ბერძნულ რესტორან "როდოსში" ქართველ და ბერძენ მონარდეთა შორის პირველი ამხანაგური საერთაშორისო მატჩი გაიმართა
კოსტანტინოს კოსმიდისი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა 25 წელიწადი დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში იმუშავა ინჟინრად.

რვა წელიწადია, ოჯახთან ერთად სალონიკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სპორტული ნარდისა და სხვა სამაგიდო თამაშების ფედერაცია ჩამოაყალიბა. ნოსტალგიის გასაქარვებლად და საქართველოსთან ურთიერთობის გასამტკიცებლად სწორედ სპორტული ნარდი აირჩია.

ინტერნეტით მოძებნა და შეეხმიანა საქართველოს ნარდის ასოციაციის პრეზიდენტ თემურ ქურციკიძეს, სალონიკელ თანამოაზრეებთან ერთად თბილისს ეწვია და ბერძნულ რესტორან "როდოსში" პირველი ამხანაგური საერთაშორისო მატჩიც გაიმართა ქართველ და ბერძენ მონარდეთა შორის. მასპინძელთა სპორტულ ღირსებას იცავდნენ დედაქალაქის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტარი ბეჟან ხურციძე, სენიორებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ომარ დვალი, ცნობილი მსახიობი იმედა კახიანი და სხვები.

შეჯიბრებები ოთხ სახეობაში გაიმართა. ნარდი საერთაშორისო წესებით: ბეჟან ხურციძე-გიორგიოს მანამასიდისი 11:10, ომარ დვალი-კოსტანტინოს კოსმიდისი 7:3. მოკლე ნარდი: სოფო ვასაძე-მადონა სავიდი 6:7, სოფო გოდუაძე-იზოლდა სარიდი 3:7, იმედა კახიანი-ემანუელ პილავოვი 8:3, დავით დათოშვილი-იური სარიდი 6:7. გრძელი ნარდი. ომარ დვალი-კონსტანტინოს კოსმიდისი 9:4. წყვილები. იმედა კახიანი, არტურ ზადიკიანი-იური სარიდი, მანუელ პილავოვი 5:2.

თემურ ქურციკიძემ და კონსტანტინოს კოსმიდისმა შეჯიბრების მონაწილენი სამახსოვრო პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

სტუმრებმა მასპინძლები გაისად საპასუხო ვიზიტით სალონიკში მიიწვიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა