ფორმატშეცვლილ ტურნირში ამიერიდან 16 ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ
"თანამეგობრობის თასი" ფორმატს იცვლის და ახლებურად ჩატარდება. ინფორმაცია "მოსკოვსკიე ნოვოსტის" ვებგვერდმა გაავრცელა.

გაზეთის ცნობით, ამიერიდან ტურნირზე მიიწვევენ არა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩემპიონებს, არამედ მათ ახალგაზრდულ ნაკრებებს. შესაბამისი მიწვევები უკვე დაეგზავნათ ამ ქვეყნების ფედერაციებს.

ტურნირის მონაწილეთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ეს მხოლოდ მომავალ კვირას გაირკვევა, როდესაც "თანამეგობრობის თასის" საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

წინასწარი მონაცემებით, ტურნირში 16 ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ, თუმცა ისიც ითქვა, სავალდებულო არ არის, მონაწილენი მაინცდამაინც პოსტსაბჭოეთის ქვეყნებს წარმოადგენდნენო.

მიიღეს თუ არა საქართველოში "თანამეგობრობის თასზე" მიწვევა? ამ კითხვით ნაკრები გუნდების ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძეს მივმართეთ, რომლის თქმითაც, ფეხბურთის ფედერაციაში მოსკოვიდან ასეთი შეტყობინება არ მოსულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო "საბჭოური ფეხბურთის ბაზრობაზე" ამჯერადაც არ იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ქართულმა კლუბებმა "თანამეგობრობის თასის" გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა