ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ "ნანსის" მცველი დაასახელეს, რომელსაც სამი მოხსნა და ორი პასი არ ეყო სამმაგ დუბლამდე
ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური შვიდი მატჩით დასრულდა. D ჯგუფში სამი შეხვედრა გაიმართა და აქედან ერთში მოულოდნელი შედეგი მივიღეთ. თურქეთის "გალათასარაიმ" შინ წააგო რუსეთის "უნიქსთან".

მასპინძლების რიგებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ცენტრს ზაზა ფაჩულიას, მის გარეშე კი "გალათასარაიმ" პირველი მეოთხედი 9 ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ დარჩენილ მეოთხედებს აგებდა, ყველაზე დიდი დარტყმა კი ბოლო 10-წუთეულში მიიღო, როცა 9 ქულით დამარცხდა და საბოლოოდ შეხვედრა ოთხი ქულით დათმო. ამ მატჩის შემდეგ გუნდებს თითო მოგება და წაგება აქვთ.

D ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა "მონტეპასკიმ", როგორც მოსალოდნელი იყო, შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა სლოვენიის" "ოლიმპია". მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, როცა 10 წუთში "მონტეპასკიმ" 26 ქულა ჩააგდო, "ოლიმპიამ" - მხოლოდ ოთხი.

ზედიზედ მეორე მატჩია იტალიელთა რიგებში საუკეთესოა მაკედონიის ნაკრების ლიდერი ბო მაკალები. ამჯერად მან თავის გუნდს 17 ქულა შესძინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. "მონტეპასკის" ორიდან ორი მოგება აქვს, "ოლიმპიას" - ორი წაგება.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მადრიდში გაიმართა, სადაც "რეალმა" "მილანს" უმასპინძლა. თავდაპირველად ესპანური კლუბი მდევრის როლში აღმოჩნდა, ვინაიდან სტუმრებმა პირველი მეოთხედი ოთხი ქულის სხვაობით მოიგეს, დიდ შესვენებამდე კი სამქულიანი უპირატესობით მივიდნენ. მაგრამ "რეალმა" მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარა. ამ გუნდში საუკეთესოები იყვნენ კეროლი 21 ქულით და რუდი ფერნანდესი 17 ქულით. სწორედ მათი მონდომებით "რეალმა" მეორე ტაიმი 10 ქულით მოიგო და 85:78 გაიმარჯვა. "რეალი" ერთადერთი გუნდია ც ჯგუფში, რომელსაც ორიდან ორი მოგება აქვს.

მადრიდელთა მსგავსად მოიგო მეორე ესპანურმა გრანდმა "ბარსელონამ" და მასაც D ჯგუფში ორიდან ორი მოგება აქვს.

კატალონელები მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას შინ პოლონეთის "პროკომის" წინააღმდეგ: პირველი მეოთხედი ხუთი ქულით მოიგეს, მეორე - ექვსით, მესამე - შვიდით, ხოლო მეოთხე ცხრით და საბოლოოდ, 88:61 გაიმარჯვეს. ამჯერად "ბარსას" რიგებში ყველაზე შეგედიანი სლოვენიელი ერაზემ ლორბეკი იყო 20 ქულით. პოლონურმა კლუბმა ევროლიგის გათამაშება ზედიზედ ორი წაგებით დაიწყო.

მნიშვნელოვანი იყო A ჯგუფის ფავორიტების - "ოლიმპიაკოსისა" და "ფენერბაჰჩეს" შეხვედრა. ორივეს წაგებული ჰქონდა პირველი ტურის მატჩი და შესაბამისად, გამარჯვება ესაჭიროებოდათ. თითქმის თანაბარ შეხვედრაში უფრო მეტად "ოლიმპიაკოსს" გაუმართლა.

გუნდებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. პირველი ნახევარი "ფენერბაჰჩემ" 11 ქულით მოიგო, მაგრამ მასპინძლებმა ეს სხვაობა მესამე მეოთხედში გააბათილეს, მეოთხეში კი საბოლოო დარტყმა მიაყენეს მეტოქეს - 81:74. ბერძნების რიგებში გაიბრწყინეს სპანულისმა და პრინტეცისმა, რომლებმაც შესაბამისად, 22 და 21 ქულა შესძინეს "ოლიმპიაკოსს".

ასევე პირველი გამარჯვება მოიპოვა წლევანდელ ევროლიგაზე საფრანგეთის "ნანსიმ", რომელიც შინ ეთამაშებოდა "ბილბაოს". საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე ბასკური კლუბი ერთი ქულით იგებდა, მაგრამ დარჩენილი დრო "ნანსიმ" 15:0 მოიგო და შეხვედრა 14-ქულიანი უპირატესობით დაასრულა. გამარჯვებულთა რიგებში შეუდარებელი იყო ნიკოლა ბატუმი, რომელმაც 26 ქულას 7 მოხსნა და 8 პასი დაუმატა და სულ მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს თითო მოგება და წაგება აქვს.

ჯერჯერობით უჭირს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - თელ ავივის "მაკაბის". პირველ ტურში "მილანთან" წაგების შემდეგ, ისრაელის ჩემპიონმა შინ დიდი გაჭირვებით მოუგო სერბეთის "პარტიზანს.

არადა, მასპინძლებს შეეძლოთ საქმე აქამდე არ მიეყვანათ. პირველი სამი მეოთხედის შემდეგ "მაკაბის" კომფორტული 16-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ინიციატივა მთლიანად მეტოქეს გადააბარა, რისი წყალობითაც "პარტიზანი" 16:5 გაიქცა, თუმცა დრო არ ეყო ანგარიშის გასათანაბრებლად.

70:66 - მოიგო "მაკაბიმ", რომლის რიგებში ვეტერანი პაპალუკასი 13 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. 11 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი იყო "ლეიკერსის" ყოფილი მცველის ჯორდან ფარმარის ანგარიშზე.

ტურის MVP

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურის საუკეთესო მოთამაშედ "ნანსის" მცველი ნიკოლა ბატუმი დაასახელეს, რომელსაც სამი მოხსნა და ორი პასი არ ეყო სამმაგ დუბლამდე. გარდა ამისა, იმ 15:0 გაქცევაში, რომლითაც "ნანსიმ" "ბილბაოსთან" მატჩში გამარჯვება მოახერხა, ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ფრანგ კალათბურთელს ჰქონდა - 11 ქულა ჩააგდო.

ამ ყველაფერმა ბატუმს სარგებლიანობის რეიტინგში 36 ქულა მოუტანა.

ტურის რიცხვი

მადრიდის "რეალის" ცენტრმა ფელიპე რეიესმა ევროლიგის ისტორიაში მოხსნების რაოდენობით მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა. ამჟამად ესპანელ კალათბურთელს 813 მოხსნა აქვს.

"მილანთან" მატჩში შვიდი მოხსნის წყალობით რეიესმა არგენტინელ ლუის სკოლას გაუსწრო. მადრიდელი მეშვიდე ადგილზეც მალე გადავა, რადგან ამ პოზიციაზე მყოფ იტალიელს გრეგორ ფუჩკას 818 მოხსნა აქვს.

A ჯგუფი

ოლიმპიაკოსი-ფენერბაჰჩე 81:74

12:14, 14:23, 27:17, 28:20

ო: სპანულისი (22+7 პასი), პრინტეცისი (21+7 პასი), გეჩევიჩუსი (13), ჰაინსი (10).

ფ: სეფოლოშა (17+12 მოხსნა), გიტსი (14+6 მოხსნა), უკიჩი (13), პრელჯიჩი (8+5 მოხსნა+7 პასი).

ნანსი-ბილბაო 87:73

17:18, 21:20, 23:20, 26:15

ნ: ბატუმი (26+7 მოხსნა+8 პასი), მოერმანი (15+5 მოხსნა), აკინგბალა (14+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), შულერი (10).

ბ: ბანიჩი (16+5 მოხსნა), ვასილიადისი (12), ჯექსონი (11+6 მოხსნა), ერველი (9+6 მოხსნა).

მ წ +/-

1. კ. ლაბორალი 2 0 15

2. ნანსი 1 1 3

3. ბილბაო 1 1 1

4. კანტუ 1 1 -1

5. ოლიმპიაკოსი 1 1 -8

6. ფენერბაჰჩე 0 2 -10

C ჯგუფი

რეალი-მილანი 85:78

14:18, 22:21, 27:23, 22:16

რ: კეროლი (21), ფერნანდესი (17+4 პასი), ლიული (13+4 პასი), ბეგიჩი (9+7 მოხსნა).

მ: ნიკოლასი (24), ჰეირსტონი (18), გალინარი (12).

მაკაბი-პარტიზანი 70:66

19:12, 22:17, 15:11, 14:26

მ: პაპალუკასი (13), ფარმარი (11+6 მოხსნა+6 პასი), პნინი (10), ელიაჰუ (10), ჰენდრიქსი (9+5 მოხსნა).

პ: მილოსავლევიჩი (14+5 მოხსნა), მაჩვანი (14+6 მოხსნა), ლოუ (12+4 პასი), პეკოვიჩი (10+7 მოხსნა).

მ წ +/-

1. რეალი 2 0 31

2. ეფესი 1 1 10

3. მილანი 1 1 0

4. მაკაბი 1 1 -3

5. შარლერუა 1 1 -23

6. პარტიზანი 0 2 -15

D ჯგუფი

გალათასარაი-უნიქსი 64:68

21:12, 14:16, 15:17, 14:23

გ: ანდრიჩი (14+7 მოხსნა), შიპი (11), სონგაილა (10).

უ: დომერკანტი (16), გრირი (12+4 პასი), სავრასენკო (9+7 მოხსნა).

მონტეპასკი-ოლიმპია 79:57

26:4, 12:25, 23:11, 18:17

მ: მაკალები (17+3 ჩაჭრა), ლავრინოვიჩი (12+8 მოხსნა), კაუკენასი (11), მოსი (10).

ო: ბერტანში (12).

ბარსელონა-პროკომი 88:61

23:18, 24:18, 17:10, 24:15

ბ: ლორბეკი (20), ნავარო (14+5 პასი), უერტასი (11+5 პასი), ეიდსონი (10+7 მოხსნა), მიკელი (10).

პ: ლაფაიეტი (15), გი (10), ლაპეტა (9+5 მოხსნა).

მ წ +/-

1. ბარსელონა 2 0 49

2. მონტეპასკი 2 0 30

3. გალათასარაი 1 1 0

4. უნიქსი 1 1 -4

5. პროკომი 0 2 -31

6. ოლიმპია 0 2 -44

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება