მონაკოში, წლის საუკეთესო ველომრბოლების დაჯილდოვების ცერემონიაზე სეზონის საუკეთესო მრბოლელის პრიზი ბელგიელს მისცეს
ველოსპორტში სეზონი ბელგიელი ფილიპ ჟილბერის ტრიუმფით დასრულდა. მონაკოში წლის საუკეთესო ველომრბოლების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა და სეზონის საუკეთესო მრბოლელის პრიზი - "ოქროს ველოსიპედი" სწორედ ბელგიელმა სპორტსმენმა დაისაკუთრა.

გამოკითხვა ტრადიციულად ფრანგულმა ჟურნალმა "ველო მაგაზინმა" ჩაატარა და ჟილბერმა 89 ქულა მიიღო, რითაც უკან ჩამოიტოვა ტურ დე ფრანსის ჩემპიონი, ავსტრალიელი კეიდელ ევანსი და ბრწყინვალე ბრიტანელი სპრინტერი მარკ კევენდიში, რომლებმაც შესაბამისად, 73 და 54 ქულა მიიღეს. ამჯერად სამეულში ვერ მოხვდა "ოქროს ველოსიპედის" შარშანდელი მფლობელი, შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა.

"ვფიქრობ, ფანტასტიკური სეზონი მქონდა, რადგან ყველა ერთდღიანი კლასიკური რბოლა მოვიგე. ამიტომაც დავიმსახურე ეს აღიარება", - განაცხადა დაჯილდოვების ცერემონიის დროს ჟილბერმა.

ბელგიელი ერთდღიანი რბოლების სპეციალისტად არის მიჩნეული და მან წელს 18 სტარტის მოგება მოახერხა.

მონაკოში აგრეთვე გამოვლინდა საუკეთესო ფრანგი ველომრბოლი - ეს ტიტული ტომას ვიოკლერმა მიიღო, ხოლო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელი გახდა - პეტერ საგანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა