიანებით "ატლეტიკოში" რადამელ ფალკაო გაყიდეს, რამაც გუნდის შემტევი პოტენციალი საგრძნობლად შეასუსტა.

სწორედ ამის გამო დაუბრუნდნენ ისინი 26 წლის თავდამსხმელის კანდიდატურას. არგენტინული პრესა წერს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ტეოფილოს შეძენა "ნაპოლის", "ფიორენტინას", "ინტერს" და "ბოკა ხუნიორსსაც" სურთ, თუმცა "პორტუ" ლოგიკურად მიიჩნევა ფავორიტად ამ ბრძოლაში, რადგან ამ გუნდში გუტიერესის ორი მეგობარი ფრედი გუარინი და ამეს როდრიგესი ირიცხება.

ბუნებრივია, მათ შეუძლიათ თავდამსხმელს ევროპასთან ადაპტაცია გაუადვილონ. აველიანედის "რასინგის" ხელმძღვანელობა ტეოფილოს ალბათ სიამოვნებით გაყიდის, რადგან მასა და გუნდის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ბოლო ხანს ურთიერთობა ერთობ დაეძაბათ.

ბოკადან ბენფიკაში

"ბოკა ხუნიორსის" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ნიკოლას კოლასომ იანვარში შესაძლოა თავი "ბენფიკაში" ამოყოს. არგენტინული პრესა წერს, რომ "არწივების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ბუენოს აირესში და მათთან მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი უკვე გამართეს.

გაზეთები გარიგების დეტალებზე ჯერ ვერაფერს წერენ. ფეხბურთელმა წელს "ბოკას" შემადგენლობაში 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ზაფხულზე კოლასოს გადაბირების უმთავრეს ფავორიტად ლისაბონის "სპორტინგი" მიიჩნეოდა. "ა ბოლას" ინფორმაციით, უკანასკნელებს თავის განზრახვაზე ხელი ჯერაც არ აუღიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა