ლიგა 1. XII ტურის წინ
შუა კვირაში ლიგის თასის გათამაშებაში პსჟ შერცხვა, წააგო რა ლიგის დებიუტანტ “დიჟონთან” 3:2. სეზონის დაწყებამდე დედაქალაქელები ამაყად აცხადებდნენ, ოთხივე ფრონტზე (ლიგისა და საფრანგეთის თასები, ჩემპიონატი და ევროპის ლიგა) წარმატების მისაღწევად ვიბრძოლებთო. მათი დანაქადნები რომ არ შესრულდება უკვე ცხადია.

ახლა მათ სერიოზულად მართებთ საქმისადმი მიდგომა და “კანის” დამარცხება, რათა მცირედ, მაგრამ შელახული სახელი აღიდგინონ. წაგებული თამაშის შემდეგ ანტუან კომბუარემ განაცხადა, ეს დამარცხება ჩვენთვის გარკვეულწილად გაფრთხილებასავით არის, რათა მომავალში ასე იოლად არ მოვეშვათ და თამაშის დაწყებამდე მეორედ აღარ ვიფიქროთ, რომ ის უკვე მოგებულიაო. მუსიე ანტუანს არც ის ავიწყდება, რომ იმავე “დიჟონთან” რამდენიმე დღით ადრე მისმა ბიჭებმა ასევე ცუდად ითამაშეს და რომ არა მისი ვარსკვლავების მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა, 3 ქულას ვერც ჩემპიონატის დაპირისპირებაში შესწვდებოდნენ.

რაღაც წილად დამნაშავე ალბათ თავად მწვრთნელიც არის, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 4 კაცი მარკოს სეარა, დიეგო ლუგანო, მამადუ სახო და ჟერემი მენეზი დატოვა. ვერაფრით დაეხმარა გუნდს სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილი მეკარე ნიკოლა დუშეზიც.

მწვრთნელის მოსაზრებას იზიარებს პარიზელთა მარჯვენა მცველი კრისტოფ ჟალეც:

“დიჟონთან” დამტკიცდა, რომ თუკი გვინდა და ამბიციაც გვაქვს, რომ ტურნირის სათავეში ბოლომდე დავრჩეთ, არ გვაქვს უფლება რომელიმე შეხვედრას ასე ზერელედ მოვეკიდოთ. დღეს ჩვენი საქმე სათანადოდ რომ გაგვეკეთებინა, შემდეგ რაუნდში გადავიდოდით”. “

კანთან” შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდებიან სალვატორე სირიგუ, ნენე, ხავიერ პასტორე და კევინ გამეირო. ზემოთაც ვთქვით, გუნდს სერიოზულად მართებს საქმისადმი მიდგომა-თქო, დიახ, ასეა, რადგან ჩემპიონატში მათ ზედიზედ მეექვსე შეხვედრის მოგება შეუძლიათ და თუ ეს მოახერხეს, მე-11 წაუგებელი შეხვედრას “გამოაცხობენ”.

მასპინძელთა შორის გამორიცხულია გიიომ ოაროსა და ბლეზ მატუიდის გამოჩენა. პირველი ჯერაც არ მორჩენილა მხრის ოპერაციის შემდეგ სარეაბილოტაციო კურსს, მეორეს კი ბარძაყის ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია. ისინი ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობენ, მაგრამ გუნდს როდის შეუერთდებიან, არავინ იცის. ალბათ მალე დაიწყებს სრულად დატვირთვას სერბი მილან ბიშევაციც, ვისაც სექტემბერში სერბეთის ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ აღარ უასპარეზია. მან უკვე ითამაშა 45 წუთი დუბლების მატჩში. უმნიშვნელო ტრავმები აწუხებთ სიაკა ტიენესა და კლემან შანტომს, მაგრამ მათ იმედი აქვთ, რომ კომბუარე ძირითადში გაამწესებს.

რაც შეეხება “კანს”: ფრანკ დიუმას გუნდს ღირსეული სტარტი ჰქონდა. ისინი თავს ამაყად გრძნობენ, როცა ცხრილს უყურებენ. 11 ტურში დაგროვილი 15 ქულა და მე-9 ადგილი მათი შესაძლებელობებიდან გამომდინარე, ნორმალური შედეგია. ბოლო 7 დაპირისპირებიდან (თასის ჩათვლით) გუნდმა 3 მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და ერთხელაც წააგო, ისიც მე-2 ადგილოსან “მონპელიესთან”.

დიუმამ თასზე “ოსერთან” ლამის ახალგაზრდული გუნდი გაიყვანა და გასვლითი თამაში მოიგო. პირველი გოლი გაიტანა 23 წლის ლივიო ნაბაბმა. მოსალოდნელია, რომ სარეზერვო შემადგენლობის ფეხბურთელი ამჯერად უკვე ჩემპიონატის განაცხადშიც მოხვდება. ერთთამაშიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ (“მონპელიესთან” შეხვედრაში გააძევეს) ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება ასევე პიერ-ალენ ფროც. ხოლო იმაში, რომ გუნდს გრეგორი ტაფორო და ბრანკო ლაზარევიჩი ვერ დაეხმარებიან, ახალი არაფერია.

ლიგა 1. XII ტური

დღეს:

აიაჩო-ბორდო 21:00

ბრესტი-ლორიანი 21:00

დიჟონი-მარსელი 21:00

ევიანი-ოსერი 21:00

მონპელიე-ლორიანი 21:00

პსჟ-კანი 21:00

ლიონი-სტ. ეტიენი 23:00

ხვალ:

ნიცა-სოშო 20:00

ტულუზი-რენი 20:00

ვალანსიენი-ლილი 24:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 11 8 2 1 21-8 26

2. მონპელიე 11 7 2 2 25-15 23

3. ლილი 11 6 4 1 21-12 22

4. რენი 11 6 3 2 21-14 21

5. ლიონი 11 6 2 3 18-13 20

6. ტულუზი 11 5 4 2 12-10 19

7. ლორიანი 11 4 5 2 12-9 17

8. სტ. ეტიენი 11 4 4 3 11-13 16

9. კანი 11 4 3 4 15-15 15

10. სოშო 11 3 4 4 17-23 13

11. ოსერი 11 2 6 3 16-15 12

12. მარსელი 11 2 6 3 12-12 12

13. დიჟონი 11 3 2 6 11-22 11

14. ნიცა 11 2 4 5 11-11 10

15. ვალანსიენი 11 2 3 6 12-13 9

16. ბრესტი 11 0 9 2 9-11 9

17. ევიანი 11 1 6 4 11-16 9

18. ბორდო 11 1 6 4 12-18 9

19. ნანსი 11 1 5 5 8-13 8

20. აიაჩო 11 1 4 6 10-22 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე