ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესლიგის სტარტი. ბაიერნმა ბოლო წუთზე გადაწყვიტა...

ბუნდესლიგის სტარტი. ბაიერნმა ბოლო წუთზე გადაწყვიტა...

ბუნდესლიგის პირველი ტურის გახსნით მატჩში ჩემპიონმა "ბაიერნმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა...
ბუნდესლიგა 2010/2011 მოქმედი ჩემპიონისა და ექს-ჩემპიონის მატჩით გუშინ დაიწყო. პირველ მატჩს წინ უძღოდა ლამაზი, მინი შოუ-პროგრამა და გერმანიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტ რაინჰარდ რაუბალის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ ეს სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო და დაძაბული უნდა იყოს გერმანული ფეხბურთის ისტორიაში. რაუბალთან ერთად, მიუნხენის "ალიანს არენაზე" შეკრებილი 69 000 ქომაგის თვალწინ "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეც წარსდგა, რომელმაც განაცხადა, რომ რეკორდმაისტერმა ტიტული უნდა შეინარჩუნოს, თუმცა იქვე დასძინა, ამის გაკეთება ადვილი ნამდვილად არ იქნებაო.

მერე კი ფეხბურთი გაჩაღდა და უკვე მე-8 წუთზე "ბაიერნი" თომას მიულერის მომხიბვლელი გოლით დაწინაურდა. ბავარიული გრანდისა და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავმა გოლის მომენტში ვოლფსბურგელთა ახალი მცველი, 21 წლის სიმონ კიაერი დაჩაგრა და "მგლების" შვეიცარიელ მეკარე დიეგო ბენალიოს მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. პირველ ტაიმში "ვოლფსბურგს" ხეირიანი არაფერი გაუკეთებია და მეორე ტაიმში დამტკიცდა, რომ ამის მიზეზი "მგლების" ინგლისელი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის გადაწყვეტილება გახლდათ, რომელმაც გამთამაშებელი ზვიეზდან მიშიმოვიჩი ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესა. მაკლარენმა, რომელიც შეგირდებს მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ემოციურად ხელმძღვანელობდა, ბოსნიელი დირიჟორი თამაშში შესვენების შემდეგღა ჩართო, მიხვდა რა, რომ მიშიმოვიჩის გარეშე მის გუნდს საერთოდ არაფერი გამოსდიოდა - ერთადერთ ფორვარდ ედინ ჯეკოს უბრალოდ პასის მიმწოდებელი არ ჰყავდა.

მიშიმოვიჩთან ერთად კი, "ვოლფსბურგი" სულ სხვანაირად ათამაშდა. თვითონ განსაჯეთ: მეორე ტაიმის პირველ ოთხ წუთში ვოლფსბურგელებმა ოთხი (!) საგოლე მომენტი შექმნეს - ეს მაშინ, როცა პირველ ნახევარში "ბაიერნის" მეკირე ჰანს-იორგ ბუტი ერთხელაც არ შეუწუხებიათ. შესაბამისად, ლოგიკური იყო ჯეკოს მიერ გატანილი გოლი, რითაც ანგარიში გათანაბრდა. ედინმა კუთხურიდან იხეირა, როცა ყველას დაასწრო და ბურთი ბუტის კარში თავით გადაგზავნა. ზოგადად, "მგლებმა" მეორე ტაიმი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ფრეს იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ "ბაიერნმა" თავისი გვიან, მაგრამ მაინც გაიტანა: მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე, ფრანკ რიბერის გენიალური პასით ბასტიან შვაინშტაიგერმა იხეირა, რომელიც ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარტო აღმოჩნდა, ბურთისკენ მოხდენილად ჩასრიალდა და ბენალიოს მოგერიების შანსი არ დაუტოვა - 2:1.

"ბაიერნის" რიგებში, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ახალგაზრდა ტონი კროოსმა, რომელიც 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ცენტრფორვარდ მიროსლავ კლოზეს უკან გახლდათ გამწესებული. კროოსმა მოედანზე 73 წუთი გაატარა და ბევრი არაფერი გაუკეთებია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ბაიერნს" არიენ რობენის არყოფნა დიდად არ დასტყობია. მართალია, ლუის ვან გაალის გუნდის შეტევებში გრანდიოზული არაფერი ყოფილა (თუ არ ჩავთვლით მიულერის ლამაზ გოლს და რიბერი-შვაინშტაიგერის ასევე ბრწყინვალე კომბინაციას, რომელიც გამარჯვების გოლით დაგვირგვინდა), მაგრამ მთავარი ის არის, რომ მიუნხენურმა გიგანტმა სეზონი სამი ქულით დაიწყო.

აქვე გეტყვით, რომ მატჩს წინ უძღოდა "ბაიერნში" მომხდარი მცირე სკანდალი. საქმე იმაშია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ვერმოხვედრით განრისხებულმა მარტინ დემიკელისმა ვან გაალს უსაყვედურა და გათავისუფლება სთხოვა. საფინალო სასტვენის შემდეგ "ბაიერნის" ჰოლანდიელ მწვრთნელს არგენტინელზე ჰკითხეს და ლუისმა თქვა, მარტინის აბსოლუტურად მესმის, შარშან სულ ვათამაშებდი, ახლა კი სკამზე ვსვამდი, რაც არ მოეწონაო და იქვე დასძინა, რომ დემიკელისი "ბაიერნიდან" ალბათ წავა.

ბაიერნი-ვოლფსბურგი 2:1

ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, კონტენტო - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, ტ. კროოსი (73. პრანიჩი), რიბერი - კლოზე (73. გომესი).

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - პეკარიკი (46. მიშიმოვიჩი), ბარძალი, კიაერი, მ. შეფერი - რიტერი, ჟოსუე - ზიანი (77. დეჟაგა), სისერო, მანჯუკიჩი (88. გრაფიტე) - ჯეკო.

გოლები: 1:0 თ. მიულერი (8), 1:1 ჯეკო (55), 2:1 შვაინშტაიგერი (91)

გაფრთხილება: 1-3; დარტყმა: 17(5)-11(5); ჯარიმა: 6-25; კუთხური: 9-3; ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 69 000

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა