ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ "თეთრ ჯგუფში" ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე თამაში გაინაღდა
WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ "თეთრ ჯგუფში" ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

ბელარუსი როლან გაროსის ჩემპიონ ნა ლის ხვდებოდა და დიდი უპირატესობით აჯობა ჩინელს - 6:2, 6:2. აზარენკამ თითო პარტიაში ორ-ორი ბრეიკი გააკეთა, მეტოქეს კი ერთი საკუთარი გეიმიც არ დაუთმო.

ასევე ნახევარფინალში ითამაშებს "წითელი ჯგუფის" წევრი პეტრა კვიტოვა. უიმბლდონის ჩემპიონმაც იოლად მოუგო თავისი გუშინდელი შეხვედრა მსოფლიოს პირველ ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკის - 6:4, 6:2.

პირველ სეტში ჩეხმა სასტარტო გეიმში გააკეთა ბრეიკი და დამაჯერებლად მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე, მეორე სეტში კი ორი ბრეიკის აღება შეძლო და ისევ არ დაუთმო მეტოქეს საკუთარი გეიმი. უფრო მეტიც, დანიელმა მთელი მატჩი ისე წარმართა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტი არ აუღია.

დღის მესამე მატჩში აგნიეშკა რადვანსკამ რუსი ვერა ზვონარევა დაამარცხა და თუ დღეს კვიტოვას მოუგებს, ნახევარფინალში გავა. თუმცა პოლონელს ჩეხთან წაგების შემთხვევაშიც ექნება შანსი - ამ შემთხვევაში სამ ჩოგბურთელს შორის სეტებისა და გეიმების შეფარდება დაითვლება.

WTA Championships

სტამბოლი (თურქეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 900 000 დოლარი

წითელი ჯგუფი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 6:4, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-ვერა ზვონარევა (რუს) 1:6, 6:2, 7:5.

თეთრი ჯგუფი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-ნა ლი (ჩინ) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა