ვეტერან სამბისტთა მსოფლიოს პირველობაზე თეიმურაზ გიორგაძემ (62 კგ) და ოთარ ყურაშვილმა (+100 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს
ვეტერან სამბისტთა მსოფლიოს წლევანდელ პირველობა საბერძნეთის ქალაქ ხალკიდიკში გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ვეტერანებმა.

ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გიორგაძემ (62 კგ) და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ყურაშვილმა (+100 კგ).

აღსანიშნავია, რომ გიორგაძემ მეხუთედ მოიპოვა ოქროს მედალი, ყურაშვილმა - მეცხრედ. თუ ასე გაგრძელდა, ეს "ბიჭები" მალე თავისებურ რეკორდსმენებად მოგვევლინებიან, თუ უკვე არ არიან.

ჩვენი ჩემპიონები გულმოდგინედ ემზადებოდნენ ვეტერანთა ამ ფორუმისათვის და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.

საერთოდ, ასეთ ტურნირებში მონაწილეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის საუკეთესო პროპაგანდაა, რასაც ემატება ქვეყნის სპორტული ღირსების დაცვა საერთაშორისო სარბიელზე.

9-13 ნოემბერს ვილნიუსში სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს ჩემპიონატის წინ კარგი მაგალითი მისცა ფედერაციის თავკაცმა.

გაისად ვეტერან სამბისტთა მსოფლიოს პირველობა აფრიკაში, მაროკოში 15-18 ოქტომბერს გაიმართება.

სურათზე თეიმურაზ გიორგაძე (მარცხნივ) და ოთარ ყურაშვილი.

გაბრიელ ბარჯაძე

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა