სფფ-ს მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი ლევან ფანიაშვილი განვლილი ორი ტურის საკამათო ეპიზოდებს იხილავს
ჩვენი რუბრიკის ტრადიციულ სტუმართან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილთან საუბარში უმაღლესი ლიგის განვლილი ორი ტური განვიხილეთ და საკამათო ეპიზოდებიც გავიხსენეთ.

X ტური

მეტალურგი-მერანი

ამ მატჩში ორი პენალტი დაინიშნა და, ფანიაშვილის შეფასებით, ორივე მართებულად. პირველ ეპიზოდში მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა, მეორედ კი საჯარიმოში თამაშის წესები დაირღვა.

კოლხეთი-სიონი

არბიტრმა ლაინსმენის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან სიონელი გიორგი ოქროპირიძე გააძევა. ბოლნისელები ირწმუნებოდნენ, რომ იგივე გაიმეორა "კოლხეთის" მეკარე მინდია ბობღიაშვილმა, მაგრამ ფედერაციაში მატჩის ვიდეოჩანაწერი არ წარმოდგენილა და სამსაჯო განყოფილებაც მხოლოდ არბიტრის, მსაჯთა დამკვირვებლისა და დელეგატის მონათხრობს დაეყრდნო.

XI ტური

სიონი-მეტალურგი

ბოლნისელებს პრეტენზია მათ კარში დანიშნული ორივე თერთმეტმეტრიანზე ჰქონდათ.

"ორივე ეპიზოდი დეტალურად განვიხილეთ. პირველი პენალტი უდავოდ დასანიშნი იყო, მეორეზე კი ბევრი ვიმსჯელეთ და რისი თქმის საშუალებასაც ვიდეოჩანაწერი გვაძლევს, ის არის, რომ არბიტრმა ეს მომენტიც სწორად განსაჯა. ამ მატჩში იყო სხვა ეპიზოდებიც, რომელთა თაობაზეც მსაჯებთან ვიმსჯელეთ, მაგრამ ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა", - გვითხრა ფანიაშვილმა.

დინამო-გაგრა

სამაგიეროდ, არბიტრი პენალტის დანიშვნისას ამ მატჩში შეცდა. "გაგრას" უკრაინელმა მიკოლა ნაკონეჩნიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით უნებლიეთ ითამაშა და არა - განზრახ. ხელის მოძრაობა ბუნებრივი იყო და ის ბურთმა "მოძებნა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა